ნეტგაზეთი • RU

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სარფის საბაჟოზე

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. 

 

სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 18 ნატეხი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,061582 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინს“ შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.