მანდატების გადანაწილების წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება საქმის არსებითად განხილვის შესახებ სასამართლომ ახლახანს მიიღო. სარჩელის ავტორი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, რომელიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლს ასაჩივრებს, რითაც პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია განსაზღვრული. დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. …

შევა თუ არა ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, დღეს 31  ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ  არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში. „ჩვენ ვმუშაობთ იმ დარღვევებზე, რომელიც იქნა დაფიქსირებული აჭარის ბევრ  უბანზე. 80-ზე მეტი საჩივარია დაწერილი. კანონმდებლობის მიხედვით, ხვალ 18:00 საათამდე გვაქვს უფლება, …

უსკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, მაჟორიტარობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურის ტურის შედეგებს აქვეყვენს.  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის პირველადი  მონაცემები 347+1 (სპეც.უბანი) უბნების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.37% (5 905) ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789) ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქო: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” …

ბათუმში, მე-6 უბანზე ხმების დათვლა დასრულდა

ბათუმის 79-ე ოლქის მე-6 უბანზე საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატ, ნუკრი ბეჟანიძე და ენმ-ს კანდიდატ გიორგი კირთაძე. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ილია ვერძაძე და ენმ-ის წევრი ნინო ჯინჭარაძე. მე-6 უბანზე დღეს ხმა 504-მა ამომრჩევლმა მისცა. უბანზე 1459 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამ უბნის მონაცემებით, 368 ხმა მიიღო ნუკრი ბეჟანიძემ, ხოლო გიორგი …

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით 10 პროცენტით დაბალია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 25.55 პროცენტმა [78 870 ამომრჩეველი] მისცა ხმა.  8 ოქტომბრის არჩევნებზე 15 საათისთვის ხმა ამორჩეველთა 35.2 % ჰქონდა მიცემული [108 871 ამომრჩეველი]. მათ შორის: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 35 925 ამომრჩეველი, 22.59 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 13 805 ამომრჩეველი, 27.98 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 13 …

ეკა ბესელიამ აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ბოდიში მოუხადა

ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ბოდიში მოუხადა აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფს, რომელსაც,  ჟურნალისტების თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მუხრან ვახტანგაძემ  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. „მე არ მინახავს ეს ფაქტი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია,  არ ვფიქრობ რომ აქ რაიმე განზრახვას ჰქონდა ადგილი, რაღაც მოხდა ან მექანიკურად ან ემოციურ ფონზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ხელვაჩაურში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ორ უბანზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით ხელვაჩაურის ორ უბანზე (72.83 ოლქის მე-20-ე და 45-ე) სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსისპირება მოხდა კომისიის წევრებს, წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს შორის. ორგანიზაციის ცნობით. ამ ეტაპზე სიტუაცია განმუხტულია.  

რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში

ბათუმში ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აჭარაში ენმ-მა 20 საჩივარი დაწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე გახშირდა როგორც საჯარო მოხელეების, ასევე უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრების მიერ საარჩევნო უბნის ტერიტორიებზე აგიტაციის ჩატარების  ფაქტები. „როგორც საკრებულოს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ატარებენ აგიტაციებს. ასევე …

“სამართლიანმა არჩევნებმა” ბათუმში ოთხი დარღვევა დააფიქსირა

ამ დროისთვის ბათუმში ოთხი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა  “სამართლიანმა არჩევნებმა”. ორგანიზაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნისა და მოწყობის პროცესის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა: ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია წილისყრის გარეშე მიანიჭა კომისიის ერთ-ერთ წევრს; ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში საკონსტროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა; ბათუმის 69-ე ოლქის …

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 8 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით დაბალია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია. 12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 12,54 პროცენტმა  [38 713 ამომრჩეველი] მისცა ხმა, მაშინ როცა 8 ოქტომბრის არჩევნებზე 12 საათზე ამომრჩეველთა 19,3 პროცენტს [59 547  ამომრჩეველი] ჰქონდა გაკეთებული თავისი არჩევანი. ოლქების მიხედვით, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)-   17 912   ამომრჩეველი, 11,26 % …

LIVE: არჩევნების მეორე ტური აჭარაში

თვალი ადევნეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჭარაში.

უსკო: აჭარაში კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უსკოს ცნობით დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო …

აჭარაში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების, აჭარაში კი უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობს.  მოქალაქეებმა ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ორ კანდიტატს შორის ერთზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, რადგან მეორე ტურში მონაწილეობს მხოლოდ ორი კანდიდატი, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს პირველ ტურში. აჭარაში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის …

გია აბულაძე: „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობას სთხოვენ

ენმ-ეს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, 70-ე საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. „ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მოქალაქეებისგან. პირადობის მოწმობებს იყენებენ არჩევნების გასაყალბებლად.  ამიტომ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ არ მისცენ „ქართული ოცნების “ ან სხვა პარტიების წარმომადგენლებს თავიანთი პირადობის მოწმობები“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა მოტივით სთხოვდნენ პირადობის მოწმობას მოქალაქეებს კოორდინატორები? გია აბულაძე ამბობს: „არჩევნებზე …

პეტრე ზამბახიძე: კერძო ბინებში უცნობი პირების ჩაწერის შემთხვევები ისევ ფიქსირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  კონკრეტულ მისამართებზე უცნობი პირების რეგისტრაციის შემთხვევები, ისევ ვლინდება. „ასათიანის 71-ში ბინა 27 არის  ნონა ასატურიანის  საკუთრება. მის მისამართზე 2014 წელს  მისთვის უცნობი ორი პირი იყო რეგისტრირებული. მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრეს და ეს პირები მისი საკუთრებიდან ამოწერა.  თუმცა, დღეს, ამ მოქალაქემ ისევ აღმოაჩინა მის ბინაში ჩაწერილი ორი პირი, – …

ლიბერალური ფრთის მარცხი

„ისინი მოწყდნენ რეალობას… არ ჰქონდათ მკაფიო გზავნილები და ვერ მოახერხეს ამომრჩევლის მობილიზება,“ – ასე ხსნის ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ლიბერალური პოლიტიკური ძალების პარლამენტს მიღმა დარჩენას. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ შედეგის დადგომას ძირითადად პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გააქტიურებას უკავშირებს, რამაც ლიბერალი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნიჰილისტურად განაწყო და სახლში გამოკეტა. „არა. ეს არ ყოფილა ლიბერალური ფრთის მარცხი, …

ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, –  ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის …

მადონა ბერიძე: სასურველი იქნებოდა, საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას

საოლქო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოცემას სასამართლო განხილვების დასრულებამდე “სამართლიან არჩევნებში” საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. “ჩვენი შეფასებით, სასურველი იქნებოდა საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას,” – უთხრა “ბათუმელებს” მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა: “საარჩევნო კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი მუხლის მიხედვით, საოლქო კომისია ვალდებულია დაელოდოს სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულებას, მეორე მუხლის მიხედვით კი, …

„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის მადონა ბერიძის განმარტებით #1 უბანზე, გარდა ოქმში დაფიქსირებული დისბალანსისა, იყო პროცედურული დარღვევები წილისყრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, ასევე ხმის …

პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული სიის 15-მა წევრმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით სავარაუდოდ, დეპუტატები გახდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უსკოში წარადგინეს. „ნარკოლოგიური ცნობის უსკოში წარდგენის ვადა ჰქონდათ 22 ოქტომბრამდე, თუმცა გუშინ, 14 ოქტომბერს წარმოადგინა იმ 15-ივე პირმა, რომლებიც პროპორციული სიის მიხედვით, სავარაუდოდ დეპუტატები გახდებიან“ – აცხადებენ უსკოში . 2016 წლის …

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილა. „საია“ და „სამართლიანი არჩევნები“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი ბათუმის 69-ე ოლქის #1 უბნის შედგების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამ უბანზე საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები სამაგიდო სიაზე არსებულ ხელმოწერებს აღემატებოდა. საოლქო კომისიამ გადათვლაზე უარი თქვა …

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ  63 საჩივარს. უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა. 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული  ბიულეტენების …

რა შეიცვლება მეორე ტურით

საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი …

საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაცია ბათუმის შვიდი საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილობას და ხელახლა გადათვლას ითხოვს. საიამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საოლქო კომისიას უკვე მიმართა. „დარღვევა არსებითია, ვინაიდან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას სამაგიდო სიიდან. ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან ბიულეტენების მეტი რაოდენობა დიდ კითხვით ნიშანს აჩენს ზოგადად …

1:30 – ექვსი უბნის შედეგები აჭარაში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის აჭარაში 342 უბნიდან  6 უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები ექვს უბანზე ასე გამოიყურება: ლიდერობს „ქართული ოცნება” –  44.97% [652 ხმა] მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –  26.48% [384 ხმა] მესამე ადგილზეა „ბურჯანაძე – დემოკრატები” – 6.76% [98 ხმა] მეოთხე ადგილი – „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55% …

კომისიის თავმჯდომარე მთვრალ ამომრჩეველს: გამოფხიზლდი და ისე მოდი

ხულოში მდებარე #18 უბანზე ერთ-ერთი მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. იგი ხმის მიცემას აპირებდა, თუმცა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, მამუკა მელაძემ სააგენტო „all media“ -დან ეს გააპროტესტა, რაც გაითვალისწინა კომისიამ. „მოფხიზლდი და მერე მოდი,“ – უთხრა ამომრჩეველს კომისიის თავმჯდომარემ, იაგო ბოქლვაძემ, რის შემდეგაც მამაკაცმა საარჩევნო უბანი პროტესტის გარეშე დატოვა.  იაგო ბოლქვაძის თქმით, ამომრჩეველი მართლაც ნასვამი იყო,  იგი გამოფხილზდება და ისე …

არმაზ ახვლედიანი: 69-ე ოლქში დარღვევები გამოვლინდა

69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის პარლამენტში, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, უბნებზე  შემდეგი დარღვევები  დაფიქსირდა: ერთ-ერთ უბანზე აკლია ერთი ბიულეტენი, დაფიქსირდა ორი მარკირებული ამომრჩეველი შესვლა უბანზე, არასწორი წილისყრის ფაქტი და კარუსელის მცდელობა. „ჩვენ გვაქვს აღნუსხული დარღვევის არაერთი ფაქტი, ბათუმი 69-ე ოლქში, დაიწერა საჩივრები. კარუსელის არაერთი მცდელობა არის აღკვეთილი. უბნებში  კომისიის წევრები ცდილობენ დაიჭირონ ცალკეული სუბიექტის მხარე, ადგილი …

შშმ პირებისთვის ბათუმში საარჩევნო უბნები არასრულადაა ადაპტირებული

ბათუმში საარჩევნო უბნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არასრულადაა ადაპტირებული – ამის შესახებ ფეისბუქში თომა კაკაბაძემ დაწერა, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. “მიუხედავად დაპირებებისა, საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა.  ფაქტობრივად, ამიტანეს და შემიტანეს საარჩევნო უბანში. არც კაბინა იყო საჭიროებაზე მორგებული (მაღალი იყო) და პანდუსზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ,” – წერს თომა კაკაბაძე. ფაქტის დამადასტურებელი …

ხათუნა სამნიძე: საარჩევნო უბნებთან პარტიების აგიტატორები შეინიშნებიან

„რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ხათუნა სამნიძე,  „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ გარკვეულ უბნებზე  შეიმჩნევა აგიტაცია და ამომრჩევლების აღნუსხვა. „69-ე ოლქის დაახლოებით რვა უბანზე ვიყავი. რამდენიმე უბანზე  შეინიშნება ძველი პრაქტიკა, როცა კოორდინატორები დგანან  საარჩევნო უბანთან ახლოს და  პლუსებით ფურცელზე ინიშნავენ, თუ ვინ მოდის ან ვინ არ მოდის, ამასთან, ეწევიან აგიტაციას,“-გვეუბნება ის. ხათუნა სამნიძის თქმით, საარჩევნო …

ქობულეთში სიის მიღმა დარჩენილი ამომრჩეველი ცუდად გახდა

ქობულეთში, #71 ოლქის მე-10 უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც უთხრეს, რომ საარჩევნო სიაში არ იყო, ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ქალის თქმით, იგი ყოველ არჩევნებზე აძლევდა ხმას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ამ უბნის ამომრჩეველი.  

სპეცუბანი აჭარაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას

აჭარაში წელს ერთი სპეცუბანია, 70-ე ოლქში, სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, სპეცუბანზე 72 ამომრჩეველია რეგისტრირებული, პატიმრები და დაწესებულების თანამშრომლები.

Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს. ნეტგაზეთი იწყებს გაშუქებას განახლებად რეჟიმში და “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” რეპორტიორების საშუალებით ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. თვალი ადევნეთ მოვლენების განითარებას აქ. ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.

არმაზ ახვლედიანი: ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან

„ეს წინასაარჩევნო გარემო არის მეტისმეტად უცნაური,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ბათუმელებისგან პარლამენტარის მანდატის მოპოვებას ის დამოუკიდებლად ცდილობს. თვლის, რომ პარტიების კუთხით არჩევანი გართულდა. ბოლო პარტია, რომელსაც დაუპირისპირდა „ქართული ოცნება“ იყო, სადაც იგი აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა. მანამდე ის ორგზის იყო პარლამენტარი. იყო ასლან აბაშიძის თანაშემწეც. არმაზ ახვლედიანი არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ …

საარჩევნო პლაკატების კანონდარღვევით გაკვრის ასამდე ფაქტი გამოვლინდა

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის განცხადებით, საარჩევნო პლაკატების გაკვრის, სამართალდარღვევათა ასამდე შემთხვევა გამოვლინდა. საარჩევნო პლაკატების ნაწილი გამოკრულია ქალაქის ისტორიულ უბნებში, ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რაც კანონით აკრძალულია. ევროპის მოედანზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განთავსებულია დიდი ზომის საარჩევნო ბანერი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კი  ნინო ბურჯანაძის პარტიის, მაჟორიტარი კანდიდატის ასევე დიდი საარჩევნო …

“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ნუკრი ბეჟანიძე დებატებში არ მონაწილეობს

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ნუკრი ბეჟანიძე საჯარო დებატში არ მონაწილეობს. ხვალ, 6 ოქტომბერს ბათუმის ცენტრალური უბნის მაჟორიტარი კანდიდატების დებატს არასამთავრობო ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის” აწყობს. წინასაარჩევნო დებატი ბათუმის კონსერვატორიის შენობაში, საღამოს 6 საათზე დაიწყება. “ქართულმა ოცნებამ დღეს უარი გვითხრა დებატში მონაწილეობაზე, თუმცა მათ აქვთ საშუალება შეცვალონ გადაწყვეტილება დღის ბოლომდე. დებატებში 8 კანდიდატი …

საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების მასწავლებლები და აღსაზრდელების მშობლები „ოცნებასთან“ შეხვედრაზე დაიბარეს. როგორც საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებში აცხადებენ, მმართველ პარტიასთან შეხვედრა მათ ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ შესთავაზა, რომელიც ბათუმის მერიის ა(ა)იპია. „საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მითხრა, თუ წამოხვალ „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, გვავალებენ მშობლების შეკრებასო. მე უარი ვუთხარი, სხვებმა არ ვიცი რა ქნეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო …

Exit mobile version