მთავარი,სიახლეები

რუსეთისგან ენერგიის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ პუტინის ომს – ფინეთის პრემიერი

25.03.2022
რუსეთისგან ენერგიის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ პუტინის ომს – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი აცხადებს, რომ ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს წიაღისეული ენერგიის რუსეთისგან შეძენა.

„რუსეთისგან ენერგიის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ პუტინის ომს უკრაინაში. ეს უნდა შეწყდეს.

რუსული იმპორტირებული ენერგიისგან თავის დაღწევა მოითხოვს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წარმოებაში. იმპორტის ალტერნატიული არხებიც აქტიურად უნდა იყოს გამოკვლეული. ეს არის სამუშაო, რომელსაც კომისია ამჟამად აკეთებს.

ფინეთი მხარს უჭერს დამატებით სანქციებს, მათ შორის, ენერგეტიკულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“  –  წერს სანა მარინი ფეისბუქზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: