ზღვაზე ძებნა-გადარჩენა – ბათუმში მასშტაბური წვრთნები იგეგმება

13 სექტემბერს შავ ზღვაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება. წვრთნების მიზანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებაა, ასევე, იმის შემოწმება, თუ რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ შესაბამისი ორგანოები ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას. წვრთნებს კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს. წვრთნები ორ ადგილას …

შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია. სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები და მოქალაქეებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.

შავი ზღვა ქიმიურად დაბინძურებულია, თუმცა საქართველოს სანაპიროები – არა

შავი ზღვა სახიფათო ქიმიური ნივთიერებებითაა დაბინძურებული. “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი ზღვის  დაბინძურებას ხუთი ფაქტორი განაპირობებს. შავი ზღვა ბინძურდება მუნიციპალური ნარჩენი წყლებით, მაგალითად, ანტიბიოტიკების, ბიოციდების, პლასტიზატორების, აალების საწინააღმდეგო და პირადი ჰიგიენის საშუალებების ზღვაში მოხვედრის შემდეგ. მეორე დამაბინძურებელი ფაქტორია სამრეწველო ნარჩენი წყლები, რომლებშიც ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრია. შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს …

ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი …

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა. იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის …

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

დღეს, 21 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] შემოვიდა. საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. USS Ross [DDG 71] არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. „USS Ross-ის ვიზიტი …

ბადეში მოყოლილი ზუთხი ზღვაში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ინფორმაციით, ექსპედიციისას ბადეში ზუთხი (ტარაღანა ანუ ცქვრინი) მოჰყვა, რომელიც ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, მიჩნეულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფად და მოწყვლად სახეობად ევროპაში. ზუთხის მტკნარი და მარილიანი წყლის ბინადარია. მისი სიგრძე 100-175 სმ.  წონა 100 კგ-ზე მეტს აღწევს.  გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

შავი ზღვის მონიტორინგის ყველაზე მასშტაბური პროექტი EMBLAS+ ბრუნდება

შავი ზღვის მონიტორინგის პროექტი ემბლას+ დაიწყო. ემბლას პროექტი პირველად 2016 წელს ჩატარდა, როცა ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგი ჩაატარეს, რომელიც ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს მოიცავდა. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი გემი …

შავი ზღვის ზვიგენის ფოტოები საზღვაო ექსპედიციიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. შედეგად შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ. თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, ექოსაუნდერის საშუალებით ჩატარდა რესურსების სკანირება. წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. …

კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის მარაგების შესწავლა იწყება. სამეცნიერო გემი, რომელმაც სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა უნდა ჩაატაროს, ბათუმის პორტში 18 დეკემბერს შემოვიდა. აკუსტიკურ კვლევასთან ერთად,  სპეციალისტების თევზის რესურსსაც შეაფასებენ. თურქ მეცნიერებთან ერთად გემზე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი ქართველი თანამშრომელიც იქნება. მეცნიერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რვა დღის განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს. “შავი ზღვის  მონიტორინგის განხორციელება …

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა

შავ ზღვაზე 2018 წლის დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა. ექსპედიცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე  ჩატარდა. კვლევის მიზანია შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შეფასება და შესწავლა. ექსპედიცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოაწყო. სპეციალისტები, ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. აიღეს სპეციალური სინჯები, რომელთა კვლევა …

საიდან ხვდება ნარჩენები შავ ზღვაში – ახალი პროექტი შავი ზღვის ხუთი ქვეყნისთვის

საიდან ბინძურდება შავი ზღვა და აკვატორიის რა ნაწილია დაბინძურებული ნარჩენებით – ამის დასადგენად მუშაობა ხუთმა ქვეყანამ ერთობლივად დაიწყო: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საქართველო. პროექტის ფარგლებში საერთო ინტერნეტპლატფორმა შეიქმნება, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მშობლიურ ენაზე შეეძლება ინფორმაციის მიღება შავ ზღვაში ნარჩენებთან დაკავშირებით. მომხმარებელს პლტაფორმაზე ინფორმაციის დამატების საშუალებაც ექნება, რომელიც გადამოწმების შემდეგ აისახება საიტზე. დღეს, 21 ნოემბერს, პროექტის …

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

„ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო. სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს. „2017 …

ნატოს გემები საქართველოში [ფოტო]

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმის პორტში ნატოს ხუთი ხომალდი შემოვიდა. შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი [SNMCMG2] II რანგის კაპიტან ფრანკ მაგინსკის ხელმძღვანელობით არის შემოსული. შენაერთის შემადგენლობაში სულ ხუთი ხომალდია  – საფლაგმანო ხომალდი FGS RHEIN [გერმანია], ხომალდები: TCG ERDEMLI [თურქეთის რესპუბლიკა], BRG STIBAR [ბულგარეთი], ROS DIMITRIE NICOLESCUE [რუმინეთი] და SPS TURIA [ესპანეთი]. …

ბათუმი ზღვიდან [ფოტო]

მზე, ზღვა, შეზლონგი, სასიამოვნო მუსიკა და ხედი – ასეთია ზოგადი წარმოდგენა ბათუმში დასვენებაზე. თუ შეეცდებით ქალაქი ზღვიდან დაინახოთ, ასეთი ხედები დაგხვდებათ.

რა შანსი აქვს მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე

„ბოლო სამი წლის განმავლობაში დიდი საკრუიზო გემები, რომლებიც  ხმელთაშუა და კარიბის ზღვას სერავენ და ევროპის გარშემო დაცურავენ, თითქმის გაქრნენ შავი ზღვიდან. ჩვენ ვფიქრობდით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე შეგვეკრიბა და გვეფიქრა, როგორ გავაუმჯობესოთ შექმნილი სიტუაცია,“ – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) …

სამაშველო სამსახური: შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 15 სექტემბერს, შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია. ტალღების სიმაღლე ზღვის სანაპიროზე 3 მეტრს აღწევს, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთილებას რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. „გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“. აკრძალვა 16 სექტემბერის 10:00 საათამდე მოქმედებს.

შავი ზღვის სანაპიროს კლდოვანი კლიფების მონიტორინგი დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპიროს კლდოვანი კლიფებისა და საპორტო ნაგებობების პეტრა-ციხისძირის, სარფისა და მწვანე კონცხის კლდოვან მასივებზე აგვისტოსა და სექტემბრის თვეში მაკროფიტებისა და მაკროუხერხემლოების მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის მიზანია საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასება და არსებული მდგომარეობის განსაზღვრა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, …

შავ ზღვაში გასაბერი ნავით დაკარგული წყვილი გადაარჩინეს

რუსული მედიის ცნობით, ნოვოროსიისკში მცხოვრებმა წყვილმა, ნადეჟდა აპაჩკინამ და მიხაილ ალავერდიანმა, ხუთი დღე გაატარა ღია ზღვაში, საკვებისა და წყლის გარეშე. როგორც წყვილი იხსენებს, ისინი 8 აგვისტოს მცირე ხნით სათევზაოდ გავიდნენ ზღვაში გასაბერი ნავით. წყვილი უკან დაბრუნებას მალევე აპირებდა, ტელეფონები და საათები მანქანაში დატოვეს, თან ჰქონდათ მხოლოდ ერთი შეკვრა მზესუმზირა, საქორწინო ბეჭდები და თევზის სატყუარა. მათ …

ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორი – Monstrilla sp-ი  

ბათუმი-მწვანე კონცხის აკვატორიაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ -Monstrilla sp-ი გამოჩნდა ბათუმი-მწვანე კონცხის აკვატორიაში Monstrilla sp-ი გამოჩნდა – გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017-2018 წლებში საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში პირველად გამოჩნდა მონსტრილას გვარის კიბოსნაირი (Monstrilla sp.), რომელიც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ სახეობად მიიჩნევა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი შავ ზღვაში პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში …

სანიაღვრე არხით დაბინძურებული ზღვა [ვიდეო]

ბათუმში ზღვას 20-მდე ღია თუ დახურული სანიაღვრე არხი უერთდება. სანიაღვრე არხად მიიჩნევა ის მდინარეებიც, რომლებიც ქალაქის უბნების გავლით უერთებიან ზღვას [ყოროლისწყალი, ბარცხანა, მეჯინისწყალი]. ამ არხებს ზღვაში დღემდე შეაქვთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. გარდა ამისა, სანიაღვრე არხებსა თუ მდინარეებზე ჯერ კიდევ თვითნებურად აქვთ მოქალაქეებს დაერთებული კანალიზაცია, შესაბამისად, ზღვაში ამ არხებით საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე …

რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშიკო ფოთთან შეამჩნიეს

ფოთში მეთევზეებმა და მყვინთავებმა ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. “სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქზე. …

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დაჯარიმდა

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს. გემი საქართველოს ტერიტორიულ …

ექსპედიცია შავ ზღვაში სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის დასადგენად

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზღვაო ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია დაასრულა. ექსპედიცია, რომლის მიზანიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლა და შეფასებაა,  მოიცავდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ანაკლიის, ფოთის, ქობულეთის, ჩაქვის, ბათუმისა და გონიოს ტრავერსებზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, აღებულია მაკრო და მეიოზოობენთოსის, მეზო, მაკრო (ჟელესებრი) და იქთიოპლანქტონის, ფიტოპლანქტონის (პლანქტონური ალგოფლორა) …

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 900 ათას ლარად რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო რადიოკავშირის სისტემას შეიძენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ ასათიანმა და იტალიური კომპანია ELMAN S.R.L -ს აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა დღეს მოაწერეს. აღჭურვილობას სააგენტოს სწორედ ეს იტალიური კომპანია მიაწვდის. საზღვაო რადიოკავშირის სისტემა ზღვაზე ძებნა-გადარჩენისa და გემების მონიტორინგის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრისთვისაა განკუთვნილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს …

შავ ზღვაში მესამე საზღვაო ექსპედიცია დასრულდა – კვლევის შედეგები თვის ბოლომდე გამოქვეყნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მესამე საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ბადის გამოყენებით განხორციელდა.  სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით მოხდა არსებული რესურსების სკანირება. სპეციალისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, შავ ზღვაში თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ  ინფორმაცია დამუშავდა. ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის …

უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს

პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. ორივე გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები …

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი აპრილში გამოქვეყნდება

შავი ზღვის სანაპირო წყლების ბიოლოგიური მონიტორინგის მარტის თვის ეტაპის საველე ნაწილი დასრულდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით,  საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი, პირველად ისტორიაში, აპრილში მომზადდება. სანაპირო წყლების ბიოლოგიური მონიტორინგი გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და საზღვაო …

ბათუმთან დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს

ცოტა ხნის წინ ბათუმის სიახლოვეს ნავიგაციური ტრავმით დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს. დელფინის ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე  ავრცელებს. ნავიგაციურ ტრავმაში იგულისხმება მცურავი საშუალების (გემი, კატერი, სკუტერი და სხვა) შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება. არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ასეთი შემთვევები ბათუმის სანაპიროსთან იშვიათია, შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდეს. ამავე თემაზე: წელს …

შავი ზღვის ბინადრები ახლო ხედით [ვიდეო]

გინახავთ ზღვის ფინია სფინქსი,  შენიღბვის ოსტატი ქამბალა ან ზღვის ფსკერზე მფრინავი კუდხანჯალა სკაროსი?  იცით, რომ კოლხური ზუთხი წყლის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორია და რომ მამრი ცხენთევზა საკუთარ ნაშიერებს სხეულში არსებულ სპეციალურ კამერაში ზრდის? იცოდით, რომ ქვის კიბორჩხალას საყვარელი კერძი მიდიები, თევზის ლეში და რაპანები იყო? გარემოს ეროვნული სააგენტო დოკუმენტურ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც შავი ზღვის ბინადრების ნახვა შეგიძლიათ. …

წელს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს ბათუმში ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ზღვის ძუძუმწოვარი – Phocaena phocaena relicta, რესტორან „სან-რემოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. ზღვის ძუძუმწოვრის ფოტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე, ფეისბუქით ავრცელებს.   მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს. დელფინების დახოცვისა და გამორიყვის …

თოლიები შტორმში [ფოტო]

ბათუმში ზღვაში ექვსბალიანი შტორმია. ზღვაზე თოლიები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და გამოდარებას ელიან.                

დელფინები შავი ზღვიდან [ფოტო]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი დელფინი ზღვის ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ ზღვაში ამ ძუძუმწოვრების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ეს დელფინები ენდემურ სახეობად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ შავ ზღვაში ბინადრობენ. 2016 წელს ჩატარებული კვლევის  (შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება  – EMBLAS) მიხედვით, დელფინების გავრცელების ყველაზე …

განთიადი ზღვაზე

„ზურგის ქარი“ – პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ სიტყვებით გამაცილეს სამოგზაუროდ. სამეცნიერო-კვლევით გემს, რომელსაც ბათუმიდან გავყევი, „მარე ნეგრუმი“ ერქვა და რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა. შავი ზღვა გემზე მყოფ მეცნიერთა გუნდთან ერთად გადავცურე, ზღვა, რომელიც სინამდვილეში უფრო ლურჯია, ვიდრე შავი, წყალი კიდევ გამჭვირვალე და კამკამა. გემზე მყოფ მეცნიერებს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გამოეკვლიათ. …

Exit mobile version