ქალაქი ზღვით იწყებოდა და რკინიგზის ხაზით მთავრდებოდა. იმას იქით ქვეყნიერების დასასრული იყო. თავი უნდა გადაგედო, პეტერბურგის ქუჩას რომ გადასცდენოდი. ჭაობში დაიხრჩობოდი და თუ არ დაიხრჩობოდი, ან ყაჩაღები მოგკლავდნენ, ანდა გაგძარცვავდნენო, ჰყვება დავით კლდიაშვილი. ყველაზე თავზეხელაღებულები სანადიროდ დადიოდნენ იხვზე, ტახსა და შველზეო. ბათუმი აღარ იყო პორტო-ფრანკო. ქალაქის ძირითადი ნაწილი გაშენებული იყო, განაპირას უკვე იდგა ახალი რკინიგზის …
Author Archives: ბათუმელები
კნუტ ჰამსუნი ბათუმში
ბათუმში ჩამოსული კნუტ ჰამსუნი ქალაქის ქუჩებში სეირნობს, შედის რესტორნებსა და ბათუმის სავაჭრო დუქნებში. ქალაქის ცხოვრების რიტმი, ჩაცმულობა, მას ამერიკის სამხრეთის შტატებს აგონებს: „სასტუმროს რესტორანში ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი საზოგადოება იყრის თავს – ევროპულ კერძებს უკვეთავენ და შამპანურს სვამენ… სამხრეთის შტატების მცხოვრებთა ჩვევები აქ განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა სტუმრები რესტორანში ანგარიშს ასწორებენ. საჭიროა თუ არა, მსხვილი კუპიურებით …
როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 11 აპრილს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 5-11 გრადუსი მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 2-7 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა. ზღვის წყლის …
Continue reading “როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში”
77 ათას ლარად ქედაში ორ კიბეს შეაკეთებენ
ქედის მერია 77 100 ლარს დაბაში არსებული ორი კიბის რეკონსტრუქციაზე დახარჯავს. 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების დამაკავშირებელი კიბის რეკონსტრუქციისთვის მერიას – 43 560 ლარი, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული კიბის შესაკეთებლად 30 636 ლარი აქვს გაწერილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერია პირველ ეტაპზე დაბაში არსებულ იმ კიბეებს გამართავს, რომლებიც სასწრაფოდ შესაკეთებელია. კიბის შესაკეთებლად ქედის მერიის მიერ …
ბათუმში, სასაფლაოს გზაზე, საცობია
ბათუმში, სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, დადიანის, სერგი მესხის, ერისთავის ქუჩებზე, საცობია. გადაადგილება ჭირს ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სერგი მესხის ქუჩა მოუწესრიგებელია, რაც კიდევ უფრო აფერხებს მოძრაობას. სასაფლაოსკენ ტაქსით მიმავალი ზოგიერთი მგზავრი მანქანიდან ჩამოდის და ფეხით აგრძელებს გზას.
ბათუმის მერია: #11 ავტობუსი ფერიის სასაფლაომდე უფასოდ იმოძრავებს
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, 9 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. მერიის ცნობით, #11 ავტობუსი, 12-წუთიანი ინტერვალით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს. #11 ავტობუსით გადაადგილება უფასო იყო გუშინაც.
კინოფილმი „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი
ავტორი: ესმა გუმბერიძე რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში დაიღუპა მაღაროელი, დღეების წინ კი უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტყიბულშიც. ეს მხოლოდ იმ დროიდან ერთი თვის ვადაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტით ვიყავი ჭიათურაში, რის შესახებაც დეტალური სტატია „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამდენი მცდელობის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამდენი მუშაობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად …
Continue reading “კინოფილმი „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი”
“ვითხოვთ, დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და ადვოკატების გათავისუფლებას” – აქცია სტამბოლში
4 აპრილს სტამბოლში, ერთ-ერთი სასამართლოს წინ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც თურქეთში დაპატიმრებულ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს შეეხებოდა. განცხადება სასამართლოს წინ ჟურნალისტმა პინარ გაიპმა წაიკითხა. „ისინი ცდილობენ მოისყიდონ ყველა, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაუწერია ან უთქვამს სიმართლე, ვინ იყო ისტორიის მხარეს. მათ კი, ვისაც ვერ მოისყიდიან, აპატიმრებენ. ყველა ბრალი, რომელიც ჩვენს მეგობრებს წაუყენეს, …
“მინდა, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, მინდა ჩემს მეუღლეს გული გადავუნერგოთ”
მე მარინა გოგრაჭაძე ვარ, დაბა ოჩხამურში, ქობულეთში ვცხოვრობ. ოთხი შვილი მყავს, უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა – 4 წლის. ახლა თბილისში ვარ და საავადმყოფოში ვათენ-ვაღამებ, სადაც ჩემი მეუღლე წევს. მას ვჭირდები, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, წასასვლელი მაინც არსად მაქვს, ამ ქალაქში არც მეგობარი მყავს და არც ნათესავი. ჩემი მეუღლე, მერაბ ზოიძე, უკვე წლებია ავადაა. …
Continue reading ““მინდა, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, მინდა ჩემს მეუღლეს გული გადავუნერგოთ””
ამინდის პროგნოზი ბათუმში შაბათ-კვირას
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. შაბათს, 7 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით: 24 გრადუსი ღამით: 10 გრადუსი კვირას, 8 აპრილს მოსალოდნელია: დღისით: 25 გრადუსი ღამით: 11 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 11 გრადუსია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, …
„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს დისკუსიათა ციკლს პროექტის – „მედია და საზოგადოება” შეხვედრის ფარგლებში. მორიგი, მეშვიდე დისკუსია 4 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდების მოსაზრებები ამჯერად აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა გიორგი ლელაძემ და „ბათუმელების“ კორესპონდენტმა, ეკა ბარამიძემ მოისმინეს. შეხვედრის პროცესში ჟურნალისტები აცნობენ საზოგადოებას თავიანთი მედიასაშუალებების მიზნებს, მუშაობის სპეციფიკასა და პრინციპებს, შემდეგ კი მოსახლეობის მოსაზრებებსა …
Continue reading “„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში”
თურქეთში ტელეკომპანია ТРТ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში ტელეკომპანია ТРТ -ეს ახალი ამბებისა და სპორტის დეპარტამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ალი ახმედ ბიოკენს სასამართლომ 9 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით. თურქული მედიის ცნობით, პროკურატურა 15 წლით ითხოვდა მისთვის თავისუფლების აღკვეთას. სასამართლო პროცესს ანკარაში ბიოკენი და მისი ადვოკატები ესწრებოდნენ. „არაფერი გამიკეთებია ჟურნალისტიკის გარდა, მე ვემსახურებოდი ქვეყანას და ვითხოვ გამართლებას,“ – …
Continue reading “თურქეთში ტელეკომპანია ТРТ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს”
კონკურსი Street Art-ი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კიდევ ერთ კონკურსს პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში. სთრით არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმაა და მკაფიოდ გამოხატული ურბანული ხასიათით გამოირჩევა. მხატვრებმა უნდა შექმნან 5 განსხვავებულ ესკიზი ეთნოკულტურაზე, რომლებიც ასახავს ეროვნული უმცირესობების კულტურას. გამარჯვებული ესკიზებით აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მოიხატება საჯარო სივრცე. Street Art-ის მიზანია თანამედროვე ხელოვნების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. კონკურსის გამარჯვებული …
ვიდეო კონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ვიდეო კონკურსს 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. კონკურსის თემა: საქართველო და ევროპა – მითები და რეალობა. აჭარის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაქვთ შესაძლებლობა, მობილური ტელეფონით გადაიღოთ 2-3 წუთიანი ვიდეო-რგოლი, ატვირთოთ youtube-ს არზე და გამოგვიგზავნოთ ბმული ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com საკონკურსო ნამუშევარში თქვენ შეგიძლიათ: ასახოთ ერთ ან რამდენიმე მითი; აჩვენოთ როგორ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე არასწორად მიწოდებული ინფორმაცია; შემოგვთავაზოთ თქვენი ხედვა როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროინტეგრაციის მიმართ ფაქტებისა დაინფორმაციის გაყალბებას; ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი, 18:00 საათი. კონკურსის …
Continue reading “ვიდეო კონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის”
თურქეთის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა
2 აპრილს თურქეთში სასამართლომ გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, ჯან დუნდარის დაპატიმრების ორდერი გასცა და წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა. საქმე ეხება გაზეთ Cumhuriyet-ში 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ მასალას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქეთის მთავრობას იარაღი გადაჰქონდა სირიაში ისლამისტებისთვის. დუნდარი 2015 წლის ნოემბერში დააპატიმრეს შპიონაჟის, ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების, სახელმწიფოს გადატრიალებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით. ყველა …
Continue reading “თურქეთის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა “
ამინდის პროგნოზი: ღამით მოსალოდნელია ძლიერი ქარი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 3 აპრილს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, დღეს ღამით კი ზოგან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამით, დროგამოშვებით, ქარის სიმძლავრე 20-25 მეტრს მიაღწევს წამში. ღამით ზღვაზე ოთხბალიანი ღელვაა მოსალოდნელი, დღისით, 3 აპრილს კი – 2-3-ბალიანი ღელვა,“ – უთხრეს …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: ღამით მოსალოდნელია ძლიერი ქარი”
აჭარა TV ზუკა ფაღავას მოულოდნელ გარდაცვალებაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს
გუშინ, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. აჭარის ტელევიზია დღეს ავრცელებს განცხადებას, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ …
შეხვედრა მედიასთან ხელვაჩაურში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში მეექვსე შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გაიმართა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე და „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ესაუბრნენ. შეხვედრის ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ინფორმაციისა გაცვლასა და დისკუსიას სხვადასხვა პრობლემაზე. არჩილი კახაძე, „ბათუმელების“ მარკეტინგის …
Continue reading “შეხვედრა მედიასთან ხელვაჩაურში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით”
ამინდის პროგნოზი ბათუმში: საღამოს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში, დღეს, საღამოს გამოიდარებს. შაბათ-კვირას, 31 მარტსა და პირველ აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს ბათუმში ამინდის ტემპერატურა იქნება: დღისით: 15 გრადუსი ღამით: 8 გრადუსი პირველ აპრილს კი ბათუმში ტემპერატურა მოიმატებს და იქნება: დღისით: 23 გრადუსი ღამით: 8 …
Continue reading “ამინდის პროგნოზი ბათუმში: საღამოს გამოიდარებს”
ვაკანსიები აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატი ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს ხუთ ვაკანსიაზე. ღია კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო: 1 400 ლარი. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო: 1 400 ლარი. ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე …
Continue reading “ვაკანსიები აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში”
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა
ავტოავარია მოხდა დღეს ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების კვეთაში, სადაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ფეისბუქში“ ნაირა ქობულაძემ გაავრცელა, იგი ამ ადგილას შუქნიშნის ან სიჩქარის დამგდები ბარიერის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, მოძრაობს წესების დამრღვევი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით. _________________ მთავარი ფოტო: ავარია. ნაირა …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა”
ქალაქ კემეროვოში დაღუპულებისათვის ბათუმში, ვარდების სკვერში, ყვავილები მიიტანეს
დღეს ბათუმში, ვარდების სკვერში, მოქალაქეებმა რუსეთში, ქალაქ კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ამავე თემაზე: „უთხარით დედას, რომ მიყვარდა“ – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან
მარტის ბოლო კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში
დღეს, 28 მარტს, ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი. სინოპტიკოსების ცნობით, ღამე უმეტესად უნალექო იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება ხვალ, 29 მარტსაც. დღისით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით – 12-17 გრადუსი ღამით – 5-10 …
Continue reading “მარტის ბოლო კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში”
ბათუმში, დაკეტილ ბინაში 40 წლამდე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს
დღეს, 27 მარტს, გორგილაძის ქუჩაზე სამაშველო სამსახურმა ქალის ცხედარი დაკეტილ ბინაში, კარის გაღების შემდეგ აღმოაჩინა. მაშველები ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა და პირველადი მონაცემებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს- თვითმკვლელობამდე მიყვანა. _______________________ მთავარი ფოტო არქივიდან.
ხვალ ბათუმში, დადიანის, მესხისა და ერისთავის ქუჩებზე წყალი შეწყდება
28 მარტს, 09:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი დადიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ტექნიკური სამუშაოებია. აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე: (0422) 242222 ან 1152.
შს სამინისტრო მედემერჯენსში ნარკოტიკთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს
შს სამინისტრო ბათუმში არსებულ სამედიცინო დაწესებულება „მედემერჯენსში“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე ეხება სამედიცინო საქმიანობისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების არამიზნობრივ გახარჯვას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტრო გამოძიებას ერთი პირის მიმართ აწარმოებს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, იგი მიმალვაშია. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ან მიმალვაშია თუ არა აღნიშნული პირი. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, …
Continue reading “შს სამინისტრო მედემერჯენსში ნარკოტიკთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს”
ავტოავარია პუშკინის ქუჩაზე
დღეს დილის 10 საათამდე პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩებზე საცობი იყო. სწორედ ამ დროის ამ ქუჩების გადაკვეთაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიაში მოყოლილი პიკაპის ტიპის ავტომანქანა სახელმწიფო საკუთრებაა. რაც შეეხება მეორე – მერსედესის ტიპის ავტომანქანას, მას კერძო პირი მართავდა. დაზიანებულია ორივე ავტომანქანა. ავარიის ადგილზე არც საპატრულო პოლიცია იყო და არც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. შესაბამისად, მხარეები თავად …
ბათუმელი კატები | ფოტო
ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი კატა ბინადრობს ბათუმში, არ არსებობს. მათგან ძალიან ბევრი ქუჩაში ცხოვრობს, ბევრიც მხოლოდ ნარჩენებით იკვებება. გარდა ამისა, ამ ქალაქში ძალიან ბევრი კატა ცხოვრობს სახლის პირობებში, ოჯახებში, სადაც მათზე ზრუნავენ. როცა ბათუმში მზიანი ამინდებია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ნებიერად გაშოტილ კატებს, მზეს რომ ეფიცხებიან და თბებიან.
გამოძიება: სასტუმრო ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობდა
ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ შს სამინისტომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სასტუმროს ორი მენეჯერი დააკავა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ: შენობა აღჭურვილი არ იყო …
Continue reading “გამოძიება: სასტუმრო ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობდა”
ამინდის პროგნოზი და ტალახიანი წვიმის მიზეზი ბათუმში
დღეს, 23 მარტს, ბათუმში ცა უჩვეულო, მოყვითალო ფერის იყო, ხოლო ავტომანქანებს ტალახიანი წვიმის ნაკვალევი ეტყობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები პერიოდულად ხდება და მისი მიზეზი თბილი, ქარიანი ამინდია, რომელიც წინა დღეებში იყო ბათუმში: „ქარმა მტვერი აიტანა სიმაღლეზე და წვიმისას წამოვიდა ტალახი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, პერიოდულად მსგავსი წვიმა არის …
Continue reading “ამინდის პროგნოზი და ტალახიანი წვიმის მიზეზი ბათუმში”
14 წლის ბიჭს შუახევში მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ
უკვე მესამე დღეა შუახევში, შუბნის ხეობაში, მდინარე ჩირუხისწყალთან დაკარგულ მურმან ფუტკარაძეს ეძებენ. 14 წლის ბიჭი 20 მარტს მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ბურთი დაგორდა და მოზარდი ბურთს მდინარისპირას გაჰყვა, სადაც ციცაბო დაღმართია. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ორი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები, სულ 60-მდე მაშველი და 2 მყვინთავი. შუახევის მერიის …
Continue reading “14 წლის ბიჭს შუახევში მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ”
ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ მერისში – რა აწუხებს მოსახლეობას?
5 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში შეხვედრა გაიმართა დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, სოფო ხელაძემ და „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ეკა ბარამიძემ ადგილობრი მოსახლეობის პრობლემები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში. სოფო ხელაძე, აჭარის ტელევიზიის …
Continue reading “ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ მერისში – რა აწუხებს მოსახლეობას?”
ამინდის პროგნოზი ბათუმში: ძლიერ ქარს არ ველოდებით
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, ბათუმსა და აჭარის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. „ამჟამად ბათუმში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი უბერავს, საღამოს ქარი შეიცვლის მიმართულებას, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რასაც ღამე, სავარაუდოდ, პირველ საათზე, წვიმა მოჰყვება. ძლიერ ქარს არ ველოდებით,“ – ამბობენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. …
Continue reading “ამინდის პროგნოზი ბათუმში: ძლიერ ქარს არ ველოდებით”
ერთი დღე ჭიათურულად: რა ელის ქალაქს და მის მოსახლეობას
ავტორი: ესმა გუმბერიძე ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე დასაქმებულებს ამ საქმიანობის გარდა არჩევანი ნაკლებად აქვთ, როგორც ქალაქს შიგნით, ისე – მის გარეთაც. მსგავსი ინდუსტრია საქართველოში სხვაგან არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, სამუშაოს მიტოვების შემთხვევაში მაღაროელებს მოუწევთ სხვა საქმის შესწავლა, სხვა ქალაქში გადასვლა, სამუშაოს მოძიება-ათვისება და იქ შესაბამისი თანხის გამომუშავება, რაც ერთობლიობაში არ არის მარტივი. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში სამუშაოს …
Continue reading “ერთი დღე ჭიათურულად: რა ელის ქალაქს და მის მოსახლეობას”
ხართ თუ არა კარგი მასწავლებელი? [ტესტი]
ეს გასართობი ტესტი არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაცაა, ვინ ამ პროფესიით აპირებს მუშაობას. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ იყოთ კარგი მასწავლებელი? უპასუხეთ 11 შეკითხვას.
საიდან მოდის ამბები – შეხვედრა ზურა აბაშიძესთან ბსუ-ში [ანონსი]
23 მარტი, პარასკევს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, 234 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მწერალ ზურა აბაშიძესთან თემაზე – „საიდან მოდის ამბები“. დასწრება თავისუფალია. 2017 წელს ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ ნომინაციაში – წლის საუკეთესო დებიუტი – მკითხველის რჩეული გახდა. შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „ლიტერატურული კლუბი“. ამავე …
Continue reading “საიდან მოდის ამბები – შეხვედრა ზურა აბაშიძესთან ბსუ-ში [ანონსი]”