სომხური ქადების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

18 მარტს ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ტრადიციული ქადის ფესტივალი გაიმართა, რომელიც დიდი მარხვის დროს იმართება. ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ქადები გამოიტანეს და ფესტივალის მონაწილეებს გაუზიარეს. 

“გამორთე რუსული პროპაგანდა” – პოსტერების კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია

პოსტერების კონკურსი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტ  „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში გამოაცხადა, დასრულდა. კონკურსში სულ 17 კონკურსანტი მონაწილეობდა. შემოსული ნამუშევრებიდან საუკეთესო პოსტერად ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია დასახელდა, სახელწოდებით “გამორთე რუსული პროპაგანდა”. ილუსტრაციის მიხედვით ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კედელი მოიხატა. ორი ნამუშევარი კი პოსტერის სახით ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას გამოიკრა. კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სპეციალური სერტიფიკატით …

ერთი დღე ჭიათურულად: ჯორჯიან მანგანეზის სათავეებთან

ავტორი: ესმა გუმბერიძე ჭიათურაში მანგანუმის მოიპოვებაზე ლიცენზია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ 40 წლით აქვს. ლიცენზია მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას იძლევა ჭიათურის მიდამოებში. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი სხვა კომპანია თუ კერძო პირი, თუნდაც ჭიათურის რიგითი მცხოვრები, ვერ დაიწყებს იქ მანგანუმის მოპოვებას კომპანიის ნებართვის გარეშე, სულ რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინოს „შავ ქვად“ წოდებული სასარგებლო წიაღისეული. ჭიათურაში …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „დღეს, ღამით, ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, ხვალ კი, დღისით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 12-17 გრადუსი იქნება, ღამით – 5-10 გრადუსი. მთიან რაიონებში დღისით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ღამით …

ერთი წლის მძიმე ავადმყოფი ბავშვის დედის ღია წერილი „კრედო ბანკს“

2016 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსგან“ სესხის სახით ავიღე 2000 ლარი. თანხა უნდა დამეფარა 2018 წლის 2 იანვრისთვის. ცხრა თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვასრულებდი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ამ ხნის განმავლობაში გადახდილი მაქვს 1305,65 ლარი [ძირი თანხა]. გადასახდელი თანხა მთლიანად იყო – 3249 ლარი. თანხის აღება პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამჭირდა – ფეხმძიმობის პერიოდში ვირუსი შემეყარა. სამწუხაროდ, …

ერთი დღე ჭიათურულად: როგორ თრგუნავენ პროტესტს?

ავტორი: ესმა გუმბერიძე მძიმე სოციალური პირობების გამო, ბანკის ვალების, ჯანმრთელობის დარღვევების, მკურნალობისთვის საჭირო თანხების… გამო მუშები პროტესტის შემთხვევაში დათმობაზე მიდიან, თუკი ხელმძღვანელობა უმნიშვნელოდ მაინც უმატებთ ხელფასს. ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს: „მედიაში ყოველთვის შუქდება, რომ მუშები ითხოვენ სამუშაო პირობების/უსაფრთხოების გაუმჯობესებას. რეალობაში კი ისინი, ძირითადად, ხელფასისთვის თუ იბრძვიან“. ხშირია გაფიცვის მსურველ მუშებზე ზეწოლა: ინდივიდუალური დაბარებები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან …

ბათუმში მატარებელი შემოვიდა

1883 წლის 23 მაისს ბათუმი უცნაურმა ხმამ გააღვიძა. ქალაქს მსგავსი ჯერ არაფერი გაეგონა. მთელი ბათუმი ფანჯრებს მიაწყდა. ქალაქი ფეხზე დადგა. მეეზოვეებმა დაგვა შეწყვიტეს, მეფაეტონეებმა აღვირი მოზიდეს და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყეს მზერა. რაღაც ამბავი კი ხდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა – რა. ქალაქის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. ბათუმში მატარებელი შემოვიდა. რკინიგზის შემოყვანა 1878 წელსვე გადაწყდა, როგორც კი …

პარასკევი დღის სტუმარი

ჩვეულებრივ, ელჩი ქალის ოჯახში რომელიმე კარგი, „მაგარი“ დღის – ჯუმა (პარასკევი) ან კვირა საღამოს – მიდიოდა სტუმრად. ვაჟის ოჯახი ელჩად ორივე ოჯახისათვის პატივსაცემ პიროვნებას არჩევდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, ჯერ ერთი, ქალის ოჯახს ასეთი ელჩისათვის უარის თქმა გაუჭირდებოდა და მეორეც, მის ნათქვამს დაეჯერებოდა. და მაინც, ქალის ოჯახში მისულ ელჩს პირველ ჯერზე თანხმობას არ მისცემდნენ – …

ერთი დღე ჭიათურულად: მაღაროელთა სამუშაო პირობები

ავტორი: ესმა გუმბერიძე მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე ჭიათურაში დასაქმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ქალაქი ამ საწარმოთი სულდგმულობს. ერთ-ერთი აქტივისტის აზრით, მაღაროების დახურვის შემთხვევაში, თუკი სახელმწიფომ რამე ხედვა არ განავითარა ამ ქალაქის შესანარჩუნებლად, დასახლება სულ დაიშლება. პრაქტიკულად ყველა ოჯახს ერთი დასაქმებული წევრი მაინც ჰყავს მაღაროებში ან მათთან დაკავშირებულ სამუშაოზე. მუშის საშუალო ხელფასი თვეში 600-800 ლარია, მაგრამ სამუშაო პირობები …

ერთი დღე ჭიათურულად: ხალხისა და ქალაქის შესახებ

ავტორი: ესმა გუმბერიძე აშშ-ში გაცვლითი პროგრამით ყოფნისას ჩემი მასპინძელი ამბობდა: „იმიტომ ვაფასებ ჩვენს ქვეყანას, ამერიკას, რომ თუ შრომობ, თუ ცდილობ, შეგიძლია უზრუნველყო კარგი ცხოვრება“. დიახ. მართლაც დიდი სიკეთეა, როცა მძიმე შრომის შედეგად, ჯილდოდ იღებ კარგად ცხოვრების შესაძლებლობას. თუმცა საქართველოს, ევროკავშირის ასოცირებული წევრის, არც ქვემოთ აღწერილ ქალაქზე მთლიანობაში და არც მის ცალკეულ მოსახლეთა დიდ უმრავლესობაზე ეს …

სოფელ ვაიოს სკოლიდან გოგონები მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადებიან

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოდან ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს. გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარადგენს – ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და …

ხუთი ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან

6 მარტს ბათუმში გამართულ 23-წლამდელთა საქართველოს პირველობაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხუთმა სპორტსმენმა აჭარიდან პირველობა მოიპოვა. ხულოს საკრებულოს ცნობით, ოთხი მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა. საქართველოს ჩემპიონები ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდნენ: ირაკლი შავაძე [60 კგ.] ლერი აბულაძე [63 კგ.] ოთარ აბულაძე [67 კგ.] გელა ბოლქვაძე [82 კგ.] რამაზ ზოიძე [72 კგ] პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის …

ბათუმში ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვარი ამოაქვთ [ფოტოამბავი]

ბათუმში, სანაპიროსთან, ბადეში გახვეული მკვდარი დელფინი იპოვეს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. ედო მჟავანაძის ფოტო

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ივნისში ახალი გადასახედი გაკეთდება

ზაფხულში ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ახალი სივრცე შეემატება, სადაც თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურის მქონე გადასახედი მოეწყობა.  რეკრეაციულ ზონაში გაკეთდება მოსასვენებელი და დაირგვება მცენარეები. ტერიტორია უკვე მზად არის სამუშაოების დაწყებისათვის.  პროექტის ავტორი ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო გამხოშვილია. ბათუმის მერიის ცნობით, სამუშაოები ივნისში დასრულდება. ტენდერი ბოტანიკურმა ბაღმა დასასვენებელი ადგილის (სკვერი) მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა 6 500 ლარზე.

ნაკლებად ხილვადნი, ნაკლებად ხილულნი

ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი ამ ბლოგისთვის ეს სათაური იმიტომ შევარჩიე, რომ უსინათლოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა ჯგუფებს შორის ყველაზე ნაკლებად ხილვადნი ვართ. ყველაზე ნაკლებად განიხილება ჩვენი სპეციფიკა, ჩვენი საჭიროებები. ადამიანებს რომ ვეკითხები, შშმ პირები ვინ არიან-მეთქი, უსინათლოს ხშირად არცკი ასახელებენ. „და უსინათლოები“ – რომ კითხავ, კი ისინიცო, გიპასუხებენ შეყოვნების შემდეგ… მე კი სასამართლოში მაქვს …

მარტის თოვლი აჭარაში [ფოტოამბავი]

ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს. ფოტოები ღორჯომის ხეობიდან ზაზა ბერიძემ მოგვაწოდა.   

რა აწუხებთ ხელვაჩაურში მოსწავლეებს – შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან

2018 წლის 23 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და ჟურნალ „ბათუმელების“ წარმომადგენლები. შეხვედრის ფორმატში მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა. ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს მათი სოფლის, დაბისა თუ სკოლის პრობლემებზე.    დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, …

ავარია ქობულეთის ცენტრში

21 თებერვალს, საღამოს, ქობულეთის ცენტრში ავტოავარია მოხდა – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფატი და ტიტე

ავტორი: ნათია ზოიძე ფატი  პირველად  გაზაფხულზე მოინახულეს, ერთი შეხედვით ის არაფრით იყო განსაკუთრებული,  მისი სინორჩეც არ მოგხვდებოდა თვალში. მაგრამ ვისაც დაკვირვებული თვალი ჰქონდა ადვილად შეამჩნევდა, მის სახეს ახალგაზრდული ვნებები როგორ გადაუქროლებდა ხოლმე. თითქოს ფესვები კარგად ღრმად ჰქონდა გადგმული ფატის, ამიტომაც სიო კი არა – ქარიშხალიც ვეღარ აშინებდა. შუა ასაკს მისთვის საკუთარი თავის რწმენა მოეტანა. აი, …

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს შეეჯახა ორი მსუბუქი ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ დამტვრეულია ავტომანქანები, თუმცა  ავტომანქანებში მსხდომ პირებს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსუბუქი დაზიანებით ერთი პირი გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ჯგუფი.  

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან

2018 წლის 15 თებერვალს სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აჭარის ტელევიზიისა და „ბათუმელების“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ მოსახლეობისთვის მათი მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა, მოსახლეობას კი ჰქონდა შესაძლებლობა წამოეწია ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის …

მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან

ქაფშიას, იგივე ხამსას, ძირითადად ზეთში წვავენ და ისე მიირთმევენ, თუმცა, ლაზურ სამზარეულოში ქაფშია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინგრედიენტი ცალკეული კერძისათვის. ასეთი კერძებია: ქაფშიის მჭადი – ქაფშიონი მჭკიდი და ქაფშიატაღანერი – მწვანილებში შემწვარი ქაფშია. თუ ქაფშია გიყვართ, ეს ორი რეცეპტი მისი სხვა გემოვნური თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მოცემული რეცეპტები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის პროექტის – „კულტურათა დიალოგის ფესტივალის“ ფარგლებში იქნა …

შშმ პირთა უფლებები 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში

ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი  2018 წლის 24 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-19 თავთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მოიცავს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, რადგან ისინი ბორჯომის შეხვედრაზე (2017 წლის 26-27 დეკემბერი) არ ყოფილან და იქ ამ საკითხების გავლა ვერ მოესწრო. თუმცა ვერც ამ შეხვედრაზე …

იპოვე შენი იდეალური ვალენტინი | ტესტი

„ეს რომ ჩემი ბიჭი იყოს…” ხომ გიფიქრია?  შეავსე ტესტი და გაიგე ვინ არის შენთვის ყველაზე შესაფერისი ვალენტინი ცნობილ ადამიანებს შორის.  

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში [ანონსი]

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ გიწვევთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენაზე. ანგარიშები შეეხება შემდეგ საკითხებს: [checklist] კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა შრომის სტანდარტები ბავშვთა უფლებები გარემოს დაცვა თანასწორობა [/checklist] 16 თებერვალს, 11:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ოფისში, ბათუმში, მემედ  აბაშიძის №48-ში, გაიმართება ანგარიშის  …

ყვავილების გამყიდველები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

14 თებერვალს „ვალენტინობა“, სიყვარულის დღე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს შეყვარებულები საქართველოშიც აღნიშნავენ. 14 თებერვალს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში ყვავილების ბევრ გამყიდველს შეხვდებით.

ძლიერი აფეთქება ოზურგეთში – „ჯერ ვერ ვიტყვით, ხელყუმბარა იყო თუ არა“ 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს დილით ოზურგეთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქება ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს, შს სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ოზურგეთში ძლიერი აფეთქება ნამდვილად მოხდა. უწყების პრესცენტრის განცხადებით, „გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. არავინ არ არის დაშავებული. პირველადი …

შაგანე

28 დეკემბრის ღამეს ბათუმისთვის უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა. ეს ის ღამეა, თოვლმა „რკინის თეატრი“ რომ დაანგრია. დილით ესენინმა ციგით მიაკითხა შაგანეს და სასეირნოდ წაიყვანა. აქ უკვე მასპინძლად გრძნობდა თავს ჩრდილოელი, თოვლით და ციგით სტუმარი აღარ ეთქმოდა. ძალიან მხიარული იყო, თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ, მაგრამ დაიღალა, ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს და დიდხანს და მძიმედ სუნთქავდა. მერე შაგანე გახდა …

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში და ზოგადად, აჭარაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. „დღეს შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, დღის პირველ ნახევარში წვიმა, მთაში – თოვა. დღის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით იქნება  8-13 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში მოსალოდნელია …

დამტვრეული სკამები მუნიციპალურ ავტობუსში [ფოტოამბავი]

დამტრეულ და დაზიანებულ სკამებს ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებით უკვე მოძველებულ ავტობუსებში. ეს ფოტოები დღეს, 2 თებერვალს,  #1 ავტობუსშია გადაღებული –  დაზიანებული სკამი მგზავრებისთვის გამოუყენებელია. ზოგიერთ ავტობუსში სკამის ნაცვლად ნარჩენებია, რომელზე დაჯდომა სახიფათოა, მგზავრი შესაძლოა დაზიანდეს. ბათუმისთვის 40-მდე ახალი ავტობუსის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2018 წლის 15 მარტს შეწყდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. …

თოვლში გახვეული სოფელი ღორჯომის ხეობაში [ფოტოამბავი]

ეს მერჩხეთია, პატარა სოფელი ღორჯომის ხეობაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე. სოფელში 30-მდე კომლი ცხოვრობს, სოფლის სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვისაა.  ცივი ზამთარი აქაურებს არ აშინებთ, ხის სკოლაში შეშის ღუმელი ანთია, სოფელი თოვლსა და ნისლშია გახვეული. „ბათუმელებისთვის“ რამდენიმე ფოტო ზაზა ბერიძემ გადაიღო.  

მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

24 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ თავის ფეისბუქგვერდზე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის – „ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში“ – საპასუხოდ   განცხადება გაავრცელა. განცხადებით მერია მოუწოდებს მედიას და, მათ შორის „ბათუმელებს“, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მკითხველს შეცდომაში შეიყვანს. ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია აქვს თვითმმართველ ორგანოს, „ბათუმელებმა“ 2017 წლის 25 დეკემბერს წერილობით გამოითხოვა …

რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში 

ავტორი: მალხაზ ნაკაშიძე, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. როცა საჯარო განხილვებს ვაკვირდებით, კარგად ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებების განხილვაც ისეთივე ფორმალური პროცესია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იყო გასულ წელს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასაწყიდიდან იგრძნობა. გვახსოვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აანონსებდა აჭარაში კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნას …

უახლოესი დღეების ამინდი: ბათუმში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი

ბათუმში იანვრის თბილი დღეების შემდეგ ამინდი ხვალიდან შეიცვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში იწვიმებს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი, ღამით კი 1-6 გრადუსი იქნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. უახლოეს დღეებში აჭარის მთიანეთში თოვაა მოსალოდნელი, დღისით – …

„მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“ – ლაშა კომახიძე „ბათომს“ პასუხობს

ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში საზოგადოება „ბათომს“ პასუხობს. „ბათომმა“ დღეს ღია წერილი გაავრცელა და ლაშა კომახიძეს მოუწოდა გაიღოს ძალისხმევა ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ბათუმის მერი სოციალურ ქსელში სწორედ ამ მიმართვას გამოეხმაურა. მერის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მინდა გამოვეხმაურო ორგანიზაცია „ბათომის“ და მისი ცალკეული წევრების მიერ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას ბათუმის …

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ისევ პრობლემებია

ავტორი: გენო გელაძე – იურისტი, განათლების დოქტორი, მმართველი კომპანიის (GGM) მმართველი სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც იყო დაძაბული კვირეულები.  უცნაურია, მაგრამ რამდენი შემთხვევაც გამახსენდა, ეს სულ გაზაფხულზე ხდება. პრობლემების, გაუგებრობების, დაძაბულობის მიზეზები,  ერთი შეხედვით სხვადასხვა იყო, თუმცა  ბევრი მსგავსებაცაა. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, რაც მახსოვს, მუდმივად …

Exit mobile version