რა თქვა მაშველმა ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობაზე – ბრალდებული მამა-შვილია

„ადიდებული არ იყო იმ დღეს მდინარე… ის მონაკვეთი, სადაც ჩააგდეს, ძალიან სწრაფი დინება იყო, მყვინთავი ვერ ჩავიდა საერთოდ. სადაც უკვე მდინარის დინება ნელდება, იქ ჩავიდა და დათვალიერება მოხდა წყალქვეშ ზღვის შესართავამდე,“ – ეს მაშველმა უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს „ხიდიდან ჭოროხში გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმეზე“. ამ საქმეზე დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდა. …

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

დღეს, 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. დღევანდელ სხდომაზე ორი სამართალდამცველი დაკითხეს. საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს. 2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე პირი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა …

„კანონიერ ქურდ“, ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული საქმე – რეპორტაჟი სასამართლოდან

„როცა დამაკავეთ ღამის სამ საათზე, კარზე დამიკაკუნეთ და მწოლიარე ავდექი, 20 სპეცრაზმელით დამადექით თავზე, კარი გაგიღეთ თუ არა, მაშინვე ძირს დამაგდეთ, წინააღმდეგობა როგორ გაგიწიეთ?“ – ჰკითხა ბრალდებულმა რამაზ ჭ.-მ უფროს გამომძიებელს – ვლადიმერ ნაკაშიძეს. მან დღეს, 17 ივლისს, სასამართლოს ჩვენება მისცა ე. წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან კავშირში მყოფი ბრალდებულების საქმეზე. უფროსი გამომძიებლის თქმით, რამაზ …

„ოცნებას“ აქვს გზავნილი: მეტი უნდა მოიპარო, მეტი ქსელი გააბა“ – ინტერვიუ უფლებადამცველთან

„ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა შადრევანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა …

„ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის ქურდობას ედავებიან და 10 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს

ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს …

„ოცნებაში“ ხიფათი დაინახეს… იმდენად სამარცხვინო იყო ეს პროცესი“ – რა შეიცვალა გადაღების აკრძალვით?

„თუ გახსოვთ, როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება?“ – სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პირველ რიგში, იმაზე გვიყვება, რომ „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო სხდომებზე გადაღების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სილის გაწვნის შედეგად დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი – ირაკლი დგებუაძე სასამართლოში დაკითხეს. „დიახ, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს …

როცა მოსამართლე დღეში 12 საქმეს განიხილავს, რას ასწრებს? – როგორი სასამართლო გვაქვს

როგორ უნდა ჩაატაროს მოსამართლემ 11, ან 12 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 1 დღეში? ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ამ რეჟიმში მოსამართლე საქმის რეალურად გამოკვლევის და შესწავლის შემდეგ იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას? მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 30 ივნისს 11 საქმე განიხილა, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს კი, 3 ივლისს 12 სხდომა ჩაუტარებია… ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები: მოსამართლეები და …

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებელმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მიუღია ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მორიგ „ქურდულ გარჩევაზე“. ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეზე დღეს, 9 ივლისს, მორიგი არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ პროცესის განხილვის დროს ყოველთვის ტევა არაა სასამართლოს შესასვლელში – პროცესზე დასწრების მსურველი ბევრია, მანდატური კი, ხმამაღლა პერიოდულად …

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი, ტარიელ რიჟვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. დღეს, 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ საქმეზე მოწმეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 5 მოწმე, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ, დაცვის მხარეს სადავოდ აღარ მიაჩნია. შესაბამისად, მათი დაკითხვა მოსამართლეს აღარ შეუძლია. ბრალდებული ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი …

ბათუმში სკოლის 5 მოსწავლეს ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია. საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, …

მანქანაში ძალით ჩასვეს და 1000 ლარი წაართვეს პისტოლეტების მუქარით – ყაჩაღობა ბათუმში

4 კაცს ბათუმში ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. პროკურატურის ვერსიით, 2026 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულებმა ბათუმში მყოფი ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღეს: ღამის საათებში, კობალაძის ქუჩაზე, ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, შემდეგ კი, სასიგნალო და ხმოვანი პისტოლეტებით შუბლზე მიადეს და დაემუქრნენ, ფული უნდა მოგვცეო. „დაზარალებულს ჰქონდა აღქმა, რომ …

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმე ბათუმის სასამართლოში – რეპორტაჟი

მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუხალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ. 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე …

რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს …

პროკურატურა ცდილობს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესო გაუფორმოს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი. პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად. „ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. …

„ქოცები ვნახე გადაშენებული ყველა ერთად“ – გამოკითხვა ბათუმში წყევლის გამო დაჯარიმებაზე

„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.  

რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ. სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს: …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესოს სთავაზობენ

„დანაშაული რა გვაქვს? ადგეს პროკურორი და თქვას,“ – „ქურდული სამყაროს საქმეზე“ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასე მიმართა მოსამართლეს მას შემდეგ, როცა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. დღეს, 24 ივნისს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ …

მოქალაქემ შსს-ს სასამართლო დავა ისევ მოუგო – იგი უკანონოდ დააკავეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შსს-ს მოქალაქე თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავების გამო მორალური ზიანის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. თემურ გორგაძე, რომელმაც შსს-ს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ მოუგო, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერია და სუს-ის ბათუმის ოფისთან 2021 წლის 12 ნოემბერს დააკავეს. მაშინ პოლიციელებს ჰქონდათ ვერსია, რომ …

„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე

„ნებისმიერ სიმძიმეზე, რომელიც ამ საქმეს ახლავს – ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს, რომელმაც ელენე ხოშტარია უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში. ელენე უკანონო სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე ნაწილდება და სახელმწიფოს როცა ვამბობ, იგულისხმება მისი ინსტიტუტები,“ – ამბობს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი და „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი. მას სინდისის პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის …

კაცი ქიბარ ხალვაშის ოჯახის გავლენებზე: „ქონებას ვერ ვიბრუნებ“

„მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ორი სააღსრულებო ფურცელი მიჭირავს ხელში და ჩემს ქონებას მაინც ვერ ვიბრუნებ,“ – ამბობს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე. ის ბათუმში, შანიძის 16-ში მდებარე უძრავი ქონების, ასევე საწარმოს და ძვირადღირებული დანადგარების დაბრუნებისთვის იბრძვის. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, უკვე 3 წელია განზრახ ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან საქმე „ოცნებასთან“ დაახლოებულ ხალვაშების ოჯახს ეხება. …

რატომ არ გაუფორმეს ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება მოთხოვნის მიუხედავად

„მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ზურაბ ჭავჭანიძეს? ზურაბ ჭავჭანიძე ერთ-ერთი მსჯავრდებულია „4 ოქტომბრის საქმეზე“, რომელსაც დღეს, 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. …

ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბ ჭავჭანიძე 59 წლისაა. „მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, მაგრამ მე ვარ სოხუმელი. სოხუმში მე 15 ვაჟკაცი, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ომში დამეღუპნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას ბედნიერ, ერთიან საქართველოში გვეცხოვრა. ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, …

„ეს გამიზნულად გავაკეთე, სურვილი იყო ჩემი” – რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

მკვლელობაში ბრალდებული გენო შარაშიძე დააპატიმრეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 10 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამართა. საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. „მე ვაღიარებ და შუამავალი რაღა საჭიროა?“ – ამ არგუმენტით ადვოკატის აცილება მოითხოვა სხდომის დასაწყისშივე ბრალდებულმა გენო …

დამაჯარიმეს 2 ათასით, ვერ ვიხდი, ანგარიში დამიყადაღეს – შშმ პირი, რომელიც „რუსული გემის აქციაზე“ დააკავეს

„რუსული გემის წინააღმდეგ რომ აქცია იყო, 2023 წელს, მაშინ დამაკავეს და დამაჯარიმეს – 2140 ლარით, უკვე 3 წელია ვერ გადავიხადე ეს ჯარიმა, ამის გამო ანგარიშიც დამიყადაღეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები გიორგი უკლება. გიორგი უკლებას თქმით, ყოველდღიურად მუშაობს შაბათ-კვირის ჩათვლით დღეში 9 საათი იმის მიუხედავად, რომ შშმ პირის სტატუსი აქვს. თუმცა მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 900 …

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ. 47 წლის ვარ და 47 წელია საქართველოში ვცხოვრობ. ესაა სამართალი? უკვე 8 თვე გავიდა, რაც სომხეთიდან საქართველოში არ მიშვებენ… ქობულეთში მელოდება მოხუცი დედა, ძმა, რომელიც კლინიკაშია და მე უნდა ჩამოვიდე, რომ კლინიკიდან გავიყვანო, 4 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე,“ – ამბობს ერნესტ ავაქიმიანი. ერნესტ ავაქიმიანს საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ შეუწყვიტეს – …

რა მოხდა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების პროცესზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. „არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში? ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს …

რა იცვლება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაში – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში – ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც …

მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო. მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. „ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „რატომ არ განიხილა მზია …

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს. საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, …

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით. დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლეს – საია

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. იმის გამო, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას. „აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო …

„პოლიციელები გვაიძულებენ უფასო სექსს და თანამშრომლობას“ – საკონსტიტუციომ სექსმუშაკების დაჯარიმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, პროსტიტუცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ადამიანის პროსტიტუციაში ჩაბმა, ან პროსტიტუციის ადგილის მოწყობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ეხებოდა. დავის საგანი იყო ადმინისტრაციული კოდექსის …

კონსტიტუციურია სასამართლოში გადაღების აკრძალვა? – საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

არის თუ არა კონსტიტუციური „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ერთ-ერთი სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ან ნებისმიერ სხვა პირს 2025 წლის ზაფხულიდან სასამართლოს დარბაზში ფოტოს და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლია. სასამართლოს დარბაზებში ხმის ჩაწერაც აიკრძალა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს დადგენილება [სასამართლოებში გადაღება-ტრანსლაციის რეგულირების შესახებ] 2025 წლის ივლისში მას შემდეგ მიიღო, როცა სინდისის პატიმრების საქმეებზე, მაგალითად, „მზია …

რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ „მარიხუანას საქმეზე“ – მოსამართლე ხუჭუას წარდგინება არ დაკმაყოფილდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება. ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო …

რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ

„რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული,“ – ამბობს პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. მას რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვესაუბრეთ: ამ სპეცოპერაციის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. 72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა. რაზე მიუთითებს ეს ციფრები? რა მასშტაბის …

ოჯახმა სახლში იპოვა ტყვიის დეტალი – სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო 

„გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე. 17 მარტს ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად 72 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ბრალდებულის დედა – თამარ მიქელაძე დაშავდა. ქალი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და იმავე დღეს გაწერეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები …

Exit mobile version