როგორ გავაგონოთ მედიას – ტრენინგი Black Sea Sound ფესტივალის ფარგლებში [ანონსი]

4 ნოემბერს, 18 საათზე, „თავისუფალ სივრცეში“ გაიმართება ტრენინგი თემაზე „როგორ გავაგონოთ მედიას“. ტრენინგი შეეხება მედიასთან ურთიერთობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრესრელიზის სწორად მომზადება, ჟურნალისტებთან და რედაქციებთან ურთიერთობა და ინფორმაციის მედიისათვის საინტერესოდ მიწოდების მნიშვნელობა და ფორმები. ტრენინგს ჩაატარებს ნანა კვაჭაძე, ჟურნალ „ბათუმელების“ ჟურნალისტი. დასწრება თავისუფალია. ტრენინგის დასასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი. პროექტი Melomaniakk (Acoustic Version). ______________ Black Sea …

ბათუმში სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

წვიმიანი დღეების შემდეგ ბათუმში დღეს გამოიდარა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აჭარაში უნალექო ამინდი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექო ამინდი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით იქნება 5-10, დღისით – 13-18 გრადუსი. მთაში ღამით -3  – +2 გრადუსია მოსალოდნელი“. ზღვის წყლის ტემპერატურა 15, 5 …

გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? [გამოკითხვა]

სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც იწვევს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროება შეიძლება იყოს: დასტვენა ან დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა; შემფასებლური კომენტარები; ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და სხვა …

პატარაძე ზონალური საბჭოს შეცვლას აპირებს – როგორ დასრულდა შეხვედრა „ბათომთან“

დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დღეს, 31 ოქტომბერს, შეხვედრა საზოგადოება „ბათომსა“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ თხოვნით გაიმართა, ზონალური საბჭოს დაკომპლექტებაზე იყო საუბარი. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესი, რადგან ამჟამად საბჭო საჯარო მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული და არა – სპეციალისტებისგან, რაც, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების …

ჟურნალ „ბათუმელების“ ახალი ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერი. თბილისში ჟურნალის დარიგება ხელმომწერებთან თბილისსა და ბათუმში ხვალ, პირველ ნოემბერს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ „ბათუმელები“ თბილისსა და ბათუმში უკვე თავად უზრუნველჰყოფს ჟურნალის მიტანას ხელმომწერებთან და ჟურნალს ხელმომწერები მიიღებენ მაქსიმუმ სამი დღის ვადაში. „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერში კი წაიკითხავთ: ფოკუსი თემაზე: ყველა მერი კაცია ავტორი: ია ფრანგიშვილი ეკონომიკა: პორტებიდან დაკარგული ტვირთის ფასი ავტორი: თედო ჯორბენაძე თემა: მაღალი თანამდებობის …

რა არის საქართველოს სატრანსპორტო დარგის მმართველობითი სისუსტე

ავტორი: ჯაბა თარიმანაშვილი – ბსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია ტრანს ლოგისტიკის დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიის პრობლემატიკა, უფრო მეტად ხელშესახები რომ გავხადოთ, გავავლოთ პარალელი მუსიკალურ ხელოვნებასთან, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის ნაცნობი სფეროა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: საკონცერტო დარბაზის მიზანია, ჰქონდეს ისეთი ხარისხიანი და ჰარმონიული მუსიკალური ჟღერადობა, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. ამისათვის საჭიროა შემდეგი …

ოქტომბრის ბოლო, უნალექო შაბათი ბათუმში – ამინდის პროგნოზი

ხვალ, 28 ოქტომბერს, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში,“ – ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების თქმით, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია ღამით 1- 6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო. 29 ოქტომბრიდან კი ბათუმში და …

ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი “ნდობა”გაიხსნა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, # 47-ში, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი  „ნდობა” გაიხსნა. ცენტრში ძირითადად იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, რომლებიც განსაკუთრებით გამოკვეთილია გამომდინარე ჩვენი საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური თუ განათლების დაბალი დონის გამო. დასაწყისისთვის მიიღებენ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება: [checklist] კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დაღწევაში და სტრესის დაძლევაში სხვადასხვა ძალადობის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში მავნე ჩვევებიდან თავის …

წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოქლში, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 52,32% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 46 უბნის მონაცემებიდან, 36 უბნის მონაცემებია დათვლილი. მერობის ხუთი კანდიდატიდან, ხელვაჩაურის 36 უბნის მონაცემებით, მეორე ადგილზე,  ხმების 26,01%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლევან ლორთქიფანიძეს, ამომრჩეველთა 9,09%-მა მისცა …

ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო. ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის …

ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა

21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა, სულ 138 120-მა ამომრჩეველმა. აჭარაში 306 861 ამომრჩეველია. მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში იყო – 36, 37 პროცენტი, ყველაზე მაღალი კი ქედაში – 66.09 პროცენტი. ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო შედეგები ასეთია: ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; ქედაში – 10339-მა ამომრჩეველმა, ქობულეთში – 33821-მა ამომრჩეველმა [49.95%], შუახევში – 9192-მა ამომრჩეველმა [61.24%], …

არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

ზოგან იყო პანდუსი, მაგრამ არ იყო ადაპტირებული საარჩევნო კაბინა, ან პანდუსი არ იყო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლეს ასვლა თავისუფლად შესძლებოდა,  იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანს ადაპტირებული კაბინა ჰქონდა, მაგრამ უბანი მეორე სართულზე მდებარეობდა, პანდუსი კი არ იყო. ერთ უბანზე შშმ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღია სივრცეში, ყველას დასანახად მოუხდა, რადგან უბანზე ადაპტირებული საარჩევნო კაბინა არ …

ცესკო: ბათუმში ამომრჩეველთა 29.2-მა პროცენტმა მისცა ხმა

ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ბათუმში 40797-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29.2 პროცენტია. ბოლო მონაცემებით აჭარაში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქედაშია, სადაც ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მისცა ხმა – 8177 ამომრჩეველი. ხულოში 11 284-მა  ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხულოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47-მა პროცენტმა. შუახევში 49.7-მა პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი – 7465 ამომრჩეველი. საკმაოდ დაბალია აქტივობა ხელვაჩაურში, სადაც ამომრჩეველთა 35.3-მა პროცენტმა …

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „ოცნების“ კოორდინატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა

ბათუმში, მერვე სკოლასთან, #12 და #63 საარჩევნო უბნებთან  ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ვაშალომიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ოცნების“ კოორდინატორებმა. მას „ობიექტივის“ ჟურნალისტი, თეო შალიკაშვილი ემოწმება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.  

ბათუმში რესტორნის საკვამურში ხანძარი გაჩნდა [ფოტო]

ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ახალ ბულვარში მდებარე რესტორან „აჭარულ სახლში“. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, ხანძარი საკვამურში გაჩნდა და მისი ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

არაადაპტირებული კაბინა ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე და ხუთი საჩივარი

ბათუმში, #7 საარჩევნო უბანზე არაადაპტირებული კაბინაა, რის გამოც ორი საჩივარი დაიწერაა. საარჩევნო უბანზე ადაპტირებული კაბინის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ცალკე მაგიდაზე არჩია. ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების მიზეზი გახდა. საჩივარში წერია, რომ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღიად, კომისიის მდივნისა და რეგისტრატორის მაგიდების შორის მოუხდა და მისი არჩევანი დააფიქსირეს უბანზე მყოფმა პირებმა. …

სტატისტიკა: აჭარაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა, სულ 49 041-მა ამომრჩეველმა. ყველაზე მეტად ამომრჩეველი კვლავინდებურად ბათუმში პასიურობს, 12 საათისთვის ბათუმში ხმა მისცა 12.6-მა პროცენტმა,  17 637-მა ამომრჩეველმა. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის ასეთია: ქედა – 3540 ამომრჩეველი, 22.6 პროცენტი; ხულო  – 4251 ამომრჩეველი, 17.7 პროცენტი; შუახევი – 3290 ამომრჩეველი, 21.9 …

ბათუმის #15 უბანზე მეოთხე საჩივარს წერენ

უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ერთი საჩივარი სწორედ ამის შესახებ დაიწერა. მეორე საჩივრის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ამომრჩევლის კაბინაში ბიულეტენის შევსების წესი გამოკრული არ იყო, მესამე საჩივარი კი მოქალაქე გალაკტიონ კაკაურიძემ დაწერა, რომელიც …

საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინფორმაციით, არჩევნები ყველა იმ უბანზე, სადაც წარმოდგენილია საიას დამკვირვებლები, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასახონ ბიულეტენში. გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა პროცედურული წესების დარღვევა, რაზეც საიას მიერ ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერა 6 შენიშვნა და 3 საჩივარი დაიწერა უბანზე. ხოლო არსებითი ხასიათის დარღვევა და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა …

სამი საჩივარი ბათუმის #79 ოლქში

ბათუმის #79 ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება. ოლქის მონაცემებით, 10 საათისთვის ბათუმში 7 014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტს მცირედით აჭარბებს. ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია.

ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი. ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მერობის კანდიდატები არიან: [checklist] ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ პეტრე ზამბახიძე – „ევროპული საქართველო“ ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“ …

აჭარაში 306 861 ამომრჩეველია

დღეს, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლები საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 9 – ბათუმში. მერებს ირჩევენ …

თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე, უწყვეტ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი. თუ შეესწრებით საარჩევნო დარღვევას, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ფეისბუქზე. ნებისმიერი ფოტო/ვიდეო …

მეწარმის ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

დავით გურგენიძე, ინდმეწარმე ბატონო ზურაბ, მე ბათუმის ერთ-ერთი რიგითი მცხოვრები ვარ. ბოლო ხუთი წელია დილა იმით იწყება, რომ მივდივარ ჩემს სამუშაო ადგილზე – ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, სადაც მცირე ზომის ავტომანქანების შესაკეთებელი საამქრო მაქვს. ჩემ შვილთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობ. ცხადია, ბიუჯეტის სასარგებლოდ ვიხდიდი გადასახადებსაც. ამ ტერიტორიაზე ჩემს გარდა …

კორუფცია და საზოგადოების ინტერესების გათელვა – ბათომის მიმართვა ზურაბ პატარაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. „ზონალური“) საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც „გუშაგი ძაღლების“ როლში ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტივისტები, რომლებმაც გამოხატეს მკვეთრი პროტესტი ერთ–ერთი განსახილველი საკითხის მიმართ. კერძოდ – მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში (##27/17) მდებარე …

იყიდება ან გირავდება ბინა ძველ ბათუმში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, #7 მეორე სართულზე გირავდება ან იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა. ფასი შეთანხმებით. მობილური: 593 620 982

სანაპირო ძლიერი წვიმისა და შტორმისას [ფოტოამბავი]

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „სანდასუფთავების სამსახური“.  ადიდებულმა ზღვამ სანაპირო დაანაგვიანა და დააზიანა. ფოტოები სანდასუფთავების სამსახურის ფეისბუქგვერდიდან.  

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში – ისტორიულ ქუჩაზე, ზღვიდან ხუთ წუთში, უფასო WiFi-თა და აირკონდიცირებით. ადგილების რაოდენობა: 2+1. აპარტოტელს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი იტალიური ეზოდან. გასაღები შესვლისთანავე გადმოგეცემათ და დამოუკიდებლად განკარგავთ გასვლისა თუ დაბრუნების დროს. ახლოს არის ქალაქის საქმიანი ნაწილი, ბარები, რესტორნები, კაფეები და ტანსაცმლის მაღაზიები. ფასში არ შედის საუზმე, მაგრამ აქ ყველა პირობაა შექმნილი მსუბუქი საუზმის …

„მეგა პალასის“ და „რეალ პალასის“ გამოხმაურება ბიზნესმენების დაჭრის ფაქტზე

7 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია „მეგა-პალასის“ დამფუძნებლი და ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს. 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე რამაზ ხიმშიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებული მხარის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე“ 2017 წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ფიროსმანის ქ. #18-ში, სამშენებლო კომპანიების ოფისში საზარელი შემთხვევა მოხდა. დღისით, შუადღისას, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი რამაზ ხიმშიაშვილი თავს დაესხა სამშენებლო …

„ერასმუსის“ ახალგაზრდული პროგრამები – საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

18 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, ბათუმის “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ” საკონფერენციო დარბაზში Erasmus+ Youth-ს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ თანამშრომლობით მართავს ერასმუს+ ახალგაზრდული პროგრამების საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს: • ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები; • ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები; • ევროპის მოხალისეობრივი სერვისი /EVS. • …

კლდიდან ჩამოცვენილი ქვები, ადიდებული მდინარე და ტურისტები მახუნცეთში

ძლიერი წვიმის შედეგად მახუნცეთში მდინარე ადიდდა. მგზავრების ინფორმაციით, რომლებიც მახუნცეთში იმყოფებიან, გზაზე ჩამოცვენილი ქვების გამო რამდენიმე მანქანის საბურავი დაზიანდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მახუნცეთში რამდენიმე გარემოვაჭრე და ტურისტები მაინც არიან.   ამავე თემაზე:  მახუნცეთის ჩანჩქერი ძლიერი წვიმის შემდეგ [ვიდეო]

სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაცია. კვლევის თემაა სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი.  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ კვლევის შესახებ სოციოლოგ ქეთი სართანიას ესაუბრა. გადაცემის წამყვანია ხატია სიხარულიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია …

სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს

სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა. „ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, რომელბიც ჩვეულებრივ, ემსახურებიან მგზავრებს. შეტყობინება შემოვიდა და სამი ჯგუფი გავიდა ადგილზე. თოვლის სიმაღლე იმ დროისათვის ნახევარტი მეტრი იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. ხულოს გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან …

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ 11 მატჩქულით (17,5 პარტიებში აღებული ქულა) ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ანტალიაში ოქრო მოიპოვა. „ნონას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ეს ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მესამე გამარჯვებაა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. „ნონა“ 2014-2015 წლებშიც ევროპის ჩემპიონი იყო. ჩემპიონატი კლუბებს შორის თურქეთში, ანტალიაში მიმდინარეობდა 7-15 ოქტომბერს. ევროპის …

ფაროსანას გამო ბათუმში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი შეაჩერეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესი სამი დღით შეწყვიტა. გაერთიანების განცხადებით, მიზეზი ბაღებში აზიური ფაროსანას შეწამვლის სამუშაოებია. „მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა,“ – აღნიშნულია ბათუმის საბავშო ბაღების განცხადებაში. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი …

Exit mobile version