გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი
- ღამით: 0 – 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 15 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 16 თებერვალს აჭარის სანაპიროზე იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.