ნეტგაზეთი • RU

დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 10 ათასი ლარით დაეხმარება

 

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით  ანგარიშს ისმენს პრემიერ-მინისტრი. 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

 

 

ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს სახელმწიფო 10-10 ათასი ლარით დაეხმარება. დაღუპულთა დაკრძალვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. 

 

ქალაქის მერის განცხადებით,  45 ოჯახი ევაკუირებულია და გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

 

„მიმდინარეობს დაზარალებული პირების სახლების გაწმენდა, იქ სადაც ცხოვრება შეუძლებელია, ქირით გაყვანაზე ვიფიქრებთ. იწმინდება გვირაბი და გზები, დაბინდებამდე ვიმუშავებთ“- აცხადებს თბილისის მერი. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.