Batumelebi | საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ – Batumelebi

საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებს შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

შეღავათი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.