Batumelebi | რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება – Batumelebi
RU | GE  

რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 6 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

  • ჟიული შარტავას ქუჩას
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას – ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე
  • ტბელ აბუსერისძის ქუჩას – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე
  • ჯავახიშვილის ქუჩას – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე
  • გრიბოედოვის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე
  • ფოროსმანის ქუჩას
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩას – შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე
  • ვახტანგ გორგასლის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე
  • ნურეთინ ჩარმითლის ქუჩას
  • რუსთაველის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ,  სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.