ერგეში ანგრევენ სტადიონს, რომლის მოწყობაზეც 50 ათასი დაიხარჯა – აქ სოციალური სახლი უნდა ააშენონ

ხელვაჩაურში, ერგეში სოციალურ სახლს აშენებენ და მინი-სტადიონს ანგრევენ. „აუცილებელი იყო ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა იქ დაგეწყოთ, სადაც ცოტა ხნის წინ მინისტადიონი ააშენეთ? 10 მეტრით ვერ გაიწევდა სამშენებლო მოედანი? კორპუსს რომ ააშენებთ და იქ ოჯახებს შეასახლებთ, ამ ხალხს არ დასჭირდება სპორტული სივრცე თუ ახალ სტადიონს ააშენებთ? ბევრი ფული გაქვთ?“ – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მალხაზ ჭკადუამ …

კვიპროსზე ანსამბლებთან ერთად ვარ მივლინებით – ხელვაჩაურის მერი

ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამუშაო მივლინებით კვიპროსზე იმყოფება. თუმცა უარყოფს, რომ მასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯზე მისი მეუღლეც გაემგზავრა. მერმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის ნამდვილად გაემგზავრა ქალაქ ლარნაკაში ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლებთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ. ზაზა დიასამიძის ინფორმაციით დაგეგმილი აქვს ოფიციალური შეხვედრა ლარნაკას მერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. …

„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

„იაგოს ბავშვის ნათლია მე ვარ, მაგრამ სხვა ბევრი ნათლულიც მყავს,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, რომელსაც ვკითხეთ, არის თუ არა ნამდვილად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის შვილის ნათლია? ხელვაჩაურის მერმა დაგვიდასტურა, რომ ნათლულის ბაბუაც დასაქმდა ხელვაჩაურის მერიაში. ზაზა დიასამიძეს ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებზეც ვკითხეთ. იგი ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია – მერიაში გადასვლის შემდეგ კი, თანამდებობებზე უკვე …

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები. აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ …

ჩაბნელებული ბათუმის შემოსასვლელი მაგისტრალი და გარეუბნები – რა პასუხი აქვს მერიას I VIDEO

გუშინ, 25 დეკემბერს, როცა ბათუმის მერი ცენტრალურ მოედანზე მილიონად ნაყიდ ნაძვის ხეს საზეიმოდ ანთებდა, ქალაქის მთავარი შემოსასვლელი ჩაბნელებული იყო. ბათუმში შემოსასვლელი ცენტრალური გზის მახინჯაურის მონაკვეთი დღესაც ჩაბნელებულია. მახინჯაურის ძველი რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მძღოლებსა და ქვეითებს კი სრულ სიბნელეში უწევთ გადაადგილება. ჩაბნელებულია თამარის დასახლების ერთი ნაწილიც. „როგორც მძღოლს ძალიან მეხმარება ქუჩის განათება. მით უფრო, …

ხელვაჩაურის მერს უკანონო მშენებლობა დაუკანონეს ამბის გახმაურებიდან მეორე დღესვე

ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო და დაასრულა კარკასისა და სახურავის გადახურვის სამუშაოები ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია – ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ზაზა დიასამიძის მშენებლობის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის მერიას შპს „არქ ლენდმა“ მიმართა, მეორე დღეს, პირველ სექტემბერს კი ხელვაჩაურის მერმა …

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ბათუმში საცხოვრებელ სახლს უნებართვოდ აშენებს – ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა ადასტურებს. ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არც  მშენებლობის ხარჯები აქვს მითითებული. სახლი უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხელვაჩაურის წინა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემაც აიშენა. მილიონიანი სახლის კარკასის მშენებლობა ჯუმბერ ვარდმანიძემ ისე დაასრულა, რომ ბათუმის მერიისთვის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, არც …

ხელვაჩაურის ყოფილი მერი აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად დაასაქმეს

ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების სამინისტროში მრჩევლად დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. „სამინისტრო ახორციელებს უმაღლესი განათლების მიმართულებით პროგრამებს. ბატონ ჯუმბერს აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით და გამოვიყენეთ მისი რესურსი. უმაღლესი განათლების სფეროში მინისტრის მრჩეველი იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. კითხვაზე, ხომ არ შეიქმნა მრჩევლის შტატი ხელვაჩაურის ყოფილი …

„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა. აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა. საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 …

„პარტიაში იყო გარჩევა“ – თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნუ სთხოვთ ახლა ამ კონტექსტში თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მას ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის გინების ფაქტზე ჰკითხეს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ  ეს საკითხი „პარტიის შიგნით გაარჩიეს“. „როცა წინა შემთხვევებში თვითმმართველობებში ყოფილა კონკრეტული გადაადგილებები, ბრალს მდებდით თვითმმართველობის საქმეებში ჩარევაში, …

„ვემიჯნებით თავდასხმას“ – პარლამენტის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„რა თქმა უნდა,  ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას, შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლების, ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი და მომავალშიც იქნება მიუღებელი. მე იმედი მაქვს, მას ექნება საშუალება ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და რეაქცია დააფიქსიროს, იმიტომ, რომ ის გახლავთ საჯარო მოხელე, პოლიტიკოსი და ამის საშუალება უნდა მისცეთ,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა „აჭარის …

“ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში”- რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი,” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ კითხვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის …

მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ ეს სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე.  ამბავი 1 – მშენებლობა ხელვაჩაურის  მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მახინჯაურში სამსართულიანი ფეშენებელური სახლი აიშენა ზღვის  ხედით. სახლი ტერასულ მიწის ნაკვეთზე ისეა აშენებული, რომ ყველა სართულის ყველა ფანჯრიდან, ასევე ყველა აივნიდან …

ხელვაჩაურის მერი კომერციული ფართობის გაქირავებით მიღებულ 54 000 ლარს მალავს

ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ბოლო ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებული აქვს, რომ ის კომერციული ფართობის მესაკუთრეა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ჯუმბერ ვარდმანიძეს თავის დეკლარაციაში არსად აქვს ნახსენები ამ კომერციული ფართობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ, რაც კანონდარღვევაა. კომერციული ფართობი, რომლის მესაკუთრეც ჯუმბერ ვარდმანიძეა, ჭავჭავაძის #6-ში მდებარეობს და 103,57 კვადრატული მეტრია. აქ „ბათუმელებს“ საკონდიტრო მაღაზია დახვდა. მაღაზიაში გვითხრეს, რომ ყოველთვიურად ქონების …

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით წინასაარჩევნო შეხვედრებზე სოფელ ჩხუტუნეთში დააფიქსირეს. სოფელში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები შეხვდნენ – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე. სააგიტაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა. საარჩევნო კანონმდებლობა ხელვაჩაურის მერს, როგორც არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირს, არ უზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, თუმცა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გ …

საკუთარი განცხადების საფუძველზე ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ხალვაშმა, თანამდებობა დატოვა. ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება დღეს დაწერა. „მაგიდაზე მაქვს მისი განცხადება, თანამდებობა დატოვა პირადი სურვილის საფუძველზე. დღეს მქონდა საუბარი, რა არის მიზეზი და ასე განმიმარტა,  რომ აქვს სხვა შემოთავაზებები და ამიტომ უნდა სცადოს საკუთარი თავი სხვა მიმართულებითაც,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. …

ხელვაჩაურის საკრებულომ დააზუსტა, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას მისი გადადგომის შემთხვევაში

დებულება, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულომ დღეს, 30 ოქტომბერს, დაამტკიცა, ადგენს ვინ შეასრულებს მუნიციპალიტეტის არჩეული მერის მოვალეობას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, თუ თანამდებობაზე არც მოადგილეა დანიშნული ან თანამდებობიდან ისიც წავიდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მერის დებულებაში ცვლილება მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიტანეს. კითხვაზე, …

რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში

ხელვაჩაურის მერისთვის, ჯუმბერ ვარდმანიძისთვის 2015 წელს, მაშინ, როცა ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 121 კვ.მეტრი კომერციული ფართობი უჩუქებიათ – ეს ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, ქონების ღირებულება კი არ მიუთითა. თავად ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ეს ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, დის ქმარს: „ქონების უზრუნველყოფა დასჭირდა და ფართობი …

მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“ ითვლის

მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა …

Exit mobile version