„კაშხლებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია“ – რა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა USAID-მა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლების] უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებლად უნდა შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტის შემუშავებაზე სამინისტრო USAID-თან თანამშრომლობდა, თუმცა დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რის გამოც სამუშაოები სამინისტროს სახსრებით უნდა გაგრძელდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა 192 ათას 275 აშშ დოლარი, რასაც სამინისტრო ტენდერის გარეშე დახარჯავს. „ხაზგასასმელია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლები] …

გურიაში ღვარცოფულ მდინარეზე 3 ახალ ჰესს აშენებენ – „ჩუმად რატომ დაიწყეს?“

„როგორ დავიჯეროთ, რომ კარგი რამ კეთდება ხალხისთვის, როცა ჩვენ ამას გვიმალავენ?!“ – კითხულობს გურიაში, სოფელ გომში მცხოვრები გურამ ცომაია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბჟუჟის ხეობაში  3 ახალი ჰესის აშენების წინააღმდეგია. გურიაში შემთხვევით გაუგიათ, რომ ტყეში ახალი ჰესების მოსაწყობად გზა გაჰყავთ. ადგილზე მისულებს მძიმე ტექნიკა დახვდათ და მშენებლების პასუხი – „მემორანდუმი ოზურგეთის მერიასთანაა გაფორმებული, ყველა …

მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჭოროხმა გაიტაცა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს დილით მდინარე ჭოროხმა გაიტაცა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც დაღუპულის ოჯახის ახლობელია, ახალგაზრდა კაცი მდინარეში ჯართს აგროვებდა, როცა ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. მდინარე ამ მონაკვეთში პერიოდულად დიდდება, როცა თურქეთის მხარეს არსებული კაშხლების რეზერვუარიდან მდინარის წყალს უშვებენ. სავარაუდოდ დღესაც მსგავსი შემთხვევა იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰესიდან გაშვებული …

არ გამოუკვლევიათ „ბახვი 2″-ის გავლენა 10 სოფელსა და კურორტ ბახმაროზე – EMC-ი სასამართლოში ჩივის

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 მაისს მიმართა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი რა გავლენას მოახდენს ჰესი ოზურგეთში არსებულ სოფლებსა და მოსახლეობაზე, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად: „ორგანიზაცია ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი …

„18 ლარად გვართმევენ მიწას,“ – მარადიდელებმა აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს

„რადგან თორნიკე რიჟვაძე არ მოვიდა ჩვენთან და არ უკითხავს რა გჭირთ, რატომ ვერ თანხმდებითო, ამიტომ ჩვენ მოვედით მასთან,“ – ეს მარადიდში მცხოვრებმა ალი დიდმანიძემ გვითხრა. მან თანასოფლელებთან ერთად დღეს, 11 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო. მარადიდელები ექსპროპრიაციის პირობებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ სახლის ან მიწის ნაკვეთის დათმობა ჰესის მშენებლობის გამო უწევთ. ექსპროპრიაციის შესახებ …

თამთა მიქელაძე სპეცოპერაციაზე: მათ დაიწყეს პანკისიდან, რადგან ამას გაამართლებდნენ

„ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მოსახლეობის პროტესტი არ არის ირაციონალური“, – მიიჩნევს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია პანკისელების ინტერესებს იცავს სასამართლოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან განიხილება ხეობაში ახალი ჰესების აშენების შესახებ გაცემული ნებართვის კანონიერება. თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება. იგი ფიქრობს, რომ სპეცოპერაციებს სხვა რეგიონებშიც უნდა ველოდოთ, სადაც …

წითელ ნუსხაში შეტანილ 76 ხეს ხელვაჩაურში ჰესის მშენებლობის გამო მოჭრიან

ხელვაჩაურში, სოფელ სკურდიდში, მდინარე სკურდიდზე არსებული ჰესის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამო წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს გაჩეხავენ. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა. სკურდიდი ჰესი შპს “ფშავი ჰიდრომ” ააშენა. კომპანიამ მიიღო ნებართვა მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 71 ძირი წაბლი და 5 ძირი კაკლის ხე. სანაცვლოდ “ფშავი ჰიდრო” ვალდებულია გაჩეხვის  დაწყებამდე აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის …

პოლიციაში 4 მაჭახლელი დაიბარეს, გამოკითხვაზე მთელი სოფელი მიდის

დღეს, 3 აპრილს, ხელვაჩაურის პოლიციასთან მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. საქმე იმაშია, რომ ამ ხეობაში გუშინ პოლიცია მივიდა და აქ მცხოვრები ოთხი პირის გამოკითხვაზე გადაყვანას აპირებდა. ხეობაში პოლიციას უარი უთხრეს ამ პირების გადაყვანაზე. ოთხი მაჭახლელი, ვის გადაყვანასაც გამოკითხვაზე გუშინ აპირებდნენ, მონაწილეობდა ჰესების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში – სოფლის მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ტოპოგრაფიული სამუშაოების …

რატომ დატოვეს გეოლოგებმა მაჭახლის ხეობა, სადაც ჰესი უნდა აშენებულიყო

მაჭახლის ხეობაში გეოლოგები აღარ მუშაობენ. ისინი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ამზადებენ სხვადასხვა კვლევას. საპროტესტო აქციების შემდეგ გეოლოგები ხეობაში აღარ გამოჩენილან. „ჩვენ გავესაუბრეთ გეოლოგებს. გვითხრეს, რომ შვიდკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის ამზადებდნენ კვლევას. მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ გეოლოგებმა ხეობა დატოვეს,“ – ამბობს როინ მალაყმაძე, მოძრაობა „სიტყვის კაცების“ დამფუძნებელი და მაჭახლის ხეობის მკვიდრი. მისივე თქმით, ამ მოძრაობის …

რიჟვაძე უცხოური ინვესტიციების $158 მილიონით კლებაზე – „ახასიათებს ციკლურობა“

ქვეყანაში, მათ შორის აჭარის რეგიონში, უცხოური ინვესტიციების კლებაზე კომენტარი თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. „გასული კვარტალი იყო კლება, მაგრამ, ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ თვითონ ინვესტიციებს ახასიათებს ციკლურობა. თქვენ ნახავთ, 2019 წლის პირველი და მეორე კვარტალი, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რა ნიშნულზე აიყვანს ჩვენს რეგიონს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჰიდროელექტროსადგურები იყო ყველაზე მსხვილი ინვესტიცია საქართველოში …

„მუშავდება ეკო-მეგობრული ჰესის პროექტი“ – კომპანია მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე

მშენებელი კომპანიის ხეობაში გამოჩენამდე, მოსახლეობა სოფელ აჭარის აღმართში ახალი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. მაჭახლის ხეობის ნაწილი დაცული ტერიტორიაა. მოსახლეობის თქმით, ხეობაში გეოლოგები უკვე გამოჩნდნენ, რომლებიც ჰესის მშენებლობისთვის ადგილს სწავლობენ. გუშინ, 23 იანვარს, მოსახლეობას ხელვაჩაურის მერი შეხვდა, თუმცა მან არც გუშინ და არც დღეს „ბათუმელების“ შეკითხვებს არ უპასუხა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელვაჩაურის მერი ამბობს, …

პროტესტი ხულოში – „თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გზას გადავკეტავთ“

„ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების ყურადღებას,“ – თქვეს დღეს ხულო-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე შეკრებილებმა. სოფელ ყინჩაურის მცხოვრებთა თქმით, ჰესის მშენებლობის შემდეგ სოფელში წყალი დაშრა, მიწა უვარგისი გახდა, ხოლო ცხოვრება  -საშიში. „იყო დაპირება, რომ ყურადღებას მოგვაქცევდნენ, მაგრამ არავინ მოსულა… ბოლოს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ მივედით და სულ უფროსს შეგვახვედრეს,“ – გვიყვება სოფელ ყინჩაურში მცხოვრები რომან აბაშიძე. „იმ კაცმა ნახა დოკუმენტები და …

მინისტრის მოადგილე აგვიანებს – აქცია „კირნათი ჰესთან“

დღეს ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, კვლავ შეიკრიბა მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა, რომლებიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ელოდნენ, თუმცა იგი დანიშნულ დროს არ გამოჩნდა და შეხვედრა ხუთ საათამდე გადაიდო, იქამდე კი აქცია შეჩერდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მთავრობის წარმომადგენელი დროულად არ გამოცხადდება, ისინი გზას გადაკეტავენ. მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. …

გვირაბის ჩამონგრევის მიზეზებზე ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

„სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მონაკვეთი, აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოიშალა. გვირაბის ნაწილის ჩამოშლის ფაქტს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაც“ ადასტურებს, თუმცა გვირაბის ჩამოშლის მიზეზებზე, კომპანიაში პასუხები არ აქვთ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს, აღნიშნული გვირაბი კი ამ პროექტის ფარგლებში აშენდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ტექნიკური გუნდი უცხოეთში იმყოფება და გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეისწავლიან. „გვირაბი …

სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

სოფელ მარადიდის მოსახლეობა მდინარე ჭოროხზე  ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა სასაფლაოებისთვის გათვალისწინებული ადგილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ რაც მდინარე ჭოროხზე ორი ახალი ჰესი ექსპლუატაციაში შევა დაიტბორება სასაფლაოების ადგილი და 28  სახლი. კომპანიამ მოსახლეობას სასაფლაოებისთვის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა მოსახლეობა ამ ადილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე იმ 28 …

კირნათში მოსახლეობამ ჰესის შესასვლელი გადაკეტა

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მდებარე ჰესის „აჭარა ენერჯი 2007“-ის შესასვლელი მოსახლეობამ გადაკეტა. მოთხოვნა დაპირებული კომპენსაციის მიღებაა. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია უკვე დაიშალა. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი იყო და პირველ მაისს მთელი დღით მოაწყობენ პიკეტირებას, თუკი მათ მოთხოვნას ჰესის მშენებელეი კომპანია არ გაითვალისწინებს. „დილის 8 საათიდან გადავკეტეთ შესასვლელი. 7 თვის წინ უნდა გარკვეულიყო კომპენსაციის საკითხი და …

„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“

მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები.  მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა. ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. „აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ …

ქედაში საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს

ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სოფელში  უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს. “დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს…” – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის ოთხი პირი დააკავა, ვინც ტრაქტორს წინ გადაუდგა. …

სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში. ადგილობრივები მძიმე ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ სოფელში , სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. “ჩვენს სოფელში ანძებს არ დავადგმევინებთ. ეს იწვევს უშვილობას, სიმსივნეს. არის საშუალება, რომ მდინარის პირას გაიყვანონ ელექტროხაზები, მაგრამ არ უნდათ. ეტყობა, პროექტში ფული უკვე გადახდილია და …

„სოფლებში სადაც ჰესები შენდება, მოსახლეობა დაუცველია“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც სოფლებში ჰესის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, მოსახლეობის უფლებებს არ იცავს. „აჭარისწყალი ჯორჯია“ თავის წილ პასუხისმგებლობას გაურბის. რადგან ჰესის მშენებლობის გამო დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები დაუცველია. მსგავსი შემთხვევებია სოფელ ჩანჩხალოს, დიაკონიძეების, ღურტას და ყინჩაურის შემთხვევაში. სანამ მოსახლეობა პროტესტით არ გამოვა, მანამდე არც კომპანია და არც სახელმწიფო …

აქციის დაშლა პოლიციის მიერ სოფელ მახალაკიძეებში და ულტიმატუმი მთავრობას [ვიდეო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების  მოსახლეობის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს  შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, მისი თქმით გზის გადაკეტვით და ქუჩაში დგომით პრობლემები არ გვარდება. ტარიელ ებრალიძე:  „მე გუშინ ვიყავი ადგილზე, მქონდა ინფორმაცია, რომ იქ იყვნენ სამართალდამცავები. მოსახლეობას ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამ რეჟიმში არ შეიძლებოდა  პრობლემების მოგვარება და ეს  არ არის სამართლებრივი …

აქციის მონაწილე შუახევიდან: პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვშალა

“პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვშალა,” – ამბობს “ბათუმელებთან” აქციის ერთ-ერთი მონაწილე სულხან მახარაძე. სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებთა საპროტესტო აქცია “აჭარისწყალი ჯორჯიას” მშენებარე ჰესის ერთ-ერთ გვირაბთან გაიმართა, სადაც შეკრებილებმა მშენებლებისგან მოითხოვეს დეტალური გეოლოგიური შესწავლის ამსახველი დოკუმენტის წარმოდგენა. “ჩვენ მხოლოდ გვირაბთან მისასვლელი გზა გვქონდა გადაკეტილი. მოვიდა 50-მდე პოლიციელი და კანონს არღვევთო. ვუთხარით, რომ კანონი ვიცოდით და ამის შემდეგ გადაგვიარეს. …

აქციის მონაწილე: პოლიციამ გაგვაფრთხილა, დავიშალოთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ის ხიდი აქვს გადაკეტილი, რომლის საშუალებითაც „აჭარ ენერჯი 2007“-ს მდინარე ჭოროხზე ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს. „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და გვითხრეს, კანონის ფარგლებში იყავითო… შემდეგ ხელვაჩაურის განყოფილებიდან ათამდე პოლიციელი მოვიდა და დაიშალეთ, თორემ დაგშლითო – გაგვაფრთხილეს. არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, სოფლებიდან უკვე იკრიბება …

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ხიდი გადაკეტა

საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობამ ის ხიდი გადაკეტა, რომლის საშუალებითაც “აჭარ ენერჯი 2007”-ს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მარადიდის ჰესის მშენებლობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია. ამ სოფლების 200-ზე მეტი ოჯახი, ჰესის მშენებლობის გამო, მათთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ – ფულად კომპენსაციას ითხოვს. აქციის მონაწილეები ხიდის გადაკეტვას 20 დღის ვადით გეგმავენ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

რამდენიმე სოფელი დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს

დღეს 13 ივნისს, საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს. ამ სოფლებში ჰესის მშენებლობის გამო, მათ ზიანის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია უნდა მიეღოთ. „ერთი კვირის წინ გვითხრეს რომ  ფულადი კომპენსაციების გაცემა დაიწყებოდა, თუმცა, შემდეგი კვირა მოვიდა და პროცესი დაწყებული არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს მანამდე, სანამ ხელისუფლება …

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა: ჰესის მშენებლობის გამო მეწყრის ახალი კერები გაჩნდა [ვიდეო]

დღეს, 22 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა შუახევში მიმდინარე ჰესის მშენებლობის სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, ნაცვლად შეპირებული ბურღვითი სამუშაოებისა, გვირაბი აფეთქებებით გაჰყავთ, რის გამოც სოფელში სახლებზე გაჩნდა ბზარები. მათივე ცნობით, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც და გაჩნდა მეწყრის ათამდე ახალი კერა. მოსახლეობა აჭარის მთავრობას სთხოვს, აიძულოს სამშენებლო …

შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან …

ღორჯომის მოსახლეობა ჰესების მშენებარე კომპანიას სასამართლოში უჩივის

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მცხოვრები  მოსახლეობა ჰესების მშენებარე კომპანიას  „აჭარის წყალი ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივის.

რა ბედი ელის ჩანჩხალოს

 

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში, იქ, სადაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი შენდება, მოსახლეობა გეოფიზიკურ დასკვნას ელოდება. სწორედ დასკვნის მოლოდინის გამო შეაჩერეს საპროტესტო აქციები და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გვირაბში სამუშაოების ჩატარების უფლება მისცეს. კვლევის შედეგები მოსახლეობისთვის ცნობილი ერთ კვირაში უნდა გახდეს. თუმცა ჩანჩხალოს მკვიდრთ მის სანდოობასთან დაკავშირებით უკვე კითხვები აქვთ. 

ღურტაში ხვალ მემორანდუმის პირობებს მოისმენენ

 

დღეს აჭარის მთავრობაში მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზიაციების და  კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლებმა მემორანდუმის იმ პირობებზე იმსჯელეს, რაზეც ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობას უნდა შეუთახმდნენ. 

სტუდენტები ღურტაში გეგმავენ წასვლას

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები  ხვალ ღურტაში წასვლას გეგმავენ. ისინი აპირებენ სოფელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის უნდა გაიმართოს.  

მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან

 

ხელვაჩაურში ჰესს, რომელსაც კომპანია „აჭარა ენერჯ 2007“ მდინარე ჭოროხზე აშენებს, სოფლები კირნათი, მარადიდი და  აჭარისწყალი ესაზღვრება. ჰესის აშენებით დაიტბორება აღნიშნული სოფლების მდინარისპირა ტერიტორია, რომლის ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაშია, ან ეგრეთ წოდებული “ბაბუის მიწაა”, რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდა.

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.


<!** Image 1 align="" alt="ირინე ურუშაძე" width="300 " height="457" >



მორატორიუმი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ

მორატორიუმი-ჰიდროპროექტ

რა ზემოქმედებას მოახდენს კლიმატზე აჭარის წყალსაცავები

რა-ზემოქმედებას-მოახდენს

Exit mobile version