პოლიციელები არავის დაუსჯია – კაცის დაკავების საქმე ბათუმში, როცა მისი ვინაობა არ იცოდნენ

სამართალდამცავმა უწყებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს შემთხვევა ბათუმში, როცა პოლიციელებმა დააკავეს კაცი, ვისი ვინაობაც არ იცოდნენ. ეს ამბავი ბათუმში 2023 წლის 18 ივნისს მოხდა – ბათუმში, ჭავჭავაძის და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. გაირკვა, რომ პოლიციელებს სხვა პირი უნდა დაეკავებინათ. დაკავება ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ბათუმელებს“ …

ბათუმში 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, „ორბის“ მაღალსართულიანი აპარტამენტებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 23 ივლისს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული დამსვენებელი იყო. ამ დროისთვის ცნობილი არ არის გარემოებების შესახებ, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა სქემა“ – საქმე, რომელზეც ბათუმელი 2 ადვოკატიც დააკავეს

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა“, – განაცხადეს დღეს, 20 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ბრიფინგი მოაწყვეს. 19 ივლისს ბათუმში ამ საქმეზე ორი ადვოკატი დააკავეს. „გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც  ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, …

ბათუმში 2 ადვოკატი დააკავეს – ბრალდება ნარკოდანაშაულია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 2 ადვოკატი დააკავეს. შემთხვევის შესახებ ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არაფერს განმარტავენ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ზვიად მარკოიძის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ადვოკატი კი, საქმის მასალებს არ გასცნობია. მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადვოკატს გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, …

ჩაქვში, სასტუმროს აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზში 5 წლის ბავშვი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს სასტუმროს ადმინისტრაციაში. „მე როგორც ვიცი, ქართველები იყვნენ, დედა-შვილი ჩაქვში ისვენებდა… რა მოხდა რეალურად, არ ვიცი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიის რწმუნებულმა ჩაქვში გიორგი ქებულაძემ. განახლებული ინფორმაცია: სასტუმრო “ოაზისიდან” …

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?

„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ …

„ქერა“ და კიდევ 12 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს – შსს

შსს-ს ცნობით, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. „პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული …

ბათუმში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა – ის რეანიმაციაშია

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ბავშვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 6-7 წლის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ავარია ჩაქვის გვირაბში – 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები

დღეს, 10 ივლისს, ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბში, სადაც ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 3 არასრულწლოვანია – ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.  

„გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი განზრახ გადაყარა წყალში“ – შსს 16 წლის ლუკას დაღუპვაზე

დღეს 7 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე პირსთან 4 ივლისს დაკარგული მოზარდის ცხედარი დღეს აღმოაჩინეს. შსს ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი ნაპირიდან 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ლუკა და მისი სამი მეგობარი განზრახ გადაყარა წყლის ბანანიდან და არც უსაფრთხოებსი ჟლეტების გამოყენების უფლება მისცა. „ლ.ა. – ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის …

ბიძის თქმით, 16 წლის ლუკას ზღვაში მიტოვებისთვის 3 პირი დააკავეს

16 წლის ლუკა აბულაძის ბიძის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა არასრულწლოვანი მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის. აქედან ერთ-ერთია 16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ეძებენ. ლუკას ძებნას ამ წუთებშიც აგრძელებენ სამაშველო ჯგუფები. „როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ …

„ჩუქჩა“ და კიდევ 2 პირი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. „1972 წელს დაბადებული ა.შ. დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. „ქურდული სამყაროს წევრის მიმართვისთვის“, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ.-ს მეტსახელად …

დანაშაული[ს შეტყობინება] და სასჯელი – ამბავი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე, იურისტი, უფლებადამცველი თუ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებასთან [ზურაბ გორგილაძის #54], 19 ივნისს 10:30 – 13:00 საათამდე ან 21 ივნისს 14:00 – 16:30 საათებში ჩაიარეთ, უკვე გეცოდინებათ, რომ მე, საქართველოს მოქალაქე, ნათია კაპანაძე ონლაინთაღლითობის და კიბერდანაშაულის (phishing) მსხვერპლი აღმოვჩნდი.   ჩემი მიზნობრივი დაგროვებითი ანგარიშიდან …

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები. აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ …

სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი

პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …

„საბანკო ანგარიშზე შეღწევით 9 ათასი ლარი მიითვისეს“ – შსს-მ 3 პირი დააკავა

„ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით“ თბილისსა და ბათუმში შსს-მ 3 პირი დააკავა. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს უცხო ქვეყნის მოქალაქესაც. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულებმა – ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების – მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური …

ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. შსს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 ივნისს მოხდა. მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, მოზარდი ადგილობრივია თუ უცხოელი.

ბათუმში დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა

ბათუმში, დღეს, 14 ივნისს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი და დაცვის პოლიციის მანქანები დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისრაციული საქმისწარმოება.

ბათუმში მოზარდზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა …

ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ივნისს, საღამოს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. „ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს ინფორმაციას.

ოჯახი და პოლიცია ახალგაზრდა კაცს ეძებს, რომელიც 7 ივნისს გაუჩინარდა

ოჯახი და პოლიცია 27 წლის ნიკა ხვედელიძეს ეძებს. ნიკა ჭიათურაში ცხოვრობს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა მისი ოჯახის წევრმა, იგი ბოლოს 7 ივნისს ნახეს ზესტაფონში, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. ოჯახმა მიმართა პოლიციას. იმ შემთხვევაში, თუ იცით ნიკა ხვედელიძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს აღნიშნულ ნომერზე: 571 753 232.

ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია – მიზეზი კაფეს პრეზენტაციაა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა შეზღუდულია. ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე გზა ჩაკეტილია. აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების  კვეთში, აჭარის ტელევიზიის წინ, სცენის მონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ადგილზე გვითხრეს, კომპანია, რომელიც მემედ აბაშიძის #40-ში მდებარეობს, კაფეს პრეზენტაციას, შემდეგ კი კონცერტს გეგმავს. გზის ჩაკეტვას სჭირდება მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე პოლიციის თანხმობა. კონკრეტულად ვინ …

შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა …

შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა. გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები. უფლებადამცველების თქმით, საუბარია შვიდიდან 16 …

ვინ არის და რა ბიზნესი აქვს „რეტროს“ მფლობელს, რომელიც მიმტანის ცემის გამო დააკავეს

„დაძაბულობა, კამათი, ყვირილი, შეურაცხყოფა ადრეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი რუსეთის მოქალაქე მენეჯერი და მზარეულები აიყვანეს, დაძაბულობამ იმატა. ამბობდა განვითარება გვინდა, ამიტომ მოვიყვანე ეს ხალხიო“, – გვიყვებიან რესტორან „რეტროს“ უკვე ყოფილი თანამშრომლები. მათივე ინფორმაციით, მიმტანის ცემის ფაქტის შემდეგ სამსახური ყველამ დატოვა მფლობელის ნათესავების გარდა.  რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება …

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა. „აჭარული ხაჭაპურით“ ცნობილი რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია. „რეტროს“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ. თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, რომელმაც მიმტანზე იძალადა, დღეს, 5 ივნისს, დილით დააკავეს. …

მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, პოლიციამ ძალადობის მუხლით დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება გუშინ, 4 ივნისს, დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. 3 ივნისს ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ გუშინ მოაწოდა. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს …

ქობულეთში 20 წლის კაცი მოკლეს და ტყის პირას დამარხეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. როგორც პოლიცია ამბობს, მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა.  მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად …

ავარია მახინჯაურში, დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 21 მაისს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, მახინჯაურში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას ერთ-ერთი ავტომობილი გასაყიდად გამოტანილ ბამბუკის კიბეებს შეეჯახა და ღობე გაარღვია. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის მძღოლი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან …

ბათუმში დაკარგული უცხოელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

აჭარაში გარდაცვლილი იპოვეს სტუდენტი, რომელსაც პოლიცია 22 აპრილის შემდეგ ეძებდა. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. ის ინდოეთის მოქალაქე იყო. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სტუდენტის ცხედარი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ზღვაში იპოვა. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში TBC ბანკის ოფისში, კრედიტოფიცერი დაჭრეს

დღეს, 16 მაისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ცენტრალურ ფილიალში კაცი დაჭრეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჭრილი TBC ბანკის თანამშრომელია. „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პირებმა უთხრეს, რომ კაცი დანით დაჭრეს. უცნობია ინფორმაცია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ერთი კაცი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც …

ავარია გვირაბში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

„სასამართლოს უპატივცემულობის“ მუხლით დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის საერთო მაჩვენებელი 234 შემთხვევით შემცირდა. სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს. თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 13 385 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13 151-მდე შემცირდა. რამდენიმე მიმართულებით დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი, გაუარესდა, მაგალითად, „სასამართლოს უპატივცემულობა“. ამ მუხლით …

„არასრულწლოვნები გამოიკითხნენ“ – შსს ვანში სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე

„წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები,“ – აღნიშნულა შსს-ს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვანის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე. საუბარია რამდენიმე მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე, რაზეც შსს-ს გამოძიება პირველ მაისს დაუწყია. დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის. მოზარდების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 მაისს გავრცელდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის …

პოლიციელებს მთავრობა თბილისში 1000 ბინას ჰპირდება, ბათუმში კი 88 ბინა ვერ აუშენა

საქართველოს პრემიერი 1000-ზე მეტ პოლიციელს თბილისში ახალ ბინებს 2 წელიწადში ჰპირდება მაშინ, როცა მთავრობამ ბათუმში 88 ბინის მშენებლობა მეხუთე წელია ვერ დაასრულა. ბათუმში პოლიციისთვის ბინების მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა ერთი წლის წინ დააანონსა. დღეს, 2023 წლის 5 მაისს კი, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების …

Exit mobile version