სიახლეები

აჭარის მთავრობა მზადაა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს

15.06.2015 • 1335
აჭარის მთავრობა მზადაა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს

 

„პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან კავშირზე ვიყავით და სხვადასხვა სახის დახმარებას ვთავაზობდით.

საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება თბილისში მობილიზებული იყო და დროულად ახდენდა რეაგირებას. აჭარის მცხოვრებლებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად – გროვდება სურსათი, პირველადი დახმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები.

 

 აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ. რეგიონში მოქმედი ყველა უწყების საჯარო მოხელემ სურვილი გამოთქვა ფულადი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.

 

ასევე აჭარაში მცხოვრებნი გამოთქვამენ თანადგომის სურვილს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში შექმნილია სპეციალური პუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს პირველადი დახმარების ნივთები.  ასევე ბათუმის მერიის მობილიზების სამსახურში მიმდინარეობს მოხალისეთა რეგისტრაცია. აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს ცხელი ხაზი 27 20 01, რომელიც დახმარების მსურველ მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაცია. 


გადაბეჭდვის წესი