უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 798 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550]
- ტანკი – 9 700 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 20 164 ერთეული [+45]
- საარტილერიო სისტემა – 21 665 ერთეული [+62]
- MLRS – 1 258 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 034 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 625 ერთეული [+178]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 006 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 33 056 ერთეული [+116]
- სპეცტექნიკა – 3 681 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 652 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 39 568 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 20 258 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 20 239 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 29 919 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






