სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმელმა სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ სასჯელი  სრულად მოიხადა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 8 სექტემბერს დატოვა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად. გამოძიება მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვე გრძელდებოდა. 25 …

დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ

დღეს, 25 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოიტანა გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმეზე. საქმე არსებითი განხილვით დასრულდა. მოსამართლემ ხუთივე პირი დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურ ძალადობაში და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა [აქედან მამუკა ჯორბენაძემ 18 000 ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 თვის …

სტუდენტი და პიანისტი ანრი კაკაბაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში  „4 სტუდენტის და დეკანის საქმის“  არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეზე პიანისტი და კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე კი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სტუდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევენ. ამავე საქმეზე კიდევ 3 სტუდენტი და დეკანი მამუკა ჯორბენაძე წინასასამართლო სხდომაზე გირაოთი გაათავისუფლეს. პატიმრობაში მყოფი ანრი კაკაბაძე არაერთი …

სტუდენტ, პიანისტ ანრი კაკაბაძის საქმეზე დღეს ბათუმში სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ანრი კაკაბაძის საქმის“ არსებითი განხილვა იწყება. ანრი კაკაბაძის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი ღამეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში ათევს. სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა ევროპული …

ნახეთ ხუთი ამბავი სტუდენტებზე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში – ანონსი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები 6 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში „თეატრის ენით სტუდენტების პრობლემებზე“ მოჰყვებიან. სტუდენტები ამბობენ, რომ ელიან ყველას, ვისთვისაც ახალგაზრდები, სტუდენტები და მათი სათქმელი მნიშვნელოვანია. „ეს სპექტაკლი არ დაიდგმება მხოლოდ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ამ სპექტაკლს დავდგამთ ყველა იმ უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე. ყველას შეუძლია მოვიდეს და დააკავშიროს ჩვენი …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

დღეს, 30 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, “აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო”. აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით აირჩია მოვალეობის შემსრულებელი. საბჭოში სულ 5 წევრია: ნოდარ კვირკველია – ასოცირებული პროფესორი, მხატვარი, სერგო გოგოლაძე – ასოცირებული პროფესორი, მხატვარი, მარიამ ჯახუტაშვილი – …

ხელოვნების უნივერსიტეტში ხვალ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევენ

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ, 30 იანვარს აირჩევენ. მოვალეობის შემსრულებლის კონკურსზე სულ ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. სოფიო თავაძე, ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მამუკა ალაფიშვილი, დირიჟორი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში მუშაობს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა კანდიდატებს. მათთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ ხედავენ უნივერსიტეტის განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და სტუდენტების პროტესტის ფონზე, თუმცა ამ თემებზე საუბრის სურვილი კანდიდატებმა არ …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში რჩებიან ანრი კაკაბაძის გათავისუფლებამდე

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ გათავისუფლდება სტუდენტი ანრი კაკაბაძეც, რომელიც დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. „ბათუმელებს“ სტუდენტებმა უთხრეს, რომ დღეს მე-13 ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში. „აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან პროტესტს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, სანამ არ გათავისუფლდება ანრი …

ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე

დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, …

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა. გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 30 იანვარს აირჩევენ

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. არჩევნების თარიღი 22 იანვარს გამოცხადდა. ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა ინგა ხალვაშია. “მე ვარ რექტორის მოადგილე, რომელსაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს აქვს უფლება გასწიოს რექტორის მოვალეობის შესრულება ორი კვირის ვადით”, – თქვა ინგა ხალვაშმა “ბათუმელებთან”. როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანდიდატებს …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მან აკადემიურ საბჭოს მიმართა თანამდებობის დატოვების განცხადებით. თეიმურაზ კეჟერაძემ „ბათუმელების“ ზარებს დღეს არ უპასუხა – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი. დღეს, 15 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ უნივერსიტეტის შენობის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. სტუდენტები …

ბათუმში დაკავებული პროფესორისა და 4 სტუდენტის მხარდასაჭერი პერფორმანსი დააანონსეს

დღეს, 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების მიერ ორგანიზებული პერფორმანსი იგეგმება, უნივერსიტეტის დაკავებული დეკანისა და სტუდენტების მხარდასაჭერად. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას …

პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე …

ხელოვნების უნივერსიტეტი დაკავებული 4 სტუდენტისა და დეკანის გათავისუფლებას ითხოვს

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებული 4 სტუდენტისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის გათავისუფლებას ითხოვენ. სტუდენტებმა დღეს, 10 დეკემბერს, უნივერსიტეტში  დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს. გუშინ, 9 დეკემბერს, დააკავეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის …

„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანებიან უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძისა და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტის დაკავებას. „3 დეკემბერს უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით …

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი – ისინი აქციებში მონაწილეობდნენ

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და …

Exit mobile version