მთავარი,სიახლეები

ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია – მიზეზი კაფეს პრეზენტაციაა

10.06.2023
ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია – მიზეზი კაფეს პრეზენტაციაა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა შეზღუდულია. ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე გზა ჩაკეტილია.

აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების  კვეთში, აჭარის ტელევიზიის წინ, სცენის მონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მემედ აბაშიძის ქუჩა დღეს

სცენის მონტაჟი

როგორც ადგილზე გვითხრეს, კომპანია, რომელიც მემედ აბაშიძის #40-ში მდებარეობს, კაფეს პრეზენტაციას, შემდეგ კი კონცერტს გეგმავს.

გზის ჩაკეტვას სჭირდება მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე პოლიციის თანხმობა. კონკრეტულად ვინ და რა ვადით მიმართა უწყებებს გზის ჩაკეტვის თხოვნით, „ბათუმელები“ არკვევს და ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.

გზის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ჩვენი ინფორმაციით კი, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასტუმროს ეზოში კაფე ტერიტორიის მესაკუთრის მოიჯარემ გახსნა.

ბათუმი , მემედ აბაშიძის #40

აქ კაფე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს, თუმცა მისი პრეზენტაცია დღეს, 10 ივნისს არის დაგეგმილი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მემედ აბაშიძის #40-ში მოიჯარედ შპს „ეს ფი ბარ ვესთ“ ფიქსირდება, კომპანიას ახლა სახელი უკვე შეცვლილი აქვს და „მანდარინ ქლაბ ჰაუსი“ ჰქვია.

კომპანიის მფლობელები ლატვიისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები არიან, კომპანიის დირექტორად კი საქართველოს მოქალაქე გიგლა მოსიძე და რუსეთის მოქალაქე  სტეპან ლანინი ფიქსირდებიან.

ინფორმაცია განახლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: