კულტურის სამინისტრომ პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა

კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა. ახალი წესის მიხედვით, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა 45 დღის ნაცვლად 25 დღე იქნება. ამასთან, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტიც, „რადგან ეს ბიუროკრატიული …

მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა – კონკურსი ხელოვანებისთვის

მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებული პროექტის – i-Portunus-ის ფარგლებში  კონკურსი გამოცხადდა, რომელთაც ორგანიზებას  უწევენ გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა „იზოლაცია“. კონკურსის მიზანი ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა. პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფში, კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით და …

თავისუფალი პროექტების კონკურსი ხელოვნების სფეროში

ხელოვნებისა და კულტურის სფეროში გამოცხადდა ინოვაციური და კრეატიული პროექტების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ  პირებს. პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 45 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარისა. საკონკურსო განცხადებების მიღება 5 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურს აჭარის განათლებისა და კულტურის …

ცნობილი არტისტების სახელოსნოები, რომელთა მონახულებაც შეგიძლიათ | ფოტო

ვისაც ხელოვნება უყვარს, ალბათ, ერთხელ მაინც მონდომებია იმ ადგილების ნახვა, სადაც მისი საყვარელი ნამუშევრები შეიქმნა. მაგალითად, ცნობილია, რომ იმპრესიონისტები ნავით მდინარეზე გადაადგილდებოდნენ ან ღია ცისქვეშ მოლბერტით ისხდნენ და დროში წამით შეჩერებულ კადრებს ხატავდნენ. თუმცა როგორც ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი იტყოდა: “ქალმა რომ დაწეროს რომანი, სჭირდება ფული და საკუთარი ოთახი” ( “A Room of One’s Own” …

74 700 ლარი ბიუჯეტიდან – საგრანტო კონკურსი ხელოვანებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს სახელოვნებო სფეროში მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. 2020 წელს საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტი 74 700 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 34 000 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის – 40 700 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის, მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსებისა …

ბავშვთა სახეები ხელოვნებაში – გამოფენა ღია სივრცეში

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში ხელოვნების მსოფლიო შედევრების რეპროდუქციების ფოტოსესია გაიმართა. გამოფენილი იყო ფიროსმანის, რენუარის, მოდილიანის, მონეს და სხვა ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები. გამოფენა, როგორც მხატვარი ნინო ნიჟარაძე გვეუბნება, გაიმართა ევროპული მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების ფარგლებში. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები. გამოფენა დღის განმავლობაში გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ ცნობილი ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციის დათვალიერება. ამავე …

სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრებისთვის

“ჯიგრები” ორი მეგობრის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მხატვრებს სამუშაოს პოვნის საშუალებას აძლევს. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, კომპანია ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს მხატვარსა და დამკვეთს შორის. “ჯიგრები”, ერთი მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიანთი სახლის, ოფისის ან თუნდაც გარე კედლების მოხატვა, დაეხმარება მხატვრის მოძიებაში, მეორე მხრივ კი, მხატვრებს – სამსახურის პოვნაში. „სამი მიმართულება გვაქვს. მხატვარს აუცილებლად სჭირდება …

საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს

დღეს, 22 მარტს, ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაში. კონკრეტულად – დაზუსტდა  ანგარიშგების წესი და პირობები. შესრულებულ პროექტებს – საერთაშორისო ფესტივალებისა და ტურნირების შესახებ ანგარიშგების, აქამდე არსებული პრაქტიკით, მხოლოდ შესაბამისი სამსახური იბარებდა. ახალი წესის მიხედვით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი. მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის განცხადებით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, …

პირველი მხატვარი ქალი აჭარიდან – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

დღეს, 5 მარტს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში პირველი აჭარელი  მხატვარი ქალის, მუთებერ ვარშანიძის საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის ორი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. “წითელარმიელის დაბრუნება” – ასე ჰქვია მუთებერ ვარშანიძის ზეთით შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც სოცრეალიზმის ნიმუშადაა მიჩნეული. ნახატი მუზეუმში 1968 წელს მიიტანეს მხატვრის ოჯახის წევრებმა. მეორე ნამუშევარი, ნატურმორტი, საგამოფენოდ გადასცა მუზეუმს მხატვრის დისშვილმა, ქეთევან თალაკვაძემ. გამოფენაზე ასევე …

2019 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ანა ეძგვერაძე წარადგენს

2019 წლის ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს 32 წლის მხატვარი ანა ეძგვერაძე, იგივე ანა კ.ე. წარადგენს. მხატვარ Anna K.E.-სა და კურატორ მარგო ნორტონის, გალერეა სიმონე სუბალისა და პროჯექთ ართბითის პროექტი REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…  გამარჯვებულად creative georgia-ს ექსპერტთა კომისიამ გამოავლინა. „2019 წლის ვენეციის 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე ქართული პავილიონისთვის – Anna …

160 ათასი ლარი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, „შემოქმედებითი საქართველო“, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად  კონკურსს აცხადებს. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება, რომლის მთავარი თემაა „გეცხოვროთ საინტერესო დროს“ (May You Live in Interesting Times). კურატორი – რალფ რუგოფი (Ralph Rugoff). …

ვინ მოიპარა 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიკასოს ნამუშევრები?

საფრანგეთის სასამართლო აუქმებს ბრალდებას ელექტრიკოსისა და მისი ცოლის მიმართ, რომლებსაც პაბლო პიკასოს დაკარგული ნახატები აღმოაჩნდათ. პიკასოს ყოფილი ელექტრიკოსი და მისი ცოლი, პიერ და დანიელ ლე გუენეკები, 2016 წელს დამნაშავეებად ცნეს მხატვრის მამულიდან 271 ნამუშევრის მოპარვისთვის. სასამართლომ განაჩენი წინა კვირას, 28 თებერვალს გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლე გუენეკების საქმე ახალ ეტაპზე გადავა. სასამართლო საკითხს თავიდან …

ფეისბუქი შიშველი ვენერას წინააღმდეგ

ცენზურა 30 000 წლის ვილენდორფის ვენერას „პორნოგრაფიულ“ ქანდაკებასაც შეეხო. შიშველი  ქანდაკების ფოტო ფეისბუქმა სოცქსელისთვის შეუფერებელი პორნოგრაფიული შინაარსის გამო დაბლოკა. გამოცემა „artnewspaper“-ის ცნობით, ხელოვნების ნიმუშებზე ფეისბუქცენზურა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. „პორნოგრაფიად“ მიჩნეული  „ვილენდორფის ვენერა“ ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმშია (Naturhistorisches Museum) დაცული. თერთმეტსანტიმეტრიანი ქანდაკება დაახლოებით 30 000 წლისაა. ლორა გჰიანდას მიერ ატვირთული ქანდაკების ფოტო ფეისბუქცენზორებმა მალევე …

7 ათასი ლარი ერთი სახელოვნებო პროექტისთვის

ბათუმის მერია თეატრალური და სახვითი ხელოვნების სფეროში მომუშავე პირებს ერთ პროექტს დაუფინანსებს. მერიის ინფორმაციით, დაფინანსდება მინიმუმ ხუთი პროექტი. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 35 ათასი ლარია. კონკურსის პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროექტი. „პროექტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ან მათ მიერ შექმნილი იურიდიული პირებისა და თუ ორგანიზაციების მიერ, არ განიხილება,“ …

სააგენტო საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 30 ათას ლარს გადაიხდის. რაც შეეხება ფრესკების რეაბილიტაციას, ის პროექტის შედგენის შემდეგ დაიწყება. ჯერ უცნობია, დაახლოებით რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ამ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევები, თავისი ხარჯთაღრიცხვით. წინსწრებით ვერ ვიტყვით და არც ვიცით, თუ რა იქნება საჭირო ფრესკების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. როცა …

„ბედნიერი დასასრულის მიღმა“ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმში, 28 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ ინგლისში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ანდრია სემეიკო ანთელიძისა და მისი მეუღლის, ტაივანელი იუ-ჩენ ვანის გამოფენა – „ბედნიერი დასასრულის მიღმა“ გაიხსნება. „ბედნიერი დასასრული“ ნახევრად ბიოგრაფიული და ნახევრად გამოგონილი ისტორიაა მოგზაურობის შესახებ, რისი მიზანიც წყვილისთვის დაუსრულებელი ბედნიერების პოვნაა“. თანამედროვე ხელოვნების სივრცეს ინფორმაციით, ხელოვანთა საგამოფენო ისტორია  2010 წელს ლონდონში  დაიწყო …

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში [ფოტო]

დღეს 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ გაიხსნა. ამ წუთებში 6 მაისის პარკში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ხელნაკეთ ნივთებში წარმოდგენილია სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე, თექაზე დამზადებული ნივთები. პარკში ცხოველთა დამცველებსაც შეხვდებით, რომლებიც შემოწირულობებს აგროვებენ, შინაური ცხოველების დასახმარებლად. მსურველებს შეუძლიათ  სურვილის შემთხვევაში პატარა შინაური ცხოველების მეპატრონეებიც გახდნენ. დღის განმავლობაში არტეფესტივალის ფარგლებში პარკში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, …

ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ იწყება

ხვალ, 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“  იწყება.  ფესტივალი 6 მაისის პარკში გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არტფესტივალზე მხატვრების, დიზაინერების, ხელნაკეთი  ნამუშევრები გამოიფინება. მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელი და ქართველი ოსტატების ნამუშევრები იხილონ. „ასევე ნახავენ მასტერკლასებს და შოუპროგრამებს“. აქვე გაიყიდება ქართველი და უცხოელი ოსტატების ნამუშევრები. ნაჩვენები იქნება არტობიექტები და გრაფიტის შექმნა, ბავშვთა ზონაში იფუნქციონირებს ატრაქციონები, ასევე ფუდზონა. მოეწყობა ქართული …

კონკურსი ხელოვანებისთვის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურისა სამინისტროში  „ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ გამოცხადდა, რომელიც აჭარაში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებს, ინდივიდუალური შემსრულებლებს, მხატვრებსა და სხვებს,  შესაძლებლობას აძლევს კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება საქართველოს  და  საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში,  გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. „ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ ეტაპობრივად ტარდება, ამჟამინდელი მდგომარეობით დასრულებულია კონკურსის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში განაცხადებების მიღება მიმდინარე წლის …

თანამედროვე ხელოვნების სივრცე პროექტების კონკურსს აცხადებს

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე “თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით საგამოფენო პროექტების ხელშეწყობა – 2017“-ის ფარგლებში პროექტების კონკურსს აცხადებს. კონკურსში პროექტები მიიღება ბათუმიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან, რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან. კონკურში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: პროექტის შემსრულებელი შესაძლებელია იყოს საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; პროექტი მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების სფეროს უნდა ეხებოდეს;  აუცილებელია გამოფენას ჰქონდეს გამოკვეთილი კურატორული კონცეფცია …

30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 დასახელების წიგნის ბეჭდვა-აკინძვაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები ქვეპროგრამის „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იბეჭდება. სამინისტროს პროგრამები აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად „მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას“. წიგნების ბეჭდვა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე …

ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ იწყება

6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს.  სპექტაკლი  საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება. 7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

მეოთხე საგანი ეროვნულ გამოცდებზე

წელს, უკვე მესამედ, აბიტურიენტებს შეუძლიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დამატებით – მეოთხე საგნად აირჩიონ. საქართველოს 15-მდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წელს 620-მდე ადგილი გამოაცხადა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნით. თუმცა, ეს საგანი მხოლოდ 220 აბიტურიენტს აქვს არჩეული. რა სპეციფიკისაა გამოცდა საგანში, რა სირთულეები და დადებითი მხარეები ახლავს მას, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ …

“Street Art“ ფესტივალი წელს ბათუმის გარდა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება

წელს „სტრიტ არტ ფესტივალის“ ფარგლებში კედლებს ბათუმის გარდა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც მოხატავენ. 25 420 ლარზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა და განაცხადების მიღებაც დასრულებულია. სატენდერო პირობების თანახმად, აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში -ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი – საშუალოდ 70 მ2 ფართობი კედლის მოხატვა იგეგმება, მთლიანობაში – არანაკლებ 420 მ 2-ის. სატენდერო პირობებში აღნიშნულია, …

რა სჭირდებათ ხელოვნების პედაგოგებს

სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში. ხელოვნების მიმართულებით უფროსი …

ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება

ხელოვნების, ისევე როგორც მეცნიერების ისტორიაში, ქალები ნაკლებად ჩანან, რის გამოც ქალისა და კაცის თანასწორობაზე საუბრისას, ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ შემორჩნენ ხელოვნების ისტორიას გენიოსი ქალები? რამდენად სათანადოდ არიან ქალები წარმოდგენილი დღეს მეცნიერებაში,ხელოვნებაში და რამდენად სწორად ფასდება მათი შემოქმედება? “ბათუმელების” კითხვებს ხელოვნებათმცოდნემ, ფემინისტმა თეო ხატიაშვილმა უპასუხა.   თეო, რეალურად რამ განაპირობა ის, რომ ხელოვნების ისტორიაში ნაკლებად …

Exit mobile version