ბსუ-ს სტუდენტები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

ავტორი: თამთა კურცხალიძე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენი – ახალშექმნილი სტუდენტური ორგანიზაცია ლექციების ჩასატარებლად გავიდა მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულად შუახევის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში. ჩვენი თემა იყო ოჯახში ძალადობა. დისკუსიის მონაწილე მოსწავლე მოგვიყვა თანასოფლელი, კონკრეტული ქალის ისტორიას. გავიგეთ მსხვერპლის საცხოვრებელი და გადავწყვიტეთ პირადად გვენახა. ქალზე ძალადობა დაიწყო ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ და 10 …

დღესასწაული გლინტვეინის არომატით

ავტორი: თამარა მირიანაშვილი „კარგი რა, რა ცხელი ღვინო! დაასხი, ისე დავლიოთ!“ „აი, ღვინის გაცხელება როგორ შეიძლება, შეურაცხყოფას აყენებ!“ „ბრრრ, რა დამალევინებს ცხელ ღვინოს!“ მიუხედავად იმისა, რომ გლინტვეინის, გროგის, სანგრიას და სხვა მსგავსი სადღესასწაულო/საოჯახო სასმელების შესახებ, პირველად, ჯერ კიდევ ბაბოს ძველ სამზარეულოს წიგნებში წავიკითხე, ჩვენი და განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობისგან ასეთ და სხვა მსგავს რეპლიკებს ხშირად …

შმაგი ბოლქვაძე საქართველოს ჩემპიონია

შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლქვაძე 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან სულ  6 სპორტსმენი მონაწილეობდა.  შმაგის გარდა ჩემპიონატზე 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. “შედეგი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, მაგრამ ამ ექვსიდან სულ ცოტა სამი მაინც უნდა ყოფილიყო ჩემპიონი. სპორტია და რას იზამ ახლა, …

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია – ხელმძღვანელი გადადგა

ლევან მაისურაძემ – აწ უკვე აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამ თანამდებობაზე რვა თვე იმუშავა – ის როტაციის პრინციპით მას შემდეგ მოავლინეს რეგიონში, რაც მისი წინამორბედი კახაბერ ბუხრაძე ასევე როტაციის წესით სხვაგან გადაიყვანეს. თავის მხრივ კახა ბუხრაძის გადადგომას ბათუმის ცნობილი მოვლენების – 11-12 მარტის აქციაზე ითხოვდნენ. შს სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ ლევან მაისურაძის გადადგომას, ასევე დასძენენ, …

ხანძარის შედეგად ერთი პირი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დილით ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბინაში, მეხუთე სართულზე, ერთ ოთახში გაჩნდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი მამაკაცი დამწვრობით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძარი უკვე  ლიკვიდირებულია.  

ხანძარი მანთაშევის ქარხანაში

1901 წლის ზამთარში „ნავთის ქალაქში“ კვამლის დიდი სვეტი ავარდა. ცეცხლი გაჩნდა რუსეთის იმპერიაში „ნავთის იმპერატორად“ ცნობილი მაგნატის, მანთაშევის, ქარხანაში. ბათუმში იმხანად უკვე არსებობდა სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრანდმეისტერი, 12 მეხანძრე, 20 მებარჯე, ოთხი მეეტლე და ერთი მესიგნალე. სანამ პატარა სახანძრო რაზმი „ნავთის ქალაქში“ ცეცხლს ებრძოდა, ბარცხანა ფოტოგრაფების სამიზნე გახდა. „ხანძარი მანთაშევის ქარხანაში“ – ამ …

საშობაო ნოქტიურნი

პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება 1-1) არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა                                                           …

2017 წლის ათი მთავარი ამბავი

2017 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. საზოგადოება და ხელისუფლება არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. „ბათუმელები“ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ. ევროპაში ვიზის გარეშე  ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა მხარი, 28 მარტიდან კი, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მი­მოსვლის უფლება მიეცათ. 18 სექტემბრის მონაცემებით, ამ პერიოდში შენგენის …

დღეს რა ვჭამოთ?

ავტორი: თამარა მირიანაშვილი ჩემთვის ბავშვობიდან რიტუალი იყო სასუსნავების მომზადება, თუნდაც ყველაზე მოკლე მანძილზე, სახლიდან ბაღჩაში გასვლა, იქ თამაში და შემდეგ შესვენებისას სუფრის გაშლა. არადა, სახლი ორ ნაბიჯში იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავი, სოფელში, ზოოპარკში თუ ვენახში, თან ყოველთვის მქონდა საგზალი. ყველაზე ტკბილად მახსენდება ის დრო, როდესაც ბაბო უმზადებდა პაპას ხურჯინს ვენახისთვის, არდადეგების დროს, როდესაც მეც …

ბათუმის საზღვაო აკადემიას საწვრთნელი გემი გადაეცა

ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. იგივე წყაროს ინფორმაციით, გემი „კადეტი“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. “საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი …

ბათუმში მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

3 იანვარს, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულის აივნიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

უწყვეტი მესხური ძაფები

ავტორი, ფოტო: თამარა მირიანაშვილი ბოლო დროს ვცდილობ მოვხვდე საქართველოს იმ ნაწილში, სადაც ჯერ ფეხი არ დამიდგამს და რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია მაქვს. ზოგადად, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დავიწყეთ. თუ კონკრეტულ კუთხეში ჩვენი ან ვინმე ნათესავის სოფელი არ გვეგულებოდა, ისე ვერ მოვხვდებოდით. გვარიანი წყვეტა გამოვიდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ინფრასტრუქტურა, აღდგა …

ჩაბუქის „ღია წერილი ქართველ ქალებს“ – წულუკიანს, ჩიჩუას, ლომჯარიას, ბესელიას, ჯაშს, გვენეტაძეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი განცხადებას ავრცელებს – მისი ადრესატები სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი გადაწყვეტილების მიმღები ქალები არიან. ჩაბუქი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, სამართალდამცავებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობს, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა და ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს.ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი …

„ბათუმელების“ ათი სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

„ბათუმელები“ ვებგვერდის – batumelebi.ge-ს წლის სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 2017 წელს ყველაზე ხშირად მკითხველებმა ეს სტატიები წაიკითხეს: ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის „გოდერძიზე“ მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ …

ქობულეთში ფესტივალისთვის შექმნილი ციტრუსის ფიგურა დააზიანეს [ფოტო]

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, „ფეისბუქზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ასახულია დაზიანებული მანდარინის ფიგურა  – ის საგანგებოდ ციტრუსის ფესტივალისთვის დადგეს ქობულეთში. “ჩვენ უმოკლეს დროში ვუზრუნველყოფთ აღდგენას, მაგრამ სირცხვილია,” – წერს მირიან ქათამაძე. ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი 27 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიება „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება და მასში რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერი მონაწილეობს.

„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავს და ისტორიულ უბნებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენას სთხოვს: „ისტორიული ქალაქებისა და ისტორიული უბნების ურბანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზოგადი დაცვითი ზონების დამტკიცება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონის მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონის დამტკიცების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, თუმცა შესაძლებელია, რომ საყრდენი …

ახალი სიმღერა ბათუმზე ნიაზ დიასამიძის შესრულებით

„ბათუმს“ – ასე ჰქვია ბათუმზე გადაღებულ კიდევ ერთ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა. 2017 წელს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. მათი ნაწილი BBC-ის, Euronews-სა და CNN-ის ეთერშიც იყო განთავსებული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი  სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო. კლიპის ბიუჯეტი 30 ათასი …

ღვინისა და ყველის ფესტივალი ევროპის მოედანზე „ელესასა“ და „ბანის“ თანხლებით

26-27 დეკემბერს, 12-დან 19 საათამდე, ევროპის მოედანზე ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცრებული დეგუსტატორები გამოფენაზე გამოავლენენ  საუკეთესო ღვინოებსა და ყველს, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ჯგუფი „ბანი“ და ანსამბლი „ელესა“. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა …

ჟურნალ „ბათუმელების“ დეკემბრის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ მეათე, დეკემბრის ნომერი.  ჟურნალს დღეიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ: ფოკუსი თემაზე: 2017 წლის ათი მთავარი ამბავი  პოლიტიკა: ის, რაც 2018 წელს მოხდება – ხუთი პოლიტიკური მოვლენა ავტორი: დათო ქოქოშვილი თემა: „საცალმანქანო“ გზები აჭარაში ავტორი: ცაგო კახაბერიძე საზოგადოება: ქურდული სამყაროს აჩრდილები ავტორი: ჯაბა ანანიძე კავკასია: აზერბაიჯანელი …

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი: ჩვენ გამოვხატეთ თანაგრძნობა

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო წირვის დიდი ნაწილი ბათუმელმა კათოლიკეებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს: „ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან …

ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ აღავლინეს

ხვალ, 25 დეკემბერს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს. დღეს, ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია …

ირმები ზამთარში [ფოტო]

ჯონ ბეტსი ბრიტანელი მხატვარი და ფოტოგრაფია. იგი ბევრს მოგზაურობს და მის ფოტოობიექტივში განსაკუთრებით ხშირად ხვდება ველური ბუნება და ცხოველთა სამყარო. ფოტოგრაფი ამავდროულად გარემოს დამცველია. „ველური ბუნების შენარჩუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია ხელი შეუწყოს პრობლემების გააზრებას“ – წერს ჯონ ბეტსი თავის ვებგვერდზე.   ეს ფოტოები ფოტოგრაფმა 2012 წლის ზამთარში, შოტლანდიაში გადაიღო. წყარო: boredpanda.com  …

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს – ბათუმის მერია ფოტორეპორტაჟს გამოეხმაურა

ბათუმის მერია „ბათუმელების“ ფოტორეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელზეც იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული ტერიტორია იყო ასახული. მერიაში განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ უკვე აცნობეს შესაბამის სამსახურს და ტერიტორია დასუფთავდა.

ნაგავსაყარი იუსტიციის სახლთან ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.  

რატომ ევროპა? – იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება ჩვენ შეგვეძლოს

ივერი შაინიძე, მე-11 კლასის მოსწავლე რატომ ევროპა და არა რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საჭირო ევროპის ისტორიისა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა. უბრალოდ, საჭიროა ობიექტური თვალით შევადაროთ არსებული დემოკრატიული რეალობა რუსეთსა და ევროპაში. შედარების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ევროპა დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე რუსეთი. დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ …

რატომ ევროპა? – ვისწავლოთ როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო

შოთა მორთულაძე, სტუდენტი „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა. რა არის ევროპა? რა ღირებულებები გააჩნია მას? რას გვთავაზობს ის? კითხვები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოების ნაწილმა პასუხი არ იცის და არც სურს, რომ გაიგოს, ვინაიდან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ღირებულებებითა და იდეოლოგიით …

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი მამა-შვილი გადაიყვანეს. მამა-შვილს ჭრილობა დანით აქვთ მიყენებული. მათ ოპერაცია უტარდებათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ბენზეს დასახლებაში. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები“.      

8 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, მდგომარეობა სტაბლურად მძიმეა

„ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დროისთვის ქუთაისში, ინტერვენციულ ცენტრში გადაყვანილი“, – გვითხრა ბობოყვათის სკოლის დირექტორმა გია ქათამაძემ. ბობოყვათის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მეორე კლასელი ბიჭი თავის თანატოლებთან ერთად ცოტა ხნის წინ ქობულეთიდან სახლში, ბობოყვათში ბრუნდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. „ბავშვები, 50-მდე ბავშვი ქობულეთში კონცერტზე იყო წასული. მასწავლებელიც ახლდათ თან. უკან როცა დაბრუნდნენ …

ძალა ერთობაშია, ერთობა კი – ევროპაში

დათო ჯინჭარაძე, მე-12 კლასის მოსწავლე სახელი „ევროპა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ევროპა ფინიკიის მეფის ასული იყო, რომელიც ზევსმა ევროპის მამას  მოსტაცა. ბერძნულ ევროპასა და ევროპის კონტინენტს, სახელის გარდა, ბევრი საერთო რამ ახასიათებთ. ისევე როგორც ქალიშვილი ევროპა, ევროკავშირიც ბევრი მითითაა მოცული და ფინიკიის მეფის მსგავსად, ის საქართველოსაც მოსტაცეს. როგორ მოგვტაცეს ევროპა? ვინ წაგვართვა ევროპელობა? …

რატომ ევროპა – ერთი სული მაქვს საქართველოც ასე განვითარდეს

ნინა თურაძე, მე-7 კლასის მოსწავლე პირველი წლები სკოლაში, უბრალოდ, საშინელება იყო. ერთი ახალგაზრდა დამრიგებელი გვყავდა, ქალი. ამ ქალის დამსახურებაა, რომ  ჩვენ – მის მოსწავლეებს გაგვიჩნდა ბევრი კომპლექსი. ბავშვები ვერაფერს ვბედავდით. საერთოდ ვერაფერს. და ძალიან გვეშინოდა (თითქმის ყველა მასწავლებელი ასეთი იყო). ერთი ბიჭი გვყავდა კლასში, ამ მასწავლებელმა ეს ბიჭი უბრალოდ ამოიჩემა – სულ ეუბნებოდა, მიდი კითხვა …

სვლა ევროპისკენ

ლანა კაპანაძე, სტუდენტი ,,ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს… იმათ ბევრი უშრომიათ ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი საცადი უსინჯავთ, სანამ ახლანდელ თავიანთ მდგომარეობას, მღიმარე ბედს მოიპოვებდნენ“, – წერს ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს,[1] ; „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო, ჯერჯერობით, დასავლეთი ევროპა არის“[2] – ამბობს სერგეი მესხი. …

ბათუმის მერია: ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს, საღამოს ათი საათიდან დილის სამ საათამდე,  №1, №1ა, №4 და №11 მარშრუტებზე მგზავრობა უფასო იქნება. 31 დეკემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.  

ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“ – რატომ ევროპა?

თინათინ გიორგაძე, მასწავლებელი საქართველო ევროცენტრული ქვეყანაა. ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ეყრდნობა არა მარტო ბიბლიურ ცოდნასა და ევროპულ ცივილიზაციას, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფილოსოფიურ წარმოდგენას – ანტიკურობისა და ქრისტიანობის შერწყმას. მწამს აღნიშნული (მასწავლებელი ვარ) და არაერთი სასწავლო პროექტი განმიხორციელებია მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გაცნობა-ამაღლების მიზნით, რამაც, იმავდროულად მომცა საშუალება, ჩავღრმავებოდი საკითხს, განმეხილა კოლეგებთან ერთად …

რა ღირს თქვენი ახალი წელი? [გამოკითხვა]

შობა-ახალი წლის დღეები ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული: საახალწლო სუფრა, ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები, საჩუქრები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ამ დღეების ტრადიციად მიიჩნევა და მასზე უარს ბევრი ვერ ამბობს.  თქვენ საშუალოდ რამდენი ლარი გეხარჯებათ?  მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში. <a href=”https://polldaddy.com/poll/9902987/”>რა თანხის დახარჯვას აპირებთ საახალწლოდ?</a> <a href=”https://polldaddy.com/poll/9902991/”>სად შეხვდებით ახალ წელს?</a>

ევროპული მხარდაჭერა

ცირა ჯგერენაია, იურისტი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მმართველობის ფორმა დემოკრატიულია, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ის ეყრდნობა კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის დაუშვებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს. ყველა ეს ფასეულობა ევროპული ღირებულებებიცაა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს. მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭირო იყო შექმნილიყო  ევროპის სხელმწიფოთა შეთანხმებისა და კომუნიკაციის გარკვეული …

ევროპა არ გვსურს, ევროპა გვჭირდება – რატომ ევროპა

ნინი გოლიაძე, სტუდენტი საქართველო უდიდესი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციებისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყანაა. არაერთი დაბრკოლების, ბედის უკუღმართობის, მტრობის, ძმათაშუღლისა თუ დაპირისპირების მიუხედავად, დღეს ჩვენ ისევ ვარსებობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. განა მარტო გადარჩენისთვის?! არა, ვიბრძვით ღირსეული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც სჭირდება გზა, რომელიც გააძლიერებს შინაგანად, აღუდგენს საკუთარი თავის რწმენას და მომავალს იმედის თვალით შეახედებს. ასე იყო …

Exit mobile version