ბათუმში სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა. „რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. …
Tag Archives: ჭელიძეების და წულუკიძეების საქმე
საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ
დღეს, 15 იანვარს, ბათუმის საპროტესტო აქციებს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმართება აჭარის მთავრობასთან, ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც შეუერთდნენ. „ჩვენ უსამართლობა შეგვეხო და 30 წელი მოგვისაჯეს არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, აქ პირადი ინტერესების გამო არ მოვსულვართ, ჩვენ ვდგავართ როგორც ქართველები. ჩემს ძმას წაართვეს მთელი მისი ნაშრომი, სპორტული კარიერა – ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ჩვენ ოჯახს …
Continue reading “საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ”
პრეზიდენტმა ძმები წულუკიძეები შეიწყალა – მათ უკვე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება
პრეზიდენტმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა, ოჯახის წევრის ინფორმაციით, მათ უკვე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. „დღეს ცხრა საათზე გავიგეთ“, – გვითხრა ოჯახის წევრმა. რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გამოძიების ვერსიით, ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ მათ …
Continue reading “პრეზიდენტმა ძმები წულუკიძეები შეიწყალა – მათ უკვე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება”
როცა ძმები წულუკიძეები მკაცრად დასაჯეს, ჟურნალისტებზე მოძალადეები კი მსუბუქად – 2 მსგავსი საქმე
„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე …
ძმები წულუკიძეების საქმე – რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებსა და მათ ბიძაშვილებს კი – 4 წლით. წულუკიძეების ადვოკატი დავით ჯაფარიძე წულიკიძეების საქმეს 5 ივლისის საქმეს ადარებს და ამბობს, რომ სასამართლომ ამ ორ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი გამოიყენა. …
Continue reading “ძმები წულუკიძეების საქმე – რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ”
ძმები ჭელიძეები პრეზიდენტმა შეიწყალა, წულუკიძეები – არა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები შეიწყალა. ეს 2021 წლის საქმეა, როცა „ქართულ ოცნებასთან“ და უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან – თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებული, სოფელ დიდაჭარასა და ღორჯომში მცხოვრები 7 კაცი ერთდროულად დააკავეს. ამავე საქმეზე ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ელდარ ანთაძე და კიდევ ორი ბრალდებული – გელა და ირაკლი ჭელიძე პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან. …
Continue reading “ძმები ჭელიძეები პრეზიდენტმა შეიწყალა, წულუკიძეები – არა”
ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5 და 4 წელი მიუსაჯეს – შუაღამით დასრულებული სხდომა
დღეს, 25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა. „გუშინ მთელი დღე სხდომა მიდიოდა. ბოლოს, ღამის 11 საათზე მოსამართლემ თქვა, რომ გადიოდა სათათბიროდ. გავიდა და აღარ დაბრუნდა დარბაზში. …
როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?
„პოლიცია ჩაერია შეკრების უფლებაში, მას ჰქონდა ვალდებულება, განემარტა, რატომ არ მიეცათ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება, თუ ასეთი შეზღუდვის საფუძველი არსებობდა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე 20 ივნისს ბათუმში მომხდარ ამბავზე – პოლიციელებმა განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს, 7 მონაწილე დააკავეს და მხოლოდ ეს თქვეს: „აქ კარავს ვერ გაშლით“. …
Continue reading “როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?”
ბათუმში აქციაზე დაკავებულ ერთ პირს კოვიდი დაუდასტურდა
20 ივნისს ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებულ 7 პირთაგან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმში წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები აქციას მართავენ ამის შესახებ დღეს, 21 ივნისს, უთხრეს „ბათუმელებს“ დაკავებულის ახლობლებმა. მათი თქმით, დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი. აქცია გუშინ ბათუმში ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა გამართეს. აქციაზე 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ენმ-ს ერთ-ერთი …
Continue reading “ბათუმში აქციაზე დაკავებულ ერთ პირს კოვიდი დაუდასტურდა”
ბათუმში აქციაზე 7 პირი დააკავეს – შსს
შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 ივნისს, ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ 7 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. დაკავებულები არიან ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები. დაკავებულებს შორისაა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ქობულეთში, ბონდო თედორაძე. დღევანდელ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების …
დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ბათუმში
ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. მიზეზი აქციის მონაწილეების გადაწყვეტილება გახდა – ისინი აჭარის მთავრობის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ. აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა. ბრალდებულ ძმებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, დაკავებულები კი ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, …
Continue reading “დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ბათუმში”
ბათუმში წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები აქციას მართავენ
ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები დღეს, 20 ივნისს, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ჯერ ავტომანქანებით მოაწყვეს მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, შემდეგ კი, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, აქციის მონაწილეებს …
Continue reading “ბათუმში წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები აქციას მართავენ”
„ვითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას” – საპროტესტო მსვლელობა ბათუმში
„ვითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას“ – ამ მოთხოვნით დღეს, 15 ივნისს, ბრალდებული ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა ბათუმში ავტომანქანებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულები პოლიტიკური ნიშნით არიან პატიმრობაში. მათ დღეს ასევე დააანონსეს საპროტესტო აქცია კვირას, აჭარის მთავრობის სახლთან. ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ, …
Continue reading “„ვითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას” – საპროტესტო მსვლელობა ბათუმში”
ეტლით მოსარგებლე: კარავი წამართვეს მთავრობის სახლთან და აღარ მიბრუნებენ
„კარავი პოლიციელების თვალწინ და აჭარის მთავრობის სახლის წინ წამართვეს და აღარ მიბრუნებენ,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირია და 26 მაისს პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა. 26 მაისიდან ამ დრომდე ჯემალ ჭელიძის სოციალური პრობლემები აჭარის მთავრობაში არავინ მოისმინა. „რადგან არავინ მოიცალა ჩემთვის, მე ისევ მოვედი აქ, რადგან მთავრობა ვალდებულია, …
Continue reading “ეტლით მოსარგებლე: კარავი წამართვეს მთავრობის სახლთან და აღარ მიბრუნებენ”
რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს
„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 …
Continue reading “რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს”
სად წაიღეს ეტლი, რომელიც თორნიკე რიჟვაძეს პროტესტის ნიშნად დაუტოვეს
„ეტლი ინახება დაცულ ადგილზე და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს,“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ, სად წავიდა ეტლი, რომელიც ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს 26 მაისს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლის დატოვებამდე 3 დღის განმავლობაში ითხოვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ან აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრას სოციალურ პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაგრამ მისი მოსმენა არავინ ისურვა. …
Continue reading “სად წაიღეს ეტლი, რომელიც თორნიკე რიჟვაძეს პროტესტის ნიშნად დაუტოვეს”
„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ
ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ, ალბათ, ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის 12 აპრილის აქციაზე. „….რეზო წულუკიძემ შეგვაგინა დედის მისამართით, თან მოულოდნელად მან მომიქნია მარჯვენა მუშტი და პირველი დამარტყა სახეში, რითაც განვიცადე ძლიერი ტკივილი, მაგრამ გონება არ დამიკარგია… ყველა …
დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლების აქცია ბათუმში
დღეს, 25 აპრილს, ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების, ასევე მათთან ერთად დაკავებული ელდარ ანთაძის ახლობლები ბათუმში აქციას მართავენ. 7 პირი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი რიონის ხეობის დამცველებთან ჩავიდნენ სოლიდარობის გამოსახატად. მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სხვა პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა – პოლიციის ინფორმაციით, ხეობიდან წამოსვლის შემდეგ, გზად, რამდენიმე ადამიანს სცემეს. პოლიციის ვერსიას არ იზიარებენ …
Continue reading “დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლების აქცია ბათუმში”
„წულუკიძეების საქმეზე“ მე-7 პირი, ელდარ ანთაძეც დააკავეს
„წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ დღეს, 23 აპრილს, ბათუმში ელდარ ანთაძეც დააკავეს. საუბარია რიონის ხეობის დაცვისთვის გამართულ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობაზე, რომლის შემდეგაც ბათუმიდან ჩასული 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა [ელდარ ანთაძის] 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, …
Continue reading “„წულუკიძეების საქმეზე“ მე-7 პირი, ელდარ ანთაძეც დააკავეს”
წულუკიძეებს და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ბათუმში დაკავებულ ძმებ წულუკიძეებს და ჭელიძეებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა გუშინ, 16 აპრილს, ღამით ჩატარდა. წულუკიძეების ადვოკატის, ირაკლი შავაძის ინფორმაციით, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა 20 წლის ბრალდებულსაც, როცა კანონით არასრულწლოვნის შემთხვევაში მძიმე დანაშაულებზე განრიდება უნდა განიხილონ. კანონის ეს ნორმა 21 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხებათ. გუშინ, 16 აპრილს, ვიდრე მოსამართლე …
Continue reading “წულუკიძეებს და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ წულუკიძეები, რომლებიც ენმ-ის მხარდამჭერები არიან, დღეს არანაირ აქტივობას არ გეგმავენ. მირდატ ქამადაძემ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენმ გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. „მაშინაც, როცა ვაგებდით არჩევნებს, ფაქტები აჩვენებს, რომ არეულობა ჩვენს ინტერესში არასდროს არ შედიოდა“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე. დღეს, 16:00 საათზე, გამართულ …
Continue reading “ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს”
კოტე ანანიაშვილი პოლიციაში კონსპირაციულ შეხვედრაზე, რაზეც ფირუზ წულუკიძე საუბრობს
„უამრავი შეხვედრა იყო, როგორც რეზო წულუკიძესთან, ასევე ელდარ ანთაძესთან სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე. ეს რომ რამე კონკრეტული დავალება ყოფილიყო, ეს გამორიცხულია,“ – ამბობს კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი „წინასაარჩევნოდ ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე“. კოტე ანანიაშვილს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ადასტურებს თუ არა იგი პოლიციის შენობაში კონსპირაციულ შეხვედრებს, სადაც სპორტსმენებს წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვეს. კოტე ანანიაშვილის თქმით, შეხვედრები სხვადასხვა სისხლის …
Continue reading “კოტე ანანიაშვილი პოლიციაში კონსპირაციულ შეხვედრაზე, რაზეც ფირუზ წულუკიძე საუბრობს”