ფინეთში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის წევრი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს – მედია

ფინეთში ჰელსინკის საოლქო სასამართლომ კაბელის დაზიანებაში ეჭვიმატნილი სატვირთო გემ Fitburg-ის ეკიპაჟის ერთი წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაკავებულია ეკიპაჟის წევრი, აზერბაიჯანის მოქალაქე. კიდევ ერთ, რუსეთის მოქალაქეს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. როგორც ცნობილია, ფინეთსა და ესტონეთის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟზე 14 პირი იყო. მეზღვაურები რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთის და …

ფინეთში დააკავეს კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის ორი წევრი

ფინეთის პოლიციამ დააკავა კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი სატვირთო გემ Fitburg-ის ეკიპაჟის ორი წევრი და ეკიპაჟის კიდევ 2 წევრს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და ყაზახი მეზღვაურები, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებული. ფინური მედია წერს, …

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

31 დეკემბერს ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. გემი სანქტ-პეტერბურგიდან ხაიფასკენ [ისრაელი] მიემართებოდა. გემი ამჟამად ფინეთის ქალაქ კირკკონუმის პორტში იმყოფება. პოლიციამ უკვე …

ფინეთში სამხედრო რეზერვისტთა ასაკი 65 წლამდე იზრდება

2026 წლიდან ფინეთში სამხედრო რეზერვისტების ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე იზრდება. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ცვლილების შედეგად  წვევამდელები რეზერვში დარჩებიან, წოდების მიუხედავად, მანამ, სანამ 65 წლის გახდებიან. ფინეთში აქამდე სარეზერვო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი 50 წელი იყო რიგითი წოდების მქონე პირებისთვის და 60 წელი – ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრებისთვის. ხუთ წელიწადში ფინეთის სარეზერვო ძალებში მყოფი პირების რაოდენობა …

ფინეთში აკრძალეს უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის

ფინეთში ამოქმედდა აკრძალვა უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ანტტი ჰაკანენზე დაყრდნობით წერს, რომ  კანონი ფინეთის უსაფრთხოების განმტკიცებისა და გავლენის ნებისმიერი მცდელობის აცილებისკენაა მიმართული. ფინეთის მთავრობის შესაბამისი დადგენილება  2025 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში. უძრავი ქონების შეძენის ნებართვა არ გაიცემა იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთა ქვეყანა არღვევს სხვა სახელმწიფოს …

ფინეთი რუსეთის საზღვარზე 200 კილომეტრის სიგრძის ღობეს აშენებს

ფინეთმა დაიწყო 200 კილომეტრი სიგრძის ღობის მშენებლობა რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. ღობის სიმაღლე 3 მეტრი იქნება. მედიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მარტში დაიწყება. ღობის პირველ, სამკილომეტრიანი მონაკვეთს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იმატრაში ააშენებენ. ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ევროკავშირში, რომელიც 1340 კილომეტრზეა გადაჭიმული. ამჟამად საზღვარი მსუბუქი, ხის ღობითაა გამოყოფილი. ფინეთმა სამი მეტრი სიმაღლის მავთულხლართებიანი ღობის აგება რუსეთის …

ფინეთი 90 პროცენტით შეამცირებს ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებზე

ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას. მაუწყებლის ცნობით, დღეს, 16 აგვისტოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთი შეზღუდავს რუსეთის სავიზო განაცხადების რაოდენობას დაახლოებით 10 პროცენტამდე. მინისტრის თქმით, ცვლილებები ძალაში სექტემბრის დასაწყისიდან შევა. მან ასევე აღნიშნა, …

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ბუჩასა და ირპინში ჩავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი  უკრაინაში იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 26 მაისს, ფინეთის პრემიერი ბუჩასა და ირპინში ჩავიდა. ბუჩა, კიევის ოლქის პატარა ქალაქი, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული უკრაინის ქალაქია. სანა მარინი დღეს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. „ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა …

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს, ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა

ფინური კომპანია Gasum-ი იუწყება, რომ „გაზპრომი“ 21 მაისს, დილის 7 საათიდან, ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. კომპანია Gasum-მა უარი უთხრა რუსეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე. რუსეთის მხრიდან კონტრაქტში ამ ცვლილების გასაჩივრებას ფინური კომპანია არბიტრაჟში აპირებს. კომპანიის განცხადებით, რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად ფინეთში გაზგასამართი სადგურების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ფინეთი გაზის …

ფინეთმა დაადასტურა, რომ ნატოში განაცხადს შეიტანს – „ეს იტორიული დღეა“

დღეს, 15 მაისს, ფინეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფინეთი გააკეთებს განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალინასში, ნატოში გასაწევრიანებლად. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა ნიინისტომ განცხადება ფინურ, შვედურ და ინგლისურ ენებზე გააკეთა და თქვა, რომ ფინეთი ახალ ეპოქაში შედის. „ეს ისტორიული დღეა“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების …

თურქეთი არ უჭერს მხარს ფინეთის ნატოში გაწევრიანებას – ერდოღანი

თურქეთი პოზიტიურად არ აფასებს ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას – ამის შესახებ დღეს, 13 მაისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ერდოღანის ამ შეფასების მიზეზი, მისივე თქმით, PKK-ის – ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების და მათი მომხრეების მხარდაჭერაა სკანდინავიურ ქვეყნებსა და ნიდერლანდებში. მეტი ამ თემაზე: რისთვის იბრძვიან ჩრდილოეთ სირიაში დღეს, ასევე, ერდოღანმა …

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადება

ფინეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებენ. ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 12 მაისს, დილას, ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა. „ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. „ფინეთი გააძლიერებს ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, სწრაფად გადაიდგმება უახლოეს …

შევლენ თუ არა ფინეთი და შვედეთი ნატოში, სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი

მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი ფინეთისა და შვედეთის მთავრობების გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ. ფინური მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო სავარაუდოდ ხუთშაბათს, 12 მაისს განაცხადებს მისი პოზიციის შესახებ, შაბათს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გააკეთებს განცხადებას ამ თემაზე. თუმცა ამ დროისთვის ფინეთის მთავრობის განცხადებები ცხადად მიანიშნებს, რომ ქვეყანა ნატოში გასაწევრიანებლად განაცხადს შეიტანს. 9 მაისს ფინეთის ევროპის …

ფინეთი ეჭვობს, რომ რუსულმა Mi-17-მა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Yle) ავრცელებს. როგორც მაუწყებელი წერს, ფინეთის სასაზღვრო დაცვამ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევა, რომელშიც ვერტმფრენი Mi-17 მონაწილეობდა, ფინეთის აღმოსავლეთ საზღვართან ქალაქ კესალაჰტისა და პარიკკალას შორის 4 მაისს, დილის 10:40 საათზე დაფიქსირდა. Mi-17-მა …

ფინეთში იზრდება ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა

ფინური მედიის ცნობით, ფინეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის, Helsingin Sanomat-ის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფინეთში ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტი. გაზეთის მიერ აპრილის დასაწყისში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59 პროცენტი იყო სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მომხრე. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზარდა ქალებსა და ახალგაზრდებში. ქალების 59 პროცენტს სურს ფინეთის გაწევრიანება …

ნატოს 3 ხომალდი ფინეთის წყლებში წვრთნებს იწყებს

ფინეთის ტერიტორიულ წლებში, ტურკუს პორტში, ნატოს 3 ხომალდი შევიდა ფინეთის საზღვაო ძალებთან ერთად წვრთნებისთვის. ლატვიის, ესტონეთისა და ჰოლანდიის დროშების ქვეშ მცურავი ნატოს ხომალდები ფინეთის ფლოტთან ერთად 28 აპრილს დაიწყებენ წვრთნებს ნაღმსაწინააღმდეგო სამუშაოების მიმართულებით. რუსეთის მეზობელი ქვეყანა ფინეთი ნატოში შესასვლელად ემზადება. ქვეყნის პრემიერის, სანა მარინის განცხადებით, გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების …

ფინეთი, დიდი ალბათობით, გაწევრიანდება ნატოში – ფინეთის მთავრობა

ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ტუტი ტუპურაინენმა ბრიტანულ Sky News-თან განაცხადა, რომ ფინეთი, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გახდება ნატოს წევრი. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს, თუმცა ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ბევრს აუხილა თვალი. ტუტი ტუპურაინენმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის ოფიციალური …

ფინეთი რუსეთთან რკინიგზით სატვირთო გადაზიდვებსაც შეწყვეტს

მგზავრთა გადაყვანის შეჩერების შემდეგ ფინეთი რუსეთთან ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვებსაც შეწყვეტს – ამის შესახებ 6 აპრილს განაცხადა ფინურმა სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორმა, VR Group-მა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ VR-ის მიზანია სატვირთო გადაზიდვების რაც შეიძლება სწრაფად შემცირება, მაგრამ ამ პროცესს სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება ხელშეკრულებიდან და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიდან გამომდინარე. ფინურმა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია VR-მა რუსეთიდან მგზავრთა გადაყვანა 28 …

რუსეთისგან ენერგიის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ პუტინის ომს – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი აცხადებს, რომ ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს წიაღისეული ენერგიის რუსეთისგან შეძენა. „რუსეთისგან ენერგიის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ პუტინის ომს უკრაინაში. ეს უნდა შეწყდეს. რუსული იმპორტირებული ენერგიისგან თავის დაღწევა მოითხოვს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წარმოებაში. იმპორტის ალტერნატიული არხებიც აქტიურად უნდა იყოს გამოკვლეული. ეს არის სამუშაო, რომელსაც კომისია ამჟამად აკეთებს. ფინეთი მხარს უჭერს დამატებით …

რუსეთსა და ფინეთს შორის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ჩერდება

ფინეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი 28 მარტს შეაჩერებს ჰელსინკსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მიმოსვლას. ეს სარკინიგზო მარშრუტი ცნობილია როგორც „ალეგრო“ (Allegro). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ალეგროს“ მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელმა 25 მარტს განაცხადა, რომ კომპანიამ მითითება მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მიიღო. ამის მიზეზი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, საქმიანობის გაგრძელების მიზანშეუწონლობა აღმოჩნდა. როგორც „როიტერსი“ წერს, პეტერბურგისა და …

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის

ფინეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ავრცელებს. ფინეთი უკრაინას მატერიალური დახმარების სახით მიაწვდის: 2 500 იარაღს, 150 000 ვაზნას, 1 500 ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და  საბრძოლო აღჭურვილობის 70 000 პაკეტს. რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მატერიალური დახმარება მოითხოვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, …

ფინეთის პრემიერი საუზმისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულს უკან აბრუნებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის საუზმისთვის თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება. ინფორმაცია სანა მარინის საუზმის ხარჯების შესახებ ფინურმა გაზეთმა „Iltalehti“-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის კანცელარია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ქვეყნის პირველი პირისა და მისი ოჯახის საუზმისთვის და ამისათვის თვეში 850 ევრო იხარჯება ბიუჯეტიდან. …

როგორ გაუმკლავდა ფინეთი წარმატებით კოვიდ პანდემიას

ფინეთში, სადაც 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის სულ 23 148  შემთხვევაა დადასტურებული და 388 კოვიდით გარდაცვლილია. შესაბამისად, სკანდინავიის ამ ქვეყანას კორონავირუსის ყველაზე დაბალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს ევროპაში. როგორ შეძლო ფინეთმა კოვიდ პანდემიის ასე წარმატებით მართვა? – „დოიჩე ველეს“ ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფინეთის პანდემიის მართვის წარმატებულ მაგალითს რამდენიმე მიზეზი აქვს. სწრაფი რეაგირება  გაზაფხულზე, …

Exit mobile version