ცოტა ხნის წინ ბათუმის სიახლოვეს ნავიგაციური ტრავმით დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს. დელფინის ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.
ნავიგაციურ ტრავმაში იგულისხმება მცურავი საშუალების (გემი, კატერი, სკუტერი და სხვა) შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება.
არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ასეთი შემთვევები ბათუმის სანაპიროსთან იშვიათია, შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდეს.
ამავე თემაზე: