ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა, ვკითხულობთ, რომ 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების გააქტიურების ზონაში დგას და აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი …
Tag Archives: წაბლანა
„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე
ხულოში, სოფელ წაბლანაში, ის ადგილი, სადაც სკოლის აშენება იგეგმებოდა, მეწყერსაშიშია. ამ ადგილას ახალი სკოლა ვეღარ აშენდება, მეტიც, საფრთხის შემცველია სკოლის მიმდებარე ის ტერიტორიაც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ამას ამბობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ: „წაბლანაში საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოდინამიკური პროცესების მუდმივი წარმოქმნა/განვითარების მაღალი …
წაბლანაში ბილიკი დამეწყრილ გზაზე გააკეთეს – „ვუყურებდით, რამე არ წამოსულიყო ზემოდან“
სოფელ წაბლანაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დამეწყრილ ცენტრალურ გზაზე საფეხმავლო ბილიკი საკუთარი ძალებით მოაწყო. წაბლანელ ნოდარ დავითაძის თქმით, ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილ მეწყრულ მასაში ხშირად საქონელი ეფლობა. „ფეხით გადასასვლელ ბილიკს ვაკეთებთ, რადგან პირუტყვი ვერ დადის, ამ ბილიკთან იკეტება და შემდეგ წრეს ვარტყამთ 12 კილომეტრზე. ჩვენი ძალით ბილიკი გუშინ გავაკეთეთ ისე, რომ ფეხით უკვე ადამიანიც გაივლის. ეს გზა ორ …
წაბლანაში მეწყრის შიშის გამო მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ
ხულოს სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელში დადიან სასწავლად. სკოლის შენობაში სწავლის შეჩერების მიზეზი მეწყრის გააქტიურების შიში გახდა. უკვე რამდენიმე თვეა სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს და რამდენიმე ოჯახისთვის საფრთხისშემცველია. ამაზე თემაზე: წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს „წაბლანის მოსახლეობამ და სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთობლივად …
Continue reading “წაბლანაში მეწყრის შიშის გამო მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ”
წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს
ხულოში, სოფელ წაბლანაში, მოსახლეობას გააქტიურებული მეწყრული პროცესი აშინებს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გააქტიურდა და ბევრი ოჯახისთვისაა საფრთხის შემცველი. სოფელ წაბლანის მკვიდრი, 48 წლის ნანი შაინიძე ამბობს, რომ პრაქტიკულად მთელი სოფელი პარალიზებულია, რადგან მეწყერმა ხულოს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი სოფლის გზის ნაწილიც წაიღო და მოსახლეობა იძულებულია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რომელიც შორია. „როცა …
Continue reading “წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს”
15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება
ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი აპირებს აქციაზე მისვლას და თავიანთი პრობლემების მოგვარების მოთხოვნას. აქციის ინიციატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „აქციაზე მისვლას აპირებენ ის მოქალაქეები, ვინც აჭარაში ავტობანის თუ ჰესების მშენებლობის გამო დაზარალდნენ. ასევე იპოთეკით დაზარალებულები, ვისაც სესხი ჰქონდა და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი …
Continue reading “15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება”
რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია
„აშკარაა, რომ წაბლანას მოსახლეობისთვის ცარიელი ჭერის და კედლების გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო საცხოვრისზე მათი უფლების დაკმაყოფილებად და სახელმწიფოს ეკომიგრანტების მიმართ ვალდებულებები შესრულებულად შეუძლებელია მივიჩნიოთ,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის მიერ დღეს, 13 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში სოფელ წაბლანის მცხოვრებლების შესახებ. წაბლანა ხულოს ერთ-ერთი სოფელია, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე პროტესტის …
Continue reading “რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია”
თორნიკე რიჟვაძე: წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა
„ყველამ უნდა იცოდეთ, რომ გუშინ იქ არჩევნები არ ჩავარდნილა. გაიხსნა საარჩევნო უბნები და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში,“- აღნიშნა დღეს, პირველ ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ წაბლანაში არჩევნების ბოიკოტის შესახებ. საუბარია ხულოს ორ საარჩევნო უბანზე, სადაც არცერთი ამომრჩეველი არ მივიდა. „რაც შეეხება ზოგადად გარკვეული ჯგუფის, თუ კონკრეტული სოფლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა”
სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიის ოქმი, რომელიც ისტორიას დარჩება
სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიაში, სადაც ამომრჩეველი უბანზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, საარჩევნო ყუთიდან მხოლოდ ათი კონვერტი ამოიღეს. ყუთში ათივე ბიულეტენი ამავე საარჩევნო კომისიის წევრებმა მოათავსეს. ხმები კი ასე გადანაწილდა: 8 ხმა მიიღო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ოცნებიდან“, 1 ხმა მიშა ბოლქვაძემ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 ხმაც ტარიელ ნაკაიძემ – „ევროპული საქართველოდან“. საარჩევნო კომისიაში …
Continue reading “სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიის ოქმი, რომელიც ისტორიას დარჩება “
სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა
ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებს, რომ ამ სოფელში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არც ერთი სრულწლოვანი ადამიანი არ მივა საარჩევნო უბანზე. ხელისუფლებამ არ ისმინა სოფლის შეტყობინება, რითაც მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა უნდოდათ. პირიქით, ამ სოფელში უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის #32 საარჩევნო უბანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე …
Continue reading “სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა”
მხოლოდ კომისიის წევრების 8 ხმა – პროტესტი წაბლანასა და წაბლიანში
“ეზოში არიან შეკრებილი, იქნებ შემოვიდნენ, რა ვიცი… ჯერჯერობით მარტო კომისიის წევრებმა მივეცით ხმა. 8 კონვერტია ჩაგდებული ყუთში,”- ამბობს “ბათუმელებთან” ბიჭიკო შანთაძე. ის ხულოში, სოფელ წაბლანას საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეა. ამ სოფელში დღეს არჩევნებზე არავინ მიდის. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ სხალთის თემის სოფელ წაბლიანშიც. დღეს არც აქ მოსილა ამომრჩეველი უბანზე. წაბლანელები რომ არჩევნებზე არ მიდიოდნენ, ამის შესახებ …
Continue reading “მხოლოდ კომისიის წევრების 8 ხმა – პროტესტი წაბლანასა და წაბლიანში”
წაბლანაში ხმა მხოლოდ კომისიის წევრებმა მისცეს – აჭარის ერთი სოფლის ბოიკოტი არჩევნებს
ხულოს მუნიციპალიტის სოფელ წაბლანაში პროტესტი გრძელდება, ამ სოფელში მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. დღეს, 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნის ეზოში სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, თუმცა ისინი ხმის მიცემას არ აპირებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე სოფელში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებმა მიიღეს, რომლებიც ამ სოფლის მკვიდრები არ არიან. სოფელი ხულოში, სადაც არჩევნებზე არავინ მიდის წაბლანაში ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათ …
წაბლანიდან ბათუმში აქციის გასამართად – „900 ამომრჩეველია ჩვენთან, არჩევნები არ ჩატარდება“
„900 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება საარჩევნო ყუთში, თუ არ გაგვირემონტებენ ბინებს“, – აცხადებენ ერას მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. ისინი სოფელ წაბლანიდან არიან და დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ აქციის გასამართად. რა ბინების გარემონტებას ითხოვს წაბლანის მოსახლეობა ან რატომ არის ვალდებული სახელმწიფო მათ საცხოვრებელი გაურემონტოს? – ამ კითხვის პასუხად აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, …
„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“ – წაბლანელების აქცია
დღეს, 2 აგვისტოს, აქცია გაიმართა ხულოში, სოფელ წაბლანაში. წაბლანის მოსახლეობა, რომლებიც ეკომიგრანტები არიან, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია, მათ ბინები გადასცეს ბათუმში, თუმცა ესაა შავი კარკასი, რომლის გარემონტების საშუალება მათ არ აქვთ. გარდა ამისა, გაუმართავია ინფრასტრუქტურაც, წაბლანაში ცხოვრება კი საშიშია, რადგან სოფელი მეწყერსაშიში ზონაა. „თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება აქციები“, – …
Continue reading “„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“ – წაბლანელების აქცია”
ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ
სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მოწყობის სამუშაოებზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. მემორიალისთვის 78 420 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტით დაგეგმილია არსებული მემორიალის რეაბილიტაცია. ადგილს შემოღობავენ აგურის ღობით, მოაწყობენ სკვერს, ბილიკებს, განათებას, დაამონტაჟებენ სკამებს, დადგამენ ნაგვის ურნებს. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მთლიანად შეიცვლება არსებული …
Continue reading “ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ”
ხულოში 8-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
დღეს, პირველ ივნისს, ხანძრის შედეგად ხულოში, სოფელ წაბლანაში შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხულოს მერიის ცნობით, შაინიძეების ოჯახში 8 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 4 არასრულწლოვანია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიისვე ცნობით, ოჯახი დროებით მეზობელთან იმყოფება და მათი საცხოვრებელი ბინის ქირას ხულოს მერია უზრუნველყოფს. __________________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრები 212 ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი ბინები შენდება. მაღალმთიანი აჭარის გეოლოგიურად აქტიური სოფლის მოსახლეობისთვის მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მშენებლობის პროექტი, 5 001 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მილიონ 550 000 ლარი აჭარის მთავრობამ მოსახლეობის მიერ შექმნილ ამხანაგობას უსასყიდლოდ გადასცა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 212 ოჯახის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015-ს~ აჭარის მთავრობამ ქალაქ ბათუმში, …
წაბლანის სტიქიას გადარჩენილი
სოფელ წაბლანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ 15 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის დროს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადარჩენილი სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა და ისინი ბათუმისა და მწვანე კონცხის დასასვენებელ სახლებში მოათავსა. მაშინ ზემოაჭარის მცხოვრებლებზე უზარმაზარი კრედიტი გამოიყო, მაგრამ ეს დახმარება მთავარ დაზარალებულებს არ შეხებიათ. „გაზეთ ბათუმელებს“ მწვანე კონცხზე მცხოვრებმა წაბლანელმა პენსიონერმა ნიაზ შაინიძემ …