„ამბასადორი ბათუმში“ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ბულვარში, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტზე მომხდარი აფეთქების გამო, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. „ბათუმელები“ დავუკავშირდით შრომის უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც ვიკითხეთ, რამ გამოიწვია აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“, რატომ არ იყო შრომის უსაფრთხოება დაცული და რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე. …

ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება

ქობულეთში, საწარმო „თეთროსანში“ დასაქმებული შუახნის კაცი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა …

„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველანი ვნერვიულობთ. ბავშვებიც განიცდიან მამის ამბავს, გოგონამ იტირა კიდეც სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ. მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ჟანა გოგატიშვილი, დაკავებული მაღაროელის, მერაბ სარალიძის მეუღლე. „11 წელია მაღაროში მუშაობს ჩემი მეუღლე. გვირაბგამყვანია და ყოველდღე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. დაშავდა ორჯერ, ქვა მოხვდა თავში …

მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნები დაამტკიცა – ახალი რეგლამენტი 

საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ახალი რეგლამენტის მიხედვით: „დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა“. იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი …

ვის და რას შეამოწმებს შრომის ინსპექცია – კანონი ამოქმედდა, რა შეუძლია ახალ სამსახურს

2020 წლის 5 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური. ახალი სამსახური რჩება სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დანიშნოს. ამავე პერიოდში უნდა დასრულდეს დეპარტამენტის ფუნქციების და უფლებამოსილებების …

EMC-ი მუშების დაღუპვაზე: მნიშვნელოვანია, რეგიონებში შრომის ინსპექტორების არსებობა

ბოლო ორ დღეში, 7 და 9 ივნისს, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა,  მათგან ერთი ბათუმში, მეორე – მარნეულში. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი მუშების დაღუპვას ეხმიანება და იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლებიც ამ თვალსაზრისთ სიტუაციის გამოსწორებას შეუწყობდა ხელს. „საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო …

ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

„მიმდინარეობს გამოძიება“, – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როცა ზუსტად 6 თვის წინ ბათუმში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის გამოძიების შესახებ ვიკითხეთ. მაშინ, 2019 წლის 7 ნოემბერს, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაში, მშენებლობიდან 23 წლის ანრი მახარობლიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ორი დღის წინ, 7 ივნისს, …

მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება

კომპანია „აჭარა ტექსტილე“ ეხმაურება „ბათუმელებში“ გუშინ, 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას „რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ“. სტატიაში რამდენიმე მკერავი შიშობს იმაზე, რომ მათი შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის. სტატიაში წარმოდგენილი იყო კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ პოზიციაც, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ შავაძემ, რომელიც დღეს, 22 მარტს დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ სტატიაში არაა სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, თუ …

ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულ მუშას ფეხი შეუნარჩუნდება

„დაშავებულს ფეხი შეუნარჩუნდება,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აბუსერიძის ქუჩაზე დაშავებული მუშების შესახებ. წყალანირების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დღეს, 17 ნოემბერს, რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად ორი მუშა დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ მუშას ფეხი მოტეხილი ჰქონდა. „ორივე დაშავებულს ახლა ოპერაციას უკეთებენ. 40 წლამდე მამაკაცს ორივე წვივის ძვალი აქვს მოტეხილი, მას რეფერალურ ჰოსპიტალში უტარებენ …

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების კუთხით მოამზადებს

სამი თანამშრომლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის შესწავლის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სატრენინგო მომსახურებას შეისყიდის. მომსახურებაზე, რისთვისაც მაქსიმუმ 3 300 ლარია გათვალისწინებული, სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სატრენინგო მომსახურება – „შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი“ – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამი თანამშრომლისთვის. ტრენინგის კურსი კი, თითოეული მონაწილისათვის, უნდა შეადგენდეს არანაკლებ …

შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

მშენებლობებზე დაღუპულთა თუ დაშავებულთა სტატისტიკა ისევ მძიმეა. ასეა იმის მიუხედავად, რომ კანონი შეიცვალა, შეიქმნა შრომის ინსპექცია, მშენებარე ობიექტებზე კი, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გამოჩნდნენ… მხოლოდ 2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო.  ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ …

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომლის მშენებლობაზეც 16 წლის ბიჭი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 …

ოჯახები შიმშილისგან გამოსავალს ბავშვების შრომაში პოულობენ – მიმართვა ხელისუფლებას

„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა – არაადეკვატური“, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). ისინი 16 ივლისს თბილისში, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის მშენებლობაზე დაღუპვას ეხმაურებიან. გიორგი ბეშკენაძე დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის …

საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი: „დღევანდელი აქციის გზავნილია, გვქონდეს ისეთი შრომითი კოდექსი, რომელიც იქნება ადამიანის უსაფრთხოების გარანტი. შეთანხმებული მოქმედება მთავრობასა და ბიზნესს შორის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის, უნდა დამთავრდეს და …

ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მოთხოვნაა. საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 31 მარტს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსებს შორის მიწა ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა, მათი …

შრომის უსაფრთხოების მენეჯერის აკრედიტებული პროგრამა ბათუმში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამაზე. პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სრულად პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში  არსებულ გამოწვევებს. პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე, დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის. კურსის ხანგრძლივობა: 20-25 დღე, 130 საათი.  კურსის დაწყების სავარაუდო დრო: 2019 წლის 18 თებერვალი (პირველი ჯგუფი). ტრენინგის ჩატარების გრაფიკი შედგება …

სავალდებულოა თუ არა მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე

კომპანიები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბრამდე იყო, თუმცა 28 სექტემბერს იუსტიციის სახლებში რეგისტრაციის მსურველთა გრძელი რიგების გამო, მთავრობამ რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. 31 ოქტომბრიდან, დაურეგისტრირებლობისთვის, შესაბამისი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. რიგები ძირითადად გამოიწვია იმან, რომ …

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35-წლამდე კაცი ჩამოვარდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს. როგორც „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ. მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის …

ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორებს ეძებს

„პრობლემა არის კადრები, პროფესიონალი კადრები არ გვყავს,“ – აღნიშნა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ელგუჯა მელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნესმენებს შეხვდნენ. კომპანიებს, სადაც უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკი არსებობს, უსაფრთხოების მენეჯერი უნდა ჰყავდეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფოც ეძებს. „დეფიციტურია, კი. 30 ინსპექტორი უკვე გვყავს და მალე …

მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოებაზე: ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული

„სახელმწიფო პოლიტიკა არის ბიზნესის მხარდაჭერა… ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული,”- უთხრა ბიზნესმენებს საქართველის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 11 სექტემბერს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე ესაუბრნენ ბიზნესმენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მარტიდან უკვე შეეხო მძიმე და საშიშპირობებიან ბიზნესს. ამ კომპანიებში შესვლა და ინსპექტირების …

მთავრობამ საფრთხის შემცველი, მძიმე და მავნე სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცდა. შესაბამისი დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა. ასეთი სამუშაოების ჩამონათვალის განსაზღვრას საქართველოს მთავრობას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ავალდებულებდა. ეს კანონი კი, ზოგიერთი მუხლის გამოკლებით, ძალაში 2018 წლის 7 ივლისს შევიდა. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და …

დასაქმებულის პროტესტი მძიმე შრომით პირობებზე და სახელმწიფოს უარი რეაგირებაზე

„ინსპექტირების განხორციელება ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია დამსაქმებლის თანხმობაზე,“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებულს, რომელმაც სამინისტროს წერილობით მიმართა და სამუშაო ადგილზე მძიმე შრომითი პირობები გააპროტესტა. მოქალაქის პრობლემის შესახებ და სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხი სოციალურ ქსელში „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეგი ბაკურიძე გვიყვება, რომ შრომის პირობები კონკრეტულ კომპანიაში …

მშენებლობა საბავშვო ბაღის ეზოსთან

ბათუმში, პუშკინის N111-ში, 16 -ე საბავშვო ბაღის ეზოსთან შპს „უსა ჯორჯია“  მრავალბინიან სახლს აშენებს. მშენებლობა ბაღის შესასვლელთან მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ მშენებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს წერილობითაც მიმართა. „გავესაუბრე მშენებლებს, ადგილი შემოსაზღვრეს, რომ ბავშვმა იქ მისვლა ვერ შეძლოს. მე ბადეც ვთხოვე, ბადე არ გაკეთდებაო …

ბათუმში მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველის თქმით მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ მათ ორი მუშა გადაიყვანეს საავადმყოფიში, ერთი მუშა კი მაშველებმა გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევა სისხლის სამართლის …

მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშა, რომელიც 24 ივნისს,  Real Palace-ის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. „პაციენტი ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი დღეს დილით გარდაიცვალა“, – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. კომპანია Real …

Exit mobile version