მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს წევრის საქმეზე სასამართლომ ყველა მოწმე დაკითხა

06.02.2017
უმაღლესი საბჭოს წევრის საქმეზე სასამართლომ ყველა მოწმე დაკითხა

უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის და ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის საქმის განხილვა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უკვე დაასრულა. მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე გუშინ, საღამოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს. გუშინ ამ გზაზე  ციხისძირიდან ხეების გადატანის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო.

„გზა ჩვენ არ გადაგვიკეტავს,  გზა ჩაკეტა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ხეები გადააქვს. დღის განმავლობაში ვიდექით მეორეხარისხოვან გზასთან. საღამოს მოვიდა პოლიცია და მოგვთხოვა, რომ გზის იმ ნაწილიდანაც გაგვეყვანა მანქანა“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს მოწმეების ჩვენებები მოისმინა, მათ შორის, ორი პოლიციელის. მათი თქმით, ელგუჯა ბაგრატიონმა გზის გადაკეტვა სცადა, ხოლო ბონდო თედორაძემ წინააღმდეგობა პოლიციელებს გაუწია, როცა ისინი ელგუჯა ბაგრატიონს აკავებდნენ.

თუკი ელგუჯა ბაგრატიონსა და ბონდო თედორაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდასტურდებათ, მათ 250-დან 2500 ლარამდე ჯარიმის გადახდა, ან 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა მოუწევთ. მოსამართლე ლაშა თავართქილაძე გადაწყვეტილებას 13 თებერვალს გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: