გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას და ორშაბათს, 17-18 თებერვალს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.