Author Archives: ბათუმელები
რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან ექსპორტირებულია 16 901 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონაზე მეტი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს 700 ტონამდე ციტრუსის მიღებას გეგმავს. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი, 10 460 ტონა ციტრუსი რუსეთშია გატანილი; 3 745 ტონა – უკრაინაში; 2 201 ტონა – სომხეთში; 201 ტონა – …
Continue reading “რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან”
რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული
თამარი თურაძე, მე-9 კლასის მოსწავლე 2014 წელი დირექტორმა გადაწყვიტა ფორმები შეეკერა. აი, ისეთი სკოლას თავისი გერბი რომ ჰქონოდა. რამდენიმე კვირაში ფორმები მოვიდა – გოგოების იყო ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ზოლებით, ბიჭების – შავი. ორივე ფორმას მარცხენა მხარეს ჰქონდა გამოსახული წიგნი და ზემოთ ცისარტყელა ეხატა. ბავშვები გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ასეთი ნიშანი ჰქონდეს ფორმას – ბარემ ზემოდან …
Continue reading “რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული”
ორი ნაძვის ხე, რომელიც ფეისბუქზე მხიარულების მიზეზი გახდა
საქართველოს ქალაქებში დადგმულ ნაძვის ხეებს შორის, ჯერჯერობით, ქობულეთის ნაძვის ხემ მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება. მართალია, ამ ფოტოზე არა ნაძვის ხე, არამედ საახალწლოდ მორთული განათების ბოძია ასახული, მაგრამ ამას ხელი ფოტოს პოპულარობისთვის არ შეუშლია. ფეისბუქის ზოგიერთმა მომხმარებელმა დეკორაციას „ქობულეთის ნაძვის ხის სული“ უწოდა. ქობულეთი წელს ჯერ კიდევ ნაძვის ხის დადგმამდე მოექცა ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც ცნობილი …
Continue reading “ორი ნაძვის ხე, რომელიც ფეისბუქზე მხიარულების მიზეზი გახდა”
რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს
ხატია რომანაძე, სტუდენტი „1 800 000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ“, – ეს ფრაზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყვება ჩემს ცნობიერებას. კარგად მახსოვს, როგორ ვიზეპირებდი ამ ციფრებს: მილიონ რვაასი ათასი… მილიონ რვაასი ათასი… მაშინ, ალბათ ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, არც ზეზვასა და მზიას დაჭყეტილთვალებიანი პორტრეტები მხიბლავდა ისტორიის წიგნის ფურცლებზე. მხოლოდ ერთი განზრახვა მამოძრავებდა …
Continue reading “რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს”
რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები
თამთა თავართქილაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც საქართველოს განვითარებაში დაეხმარებოდა. ინსტიტუციურად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები იმიჯნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პარალელურ რეჟიმში ცდილობდა და ცდილობს ამ ორგანიზაციებში შესვლას. ინტეგრაციის პროცესების დაწყებიდანვე საქართველოში გამოჩნდა ანტიგლობალისტი, ანტიევროპული ხალხი, ორგანიზაციები …
Continue reading “რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები”
რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველომ საბჭოთა წარსულის გააზრება – ინტერვიუ
რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველოს საზოგადოებამ საბჭოთა წარსულის გააზრება, როგორი იყო ქართველების როლი საბჭოთა რეჟიმის ფუნქციონირებაში, რა როლს ასრულებდა სტალინის სამშობლო „წითელი ტერორის“ განხორციელებაში? – გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის“ სტუმარია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი დავით ჯიშკარიანი. ინტერვიუს უძღვება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე თაკო ნინიძე.
რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს
მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დღეს უფრო მეტად ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ევროპულ ურთიერთობებზე და ღირებულებებზე, ვიდრე წლების წინ. რა შეიძლება იყოს ევროპით ჩვენი ასეთი დაინტერესების, მისწრაფების მიზეზი? ბუნებრივია, მტაცებლური მიზანი არ გვამოძრავებს, რადგან ბუნებით მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ. ზოგადად, ყველაფრის ადამიანებამდე, ადამიანურ გრძნობებამდე დაყვანა მიყვარს, ამიტომ შევეცდები ეს კულტურათაშორისი საკითხი ასე წარმოვაჩინო. ადამიანს აქვს ურთიერთობის …
Continue reading “რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს”
რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი
ხატია ზუხუბაია, სტუდენტი სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილის მთავარი კითხვა მყარად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. პასუხიც ასეთი იყო, ვერ გაგვერკვია „უფრო“ საითკენ ვიხრებოდით. ვავლებდით კონტურებს, სადაც ვამტკიცებდით, რომ ევროპას მივეკუთვნებოდით, თუმცა თანაკლასელის მიერ შემოსაზღვრული საქართველო სხვა კონტინენტის ნაწილს უფრო ემსგავსებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ევროპა არა ტერიტორიული მოცემულობა, არამედ იდეაა, რომელიც ადამიანად ყოფნის უფლებას გაძლევს …
Continue reading “რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი”
ცეცხლწაკიდებული პალმა ევროპის მოედანზე [ფოტო]
ბათუმში, ევროპის მოედანზე, პალმაზე ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. რა გახდა პალმაზე ცეცხლის წაკიდების მიზეზი, სახანძროში ვერ აზუსტებენ.
აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“
დღეს, 17 დეკემბერს, „ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო. შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა. აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის …
წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა
თაკო ნინიძე, სტუდენტი ვინ ითვლება ნამდვილ ევროპელად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფასეულობებს შორის? რა ითვლება ევროპულ ფასეულობად? ჩვენ, ქართველები, უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ, საწყისად იბერია – რომის ურთიერთობები ავიღოთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და სწორედ მისი ბიუსტი …
Continue reading “წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა”
რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე
ლიზა კახაბერიძე, მეათე კლასის მოსწავლე „ევროპა – თუნდაც იმიტომ, რომ ვნახოთ, შეიძლება მოხუცებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ველოსიპედებით სეირნობდნენ და საღამოობით სალსას ცეკვავდნენ“, – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ მწერალს, ლია ლიქოკელს ეკუთვნის. როცა პირველად წავიკითხე ეს ფრაზა ძალიან გავმხიარულდი, წარმოვიდგინე როგორ სეირნობს ველოსიპედით, წითელ შარვალში, ზოლიან წინდებსა და ჭრელ ჰალსტუხში გამოწყობილი ბაბუა. ერთდოულად სასაცილო და სასიამოვნო …
Continue reading “რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე”
სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა
მალხაზ რეხვიაშვილი, სტუდენტი არსებობდა „სახელმწიფო“, რომელშიც ყველას ყველაფერი ჰქონდა, ყველა მუშაობდა, ყველა მოგზაურობდა და მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე თავს ყველა მეფესავით გრძნობდა. ადამიანებს ამ სახელმწიფოში ისე მოსწონდათ ცხოვრება, რომ მათ განსხვავებული აზრიც კი არ გააჩნდათ. სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კავშირის/თანამეგობრობის შეფასებისას სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი – განსხვავებული აზრი. მისი არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ …
Continue reading “სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა”
რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი
ლილე მესხიძე, მე-10 კლასის მოსწავლე ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უფრო სწორად სკოლიდან. აჰ… სკოლა ხომ ყველასთვის საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძილია აღვწეროთ ჩვენი უსაყვარლესი, უმშვენიერესი სკოლა…. ჯოჯოხეთი. ვარ 15 წლის და, ჯერჯერობით, გამოცვლილი მაქვს 6 სკოლა. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მეორე სემესტრიდან ისევ უნდა შევიცვალო და სხვაგან გადავიდე. რატომ?… ეჰ, ჩემო …
ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია
სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის წინასწარი მონაცემებით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილზე არსებული სახლი დასანგრევია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალაშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომელიც, როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, ექსპერტიზის მონაცემების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის …
Continue reading “ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია”
სად დავიკარგე!
გენო გელაძე, მართვის კომპანია GGM-ის დამფუძნებელი ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, სად დავიკარგე, რატომ აღარ ვჩანვარ მედიაში, გავაუქმე ფეისბუქი, აღარ ვერთვები სამოქალაქო ღონისძიებებში… საქმე ისაა, რომ დღე-ღამეში 16-18 საათს ვუთმობ სამუშაოს, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც იდეების განხორციელების შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. ეს სამუშაო მენეჯმენტის სფეროა, უფრო ზუსტად კი, კრიზისში მყოფი პროექტებისა და კომპანიების მართვა. მართვის …
აფეთქება ბათუმში [ფოტოამბავი]
10 დეკემბერს ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქები მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია.
სოფელი ბაკიბაკო თოვლში [ფოტო]
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოს ელექტროენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება. სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. ხულოში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს.
შეხვედრა ნასას ყოფილ ასტრონავტთან – ჰაიდი ფაიფერთან [ანონსი]
ბათუმის ამერიკული კუთხეში, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ლიდერ გოგონათა ბანაკის“ ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ყოფილი ასტრონავტი, ჰაიდი ფაიფერი, ბანაკის წევრებს შეხვდება. ბათუმის ამერიკულ კუთხეში [საჯარო ბიბლიოთეკის შენობა] ჰაიდი ფაიფერთან შეხვედრა 2017 წლის 9 დეკემბერს, 10 საათზე დაიწყება. ორგანიზატორთა განცხადებით, სამდღიანი „ლიდერ გოგონათა ბანაკი“ მოიცავს ტრენინგებს ლიდერობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე, საუბრებს ქალის როლზე დღევანდელ …
Continue reading “შეხვედრა ნასას ყოფილ ასტრონავტთან – ჰაიდი ფაიფერთან [ანონსი]”
მკვლელის ბეწვის ხიდი
დავით ჯინჭარაძე მოსწავლე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე რა არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის? ალბათ ის, რომ საქართველოში პრობლემაზე ფიქრს იწყებენ მაშინ, როცა ის ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ხოლო დასავლეთში ყველანაირად ცდილობენ, ის გამწვავებამდე აიცილონ. ამიტომაც ხშირად გვგონია, რომ ევროპელები და ამერიკელები ბავშვების ჩხუბს ზედმეტად პანიკურად უყურებენ. „რად უნდა ამდენი ამბავი? ბავშვია და იცელქებს, იჩხუბებს …
რას წაიკითხავთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში [ანონსი]
გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ნოემბრის ნომერი. ჟურნალს დღეიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: სხალთელი მთავარეპისკოპოსი ავტორი: ცაგო კახაბერიძე პოლიტიკა: მოგებულები და წაგებულები ავტორი: დათო ქოქოშვილი ეკოლოგია: გვირაბის ჩამოშლის შემდეგ ავტორი: ჯაბა ანანიძე განათლება: დამალული ამბავი სკოლიდან ავტორი: ლელა დუმბაძე ეკონომიკა: თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ ავტორი: თედო ჯორბენაძე საზოგადოება: გთხოვთ, მომათავსეთ …
Continue reading “რას წაიკითხავთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში [ანონსი]”
შეხვედრა უსაფრთხოების ნორმებზე აჭარის მთავრობაში
უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის მთავარი თემა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც. ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ის ხედვები და ინიციატივები გააცნო, რაც რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ზურაბ …
Continue reading “შეხვედრა უსაფრთხოების ნორმებზე აჭარის მთავრობაში”
კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 24-25 ნოემბერს კულტუროლოგმა, ცირა ელისაშვილმა, მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე – „კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს. ცირა ელისაშვილი: არსებობს კულტურის ზოგადი და კონკრეტული აღქმა. თუ ვიტყვით – …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები”
მსურველებს საბრძოლო ხელოვნება „კრავ-მაგას“ შეასწავლიან
მსურველებმა, ვისაც გსურთ შეისწავლოთ ისრაელის საბრძოლო ხელოვნება „კრავ-მაგა“, დაგვიკავშირდით მობილურზე: 555 54 51 65
ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეგმავს ეროვნული უმცირესობების სკვერის მოწყობას. ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაში მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მისი გამწვანება. 2017 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე იგეგმება ხეების დარგვა. აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. პროექტი დამტკიცებულია ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და …
Continue reading “ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა [ანონსი]”
სტაჟირება ბათუმის დემოკრატიის სკოლაში
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის(EECMD) ბათუმში სტაჟირებს აცხადებს. სტაჟიორები უფლებამოსილებას განახორციელებენ რეგიონული კოორდინატორის მეთვალყურეობის ქვეშ და ჩართულნი იქნებიან რეგიონული ოფისებისა და დემოკრატიის სკოლების კოორდინირების პროცესში. ბათუმის გარდა სტაჟირების გავლა მსურველებს შეუძლიათ თელავში, გორსა და ქუთაისში. EECMD დემოკრატიული პოლიტიკური აქტორების გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს საქართველოსა და უკრაინაში. დემოკრატიის …
„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში
ავტორი: თამარ ორაგველიძე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი შავიზღვისპირეთის მეგზური – „Путеводитель по черноморскому побережью“ – გრეგორი მოსკვიჩის მიერ შედგენილი, ილუსტრირებული და პრაქტიკული მეგზურია,რომელიც, ქ. პეტროგრადში, ტროიცკაიას ქუჩის № 23-ში,1888 წლიდან გამოდიოდა. ამჟამად განვიხილავთ 1915 წლის აპრილში გამოსულ XXII გამოცემას, რომლის სარეალიზაციო ღირებულებაც 1მ.25 კაპიკი იყო. მისი შეძენა შეიძლებოდა როგორც დედაქალაქში, ისე პროვინციების ნებისმიერ …
Continue reading “„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში”
პოსტიმპერიული, როგორც პოსტკოლონიური
ავტორი: ხათუნა ბერიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი მამარდაშვილი ამბობდა, სხვა ადამიანისა თუ მესმის, იმიტომ მესმის, რომ მასთან საერთო ადამიანურ განზომილებაში, ანუ ზომითობაში ვარო. როდესაც ამერიკელი გამომცემელი ჯონ ობრაიენი საქართველოში ჩამოვიყვანე, ძალიან გაიკვირვა, ქართველი მწერლების ნათქვამი, „მწერლის როლი დიდია და ილიაც ერის მამააო“. ობრაიენს მაშინ ავუხსენით, რომ მწერლობა ერისკაცობას ნიშნავდა, რადგან ერის ცნობიერებაზე, ეროვნულ შეგნებაზე, ისტორიულად …
თხა, ძაღლები და მამალი საარჩევნო უბანზე [ფოტო]
დღეს, 12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში. ეს ოზურგეთის საარჩევნო უბნებია, სადაც არჩევნებზე ჯერ თხამ შეისეირნა, შემდეგ ძაღლებმა და მამალმაც.
144-დან 108 ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი
გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ თავის მკითხველს დაუსვა. გამოკითხვაში სულ 144-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 108 ადამიანმა, გამოკითხულთა 75 პროცენტმა თქვა, რომ სექსუალური შევიწროვების შემთხვევა ჰქონია. სად მოხდა შემთხვევა? – გამოკითხული 103 პირიდან უმრავლესობა, 51 ადამიანი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევა ავტობუსში მოხდა, 39 ადამიანი ამბობს, …
ხუთსულიანი ოჯახის სახლი ჩაქვში სრულად დაიწვა
8 ნოემბერს ჩაქვში ხანძრის შედეგად ბერიძეების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის მეორე დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დაზარალებულები მოინახულა და პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ბერიძეების ხუთწევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობა სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ უნდა განიხილოს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შსს სწავლობს.
მოღრუბლული, მაგრამ თბილი ნოემბრის დღეები – ამინდი ბათუმში
ბათუმში მომდევნო სამ დღეს მოსალოდნელია, ძირითადად, უნალექო ამინდი, ჰაერი უფრო გათბება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსების პროგნოზი. „ხვალ მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10 15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაონებში იქნება ღამით: 7-12, დღისით: 13-18 გრადუსი. მთიან რაიონებში ღამით მოსალოდნელია: …
Continue reading “მოღრუბლული, მაგრამ თბილი ნოემბრის დღეები – ამინდი ბათუმში”
მწვანე აქტივიზმი – დისკუსია ბათუმში [ანონსი]
დღეს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე „მწვანე აქტივიზმი უკეთესი საცხოვრებელი გარემოსთვის“. დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი; ირმა ზოიძე, ჟურნალისტი, საზოგადოება „ბათომის” წევრი და ეთუნა ლომაძე, ბათუმის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იქნება. დასწრება თავისუფალია. დისკუსიის …
Continue reading “მწვანე აქტივიზმი – დისკუსია ბათუმში [ანონსი]”
მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ბათუმში
ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება. რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია აქვეყნებს. მერიის ცნობით, ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა …
Continue reading “მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ბათუმში”
ედუარდ კაკაბაძე გარდაიცვალა
გუშინ, 7 ნოემბერს, მოულოდნელად გარდაიცვალა ედუარდ კაკაბაძე. ედუარდ კაკაბაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის 1998-2003 წლებში იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ედუარდ კაკაბაძეს დაკრძალავენ შაბათს, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე.