მთავარი,სიახლეები

ხანძარის შედეგად ერთი პირი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი

11.01.2018 • 2358
ხანძარის შედეგად ერთი პირი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დილით ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბინაში, მეხუთე სართულზე, ერთ ოთახში გაჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი მამაკაცი დამწვრობით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძარი უკვე  ლიკვიდირებულია.

 

გადაბეჭდვის წესი