აჭარის საპატრულოს უფროსი გიორგი ხურცია აღარ არის. ამ ეტაპზე ეს თანამდებობა ვაკანტურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი ხურცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. გიორგი ხურცია ბათუმის საპატრულოს უფროსად 2023 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. გიორგი ხურცია აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების დაჯარიმება-დასჯის პროცესში.
Tag Archives: საპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია 849 ათასი ლარის სამკერდე კამერებს ყიდულობს – ზრდის პირად შემადგენლობას
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პატრულ-ინსპექტორის 350 ცალ სამკერდე კამერას და 200 ცალისთვის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე იყიდის. შესყიდვის საერთო ღირებულება 849 ათას 500 ლარია. დეპარტამენტის განაცხადით, ასევე ირკვევა, რომ უწყებაში ბოლო პერიოდში გაიზარდა პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობაც. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის …
პოლიციის სერვისცენტრები 13 იანვრამდე ისვენებს – საპატრულო
საპატრულო პოლიციის განცხადებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე ქოლცენტრი, პირველი იანვრიდან 13 იანვრამდე პერიოდში არ იმუშავებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 …
Continue reading “პოლიციის სერვისცენტრები 13 იანვრამდე ისვენებს – საპატრულო”
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე ამ თანამდებობაზე გიორგი ხურციამ ჩაანაცვლა. აქამდე 37 წლის გიორგი ხურცია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა. გიორგი ხურცია, როგორც შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ქონებრივ დეკლარაციას 2012 წლიდან ავსებს. რაც შეეხება დავით მაღრაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მაღრაძე …
Continue reading “აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს”
4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ
ისტორია, რომელიც ერთი ქალის განქორწინებას და ბავშვების ალიმენტს ეხება, 2018 წელს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე. შემდეგ იყო სასამართლო პროცესები, სადაც გადაწყდა, რომ უნდა გაიყიდოს კაცის და ქალის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საერთო ქონება – მიკროავტობუსი, რათა ბავშვების ალიმენტის დავალიანება დაიფაროს. მიკროავტობუსის 50% სასამართლომ ქალს მიაკუთვნა, 50% კი – კაცს. ნახეთ, …
Continue reading “4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ”
16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის – COVID 19
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 მარტიდან, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების ცენტრები გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე. შსს-ს ინფორმაციით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით. საპატრულო …
პატრულის თანამშრომლები ახალი უნიფორმით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახალი დიზაინის უნიფორმებით იმუშავებენ. „თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან. გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე“, – აცხადებენ შსს-ში.
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს – დავით მიქიაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 4 თებერვალს შეუდგა. იგი აქამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ეს თანამდებობდა ვაკანტურია 31 იანვრიდან, როცა მიხეილ დილიმაშვილმა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი დაიკავა. დილიმაშვილი ამ თანამდებობაზე გასული წლის ივნისში დანიშნეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით მიქიაშვილი 1978 წელსაა დაბადებული, …
Continue reading “აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს”
შსს ყოფილ პოლიციელებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ ხმას
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციელი აღარ არის გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა და წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. „მე გიორგი ბაბუნაშვილი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია, დიდება გმირებს,“ – ეს სტატუსი გიორგი ბაბუნაშვილმა დაწერა. მას პოლიციელის სამსახურებრივი ფორმა აცვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გიორგი ბაბუნაშვილი 2014 წლიდან …
Continue reading “შსს ყოფილ პოლიციელებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ ხმას”
ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანას მსუბუქი ავტომანქანა უკანა მხრიდან დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესები მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 250 ლარით დაჯარიმდება.
აჭარის საპატრულო პოლიციას მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს – მიხეილ დილიმაშვილი. იგი მეორე დღეა ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ადასტურებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მიხეილ დილიმაშვილი ბოლო წლებში თბილისის საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მიხეილ დილიმაშვილს ბოლო თანამდებობრივი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული. ამ დროისთვის იგი სოდ-ის, ანუ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს …
Continue reading “აჭარის საპატრულო პოლიციას მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს”
ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]
მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის დროს, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. ესენი არიან მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სკანდირებენ – „მოძალადეები“. „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სიჩუმე დანაშაულია“, – გაიძახიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმის შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანს როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს: საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“ …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]”
გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა მოქალაქე ჩარიტა ჟღენტის სარჩელი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ჩარიტა ავტომანქანას ფლობს და რამდენიმე თვის წინ მან მძღოლის გამოძახების სერვისით ისარგებლა. გამოძახებული მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ჩარიტა 700 ლარით დააჯარიმა, როგორც ავტომანქანის მფლობელი. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩარიტა ჟღენტმა სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ჩარიტას დაჯარიმება …
Continue reading “გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს”
შსს: საპატრულოს სამხრე ვიდეოკამერების უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციისთვის 5 მილიონ 80 ათას ლარად სამხრე ვიდეოკამერების სისტემის განახლებას გეგმავს. კამერების შეძენას სამინისტრო ტენდერის გარეშე აპირებს. შსს აცხადებს, რომ „საპატრულო პოლიციაში არსებული სამხრე კამერები წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე მყარ და უტყუარ მტკიცებულებას“, თუმცა „კამერები მე-5 წელია ხმარებაშია და უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი, რის გამოც ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. …
Continue reading “შსს: საპატრულოს სამხრე ვიდეოკამერების უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი”
ყოფილი პატრული: პოლიციელები ვერ სარგებლობენ შვებულებით და 24 საათი მუშაობენ
„პოლიციელებს საშუალებას არ აძლევენ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შვებულებით. ასევე ირღვევა მათი სამუშაო დრო და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მათ არც „სმენებს“ შორის ეძლევათ დასვენების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ხალვაშმა, ბრიფინგზე. „ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული ადამიანები, ვინც ვერ სარგებლობს შვებულებით ან არანორმირებული გრაფიკით მუშაობენ, …
Continue reading “ყოფილი პატრული: პოლიციელები ვერ სარგებლობენ შვებულებით და 24 საათი მუშაობენ”
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
მანუჩარ კაციტაძე აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსია. ინფორმაციას ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრძანება მის დანიშვნაზე უკვე ხელმოწერილია. მანუჩარ კაციტაძე აქამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო. თანამდებობრივი დეკლარაციის მიხედვით, მანუჩარ კაციტაძეს 2016 წელს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს …
Continue reading “აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს”
ენმ: პოლიციელებს შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ
ენმ-ს წევრი გია ხალვაშმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს საკუთარი ხარჯით არემონტებენ. პოლიციელებს არ ეძლევათ უნიფორმები – მათ შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ. გია ხალვაშის თქმით, სახელმწიფო პოლიციელების დემორალიზაციას ეწევა. „მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ სტრუქტურაში და მსგავსი ვითარება არასდროს ყოფილა. 2013 წლის შემდეგ პოლიციელები დემორალიზებულ გარემოში მუშაობენ. ფორმებს არ ურიგებენ. …
Continue reading “ენმ: პოლიციელებს შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ”
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია – ხელმძღვანელი გადადგა
ლევან მაისურაძემ – აწ უკვე აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამ თანამდებობაზე რვა თვე იმუშავა – ის როტაციის პრინციპით მას შემდეგ მოავლინეს რეგიონში, რაც მისი წინამორბედი კახაბერ ბუხრაძე ასევე როტაციის წესით სხვაგან გადაიყვანეს. თავის მხრივ კახა ბუხრაძის გადადგომას ბათუმის ცნობილი მოვლენების – 11-12 მარტის აქციაზე ითხოვდნენ. შს სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ ლევან მაისურაძის გადადგომას, ასევე დასძენენ, …
Continue reading “აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია – ხელმძღვანელი გადადგა”
ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს
პირველი იანვრიდან 21 ნოემბრამდე საპატრულო პოლიციდან 38 თანამშრომელი დაითხოვეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარეს. პატრულის თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის გადამზადების კურსი სულ პატრულის 476-მა თანამშრომელმა გაიარა. 38-დან 27 თანამშრომელი კონკრეტულად ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო [სირბილი100 მეტრსა და 1000 მეტრზე] დაითხოვეს. სამსახურიდან …
Continue reading “ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს”
შს სამინისტროს განმარტება პატრულის მიერ შშმ პირისთვის „ინვალიდის“ ჩაწერასა და დაჯარიმებაზე
მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია ახლახან დატოვა. მან რამდენიმე საათის წინ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა, რადგან საპატრულო პოლიციამ დღეს ის უსამართლოდ დააჯარიმა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც „ინვალიდი“, რადგან ის ეტლით მოსარგებლეა. ჯემალ ჭელიძე ამბობდა, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც თავისი ავტომანქანით ავარიაში მოყვა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც …
უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ
ბიზნესმენი ისრაელიდან ემილი დორფი საპატრულო პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ემილი დორფი ტურისტული კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის დირექტორია. ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე მისი კომპანიის ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. 23 ივლისის საღამოს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ემილი დორფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დახმარება ითხოვა. …
Continue reading “უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ”
გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ
პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში, რომელმაც 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებაში საუბარია რამდენიმე სამსახურებრივ გადაცდომაზე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორის მიერ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ეს განცხადება სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია, რაც მედიასთან ურთიერთობის …
Continue reading “გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ”
პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს
პოლიცია 11-12 მარტის აქციის მონაწილეებთან წაგებულ სასამართლო პროცესებს ასაჩივრებს. ამ ეტაპზე 79 ადმინისტრაციული საქმიდან ასეთია 9 შემთხვევა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციისგან სამართალდამრღვევად მიჩნეული პირები გაამართლა. „დღეს შეხვდა ჩემს შვილს ის პოლიციელი, ვინც ოქმი შეუდგინა და უთხრა, იცოდე, გავასაჩივრეთ უკვე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, იქ მოგიწევს გამოცხადებაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელზა ზაქარიაძემ, რომელიც სასამართლოში დღეს, …
Continue reading “პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს”
აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება
„11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია. საქმის მასალები 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით …
Continue reading “აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება”
მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო
მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქეთი პაპავას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ქობულეთში 20 ლარით დაჯარიმებულმა ქეთი პაპავამ პატრულს მაშინვე მოსთხოვა წარმოედგინა …
ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე
ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დააკავა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში. თავდაპირველად, 11 მარტს, საღამოს 5 საათზე, პატრულმა რამაზ ხიმშიაშვილი დააჯარიმა 50 ლარით, რადგან მას პლაზასთან მდებარე ლომბარდთან, აკრძალულ ადგილზე ჰქონდა მანქანა დატოვებული. პატრულ-ინსპექტორმა, გია ხალვაშმა …
შს მინისტრი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ზუსტად ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც რომელიმე საიდუმლო სამსახურის …
Continue reading “შს მინისტრი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა”
რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა
აქცია ბათუმში 11 მარტს, დაახლოებით ოთხ საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ დაიწყო. [checklist] აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. [/checklist] თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც …
აქცია არ იშლება – მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ისვრიან ქვებს
საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, იმის მიუხედავად, რომ შს სამინსიტრომ გაათავისუფლა დღეს დაკავებული ექვსივე პირი. აქციის მონაწილებმა დაწვეს პოლიციის და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები, ყრიან ქვაფენილს და ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართულებით, ქუჩაში წვავენ საბურავებს, იქცევიან აგრესიულად. პოლიციამ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, თუმცა აქციის დაშლა ვერ შეძლო. ბათუმში მოკლე ხანში ჩამოვა საქართველოს …
Continue reading “აქცია არ იშლება – მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ისვრიან ქვებს”
აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსია. უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით, გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი აჭარაში მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე დანიშნეს
აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღავნელი ისევ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თანამდებობაზე შიდა ქართლის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსი, კახაბერ ბუხრაძე დანიშნა. შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, „რომ ხელმძღვანელის შეცვლა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ მომხდარა და ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია“. აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით მამულაშვილი ასევე როტაციის პრინციპით შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. აჭარის მთავრობის …
პოლიციელი, რომელმაც მანქანით ქალი გაიტანა, ისევ საპატრულოში მუშაობს
ბათუმში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის ქვის ღობე ახლაც მონგრეულია. აქ ყველას ახსოვს 26 აგვისტოს საღამო, როცა პოლიციელმა მანქანით 52 წლის ტურისტი ქალი გაიტანა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომელი ისევ პოლიციაში მუშაობს. „გარეთ გახედვა ვერ მოვასწარი, ისე უცებ ჩამოიქროლა მანქანამ… როცა გამოვედი, მამიდაჩემი მონგრეულ ღობესთან იწვა… აღარ სუნთქავდა. შავი მერსედესით იყო ვიღაც. არც …
Continue reading “პოლიციელი, რომელმაც მანქანით ქალი გაიტანა, ისევ საპატრულოში მუშაობს”
თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ
ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ ქუჩაში მყოფ ადამიანებს, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს, ფოტოებს უღებენ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე ესაუბრა. ისინი პატრულის თანამშრომლებმა საღამოს ან ღამის საათებში ბათუმის ქუჩებში გააჩერეს. არც ერთი მათგანისთვის პოლიციას არ აუხსნია, რისთვის უღებდნენ ფოტოსურათს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპატრულო პოლიცია კანონდარღვევით მოქმედებს. ბექა ნ. ამბობს, რომ ის თანმხლებ ორ ახალგაზრდასთან ერთად …
Continue reading “თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ”
პატრულის რამდენი ეკიპაჟი ემსახურება ბათუმს
მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვრები გაფართოვდა და მას ხელვაჩაურის ნაწილი შეუერთეს, მხოლოდ სამი საპატრულო ეკიპაჟი დაემატა ქალაქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. პატრულის ზოგიერთი თანამშრომლის თქმით, ზოგჯერ გამოძახებაზე დროულად რეაგირება შეუძლებელია, ეკიპაჟების არასაკმარისი რაოდენობის გამო. „ვერ გეტყვით, რომ ხშირად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ავტოსაგზაო თუ სხვა შემთხვევის გამო ადგილზე მისვლა გვიანდება“,- გვითხრა პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბათუმში …
Continue reading “პატრულის რამდენი ეკიპაჟი ემსახურება ბათუმს”
ბათუმში ენმ-ს აქტივისტები საპატრულო პოლიციამ დაკითხა
ენმ-ს ადვოკატის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ენმ-ს აქტივისტები ბათუმის საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორვ უშანგი მიქელაძემ თქვა, ქენან კახიძეს, ბაქარ ბარამიძესა და ზაზა ტარიელაძეს უწყება გუშინ, 6 ივლისს მიუვიდათ. მათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- მუხლების დარღვევას ედავებიან, 3 ივლისს სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით [როცა სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან …
Continue reading “ბათუმში ენმ-ს აქტივისტები საპატრულო პოლიციამ დაკითხა”
რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს
ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე? ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, …
Continue reading “რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს”