მთიანი აჭარა,სიახლეები

არტგენი ქედაში

21.06.2018
არტგენი ქედაში

ქედაში, მახუნცეთში, ფოლკლორული ფესტივალი არტგენის მიმდინარეობს.  რიგით მე- 15 ფესტივალი დღეს, 21 ივნისს, 16 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

ფესტივალის პარალელურად საზეიმოდ გაიხსნა მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე”.

ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: