მთავარი,სიახლეები

აჭარაში ხანძრით დაზარალებული 4 ოჯახი სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარს მიიღებს

08.02.2019 • 968
აჭარაში ხანძრით დაზარალებული 4 ოჯახი სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარს მიიღებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ და ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 000 ლარი გამოეყოფა.

სამინისტროს ცნობით, თითოეულ ოჯახზე 10 000 ლარია გათვალისწინებული.

სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

________________

მთავარ ფოტოზე: ხანძარი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: