მთავარი,სიახლეები

ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

07.12.2017
ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

პირველი იანვრიდან 21 ნოემბრამდე საპატრულო პოლიციდან 38 თანამშრომელი დაითხოვეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარეს. პატრულის თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის გადამზადების კურსი სულ პატრულის 476-მა თანამშრომელმა გაიარა. 38-დან 27 თანამშრომელი კონკრეტულად ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო [სირბილი100 მეტრსა და 1000 მეტრზე] დაითხოვეს. სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლებიდან 9 ბათუმის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია 3 804 მოსამსახურე, აქედან აჭარის მთავარ სამმართველოში – 368, ბათუმში – 94, სახაზო-საპატრულო სამსახურში.

2017 წელს საპატრულო პოლიციიდან ჯამში სხვადასხვა მიზეზით 218 მოსამსახურე გათავისუფლდა.

პატრულის თანამშრომლებმა თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ ფიზიკური ნორმატივები უნდა დააკმაყოფილონ. მამაკაცებს მოეთხოვებათ ღერძზე მიზიდვა, ასევე სირბილი 100 მეტრზე, 1000 მეტრსა და სამ კილომეტრზე. პატრულის ქალმა თანამშრომლებმა 100 მეტრი უნდა გაირბინონ და ერთი კილომეტრი, ასევე შეასრულონ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში სხეულის აწევა.

სირბილზე ნორმატივების ჩაბარება დამოკიდებულია პატრულის თანამშრომლის ასაკსა და სქესზე. მაგალითად, 26 წლიდან 35 წლამდე ასაკის პატრულის ქალმა თანამშრომელმა 100 მეტრი სირბილით 16-17 წამში უნდა დაფაროს, ერთი კილომეტრი კი – 5.40-6.30 წუთში.

იმავე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცმა 100 მეტრი 14-დან 15 წამში უნდა გაირბინოს, ერთი კილომეტრი 3.50  – 4.05 წუთში, ხოლო სამი კილომეტრი – 13.30-14 წუთში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: