„რეალურად, ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან“ – რუსული ხელწერა აქტივისტების წინააღმდეგ

„უნდა გაირკვეს როგორ გადაადგილდებოდნენ გოგონები, რომლებსაც სახეში მწვანე სითხე შეასხეს. სად გადაადგილდებოდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება რომ უთვალთვალებდნენ და მოიმოქმედეს თუ არა რაიმე. როცა საშიშროებას გრძნობ, ამაზე დროულად და ხმამაღლა უნდა ილაპარაკო“ – ამბობს გიორგი მელაძე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი. რა ეტაპზე გადადის აქტივისტების დევნა, როცა ქალებს ღამით, სახლთან ჩასაფრებით …

მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის დათმობას, დავრჩები იქამდე, სანამ ამის ძალა მექნება – აქტივისტი

„მე, როგორც რუსეთის იმპერიის მიერ რეპრესირებულის შვილთაშვილს და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მეშინია თქვენი, რუსებო! ჩემი დიდი პაპისა და ათასობით ქართველის სისხლის დაღვრას არ გაპატიებთ და არ დავთმობ თავისუფლებას, ქვეყნის ერთგულებას“, – წერს 36 წლის სალომე ჯაფიაშვილი ფეისბუქზე. სალომე პროფესიით თარჯიმანია და აქვს ეკონომიკური განათლებაც, აქტიურად იყო ჩართული 26 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად. სალომე საბჭოთა …

მოქალაქეები ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ და დისკუსია ბათუმში

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან კამპანია „ამომრჩევლების“ ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოლიდარობის თემის“ აქტივისტები, შშმ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებმაც ქალაქის ურბანული განვითარების პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსიის პარალელურად, გაიმართა აჭარაში არსებული ისტორიული მეჩეთების გამოფენაც. „სოლიდარობის თემის“ წევრებმა ისაუბრეს იმ …

ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ

სამოქალაქო მოძრაობის, – „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრებმა, ბერძენი ფილოსოფოსის მეთოდით, ქუთაისში ძებნა გამოაცხადეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დაჰპირდათ. სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში ეძებდნენ რეაბილიტირებულ რიონის პირა სახლებს, ელექტრომობილების ქარხანას, ოცნების ქალაქს, ტექნოლოგიურ ჰაბებს და სხვა პროექტებს, რომელიც წესით დასრულებული უნდა იყოს ამ დროისთვის, თუმცა, ადგილზე ძირითად შემთხვევაში რქოსანი პირუტყვი ბალახობს. „ჩვენ, …

როგორ ებრძვის ბათუმელი რეზერვისტი რუსულ კანონს

თუ ბათუმში რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, ციალა ქათამიძეს აუცილებლად შენიშნავდით. ის ერთ-ერთია იმ ადამიანების შორის, რომლებიც აქციებისა თუ პერფორმანსების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული. ციალა ამბობს, რომ სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამა თუ იმ პროცესის მიმართ. ახლა ციალა რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძვის. …

„მათ საქართველო უნდათ ქართველების გარეშე, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“ – 18 წლის აქტივისტი ბათუმიდან | ვიდეო

„როცა წლების წინ, პირველად შევხედე საქართველოს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო პატარა ხაზებით იყო გამოყოფილი, ამ ტერიტორიებზე მისვლა, ჩვენი ისტორიის და კულტურის დაფასება კი არ შეგვეძლო, ალბათ ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც წარმომედგინა“, – ამბობს 18 წლის გიორგი დუმბაძე. სამოქალაქო აქტივისტი თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და …

„დაიტოვე“ – თუ თბილისში აქციაზე წასვლა გსურთ, მაგრამ დასარჩენი არ გაქვთ

მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან. სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“. ინიციატივა ხელს შეუწყობს რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ თბილისში წასვლას და დარჩენას. „დაიტოვეს“ ინიციატივა მარიამ ბაბუნაშვილსგან დაიწყო. „გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე …

პროპაგანდის ამოცანაა, აპოლიტიკური გავხდეთ – რისთვის ემზადებიან ახალგაზრდა აქტივისტები

„ჩემს თაობაში პროპაგანდას ცოტა სხვანაირად ამუშავებს ხელისუფლება – ჩვენ შემთხვევაში, ამოცანაა ინერტულობის მიღწევა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი. როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდულ მოძრაობებში ცვლილებების მიღწევა და გავლენა პროცესზე? – ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა მათთან გასაუბრების დროს საგრძნობია ტენდენცია: აქტივისტები ხედავენ, როგორ მუშაობს სახელისუფლებო …

დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“

2 მარტს საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე, 35 მოქალაქე დააკავეს. მოქალაქეები აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვას, რომლის რეალური მიზანი გამოხატვის თავისუფლების, მედიის, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაქრობაა. აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან სტუდენტები, ძმები – დავით და ნიკა ჩხობაძეები, დავით სეხნიაშვილი და დავით გოჩაშვილი. დავით და ნიკა ჩხობაძეების დედა მაია ძაძამია …

მთავარი გამოწვევა ავტორიტარული რეჟიმია – „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულები ბათუმიდან

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „ეს ქვეყანა შენიას“ წლევანდელი გამარჯვებული აჭარიდან 5 ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფია. ისინი არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან ახალგაზრდებს და ამ მიმართულებით ტრენინგებს ატარებენ აჭარის მუნიციპალიტეტებში. რატომ არის სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანი და რა ტიპის ცვლილებებია საჭირო ამ მხრივ? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ნიაზ ჩიტიძეს ესაუბრა. ბატონო ნიაზ, რამდენი ადამიანი …

აქტივისტი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს – „საჭიროა შინაგანი ძალის პოვნა“

28 წლის აქტივისტი, თინათინ მაღედანი სამოქალაქო მოძრაობის – „გავიგუდეთ“ ლიდერია. ეს მოძრაობა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ძირითადად, ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს. თინათინმა მოძრაობა „გავიგუდეთ“-ის შესახებ შემთხვევით, ინტერნეტიდან გაიგო და ჯგუფს ჰაერის დაბინძურების შეწყვეტაში თავისი წვლილის შესატანად 2019 წელს შეუერთდა, როგორც მოხალისე. მან გვითხრა, რომ მოძრაობაში დარჩენას მხოლოდ ერთი წლით გეგმავდა და ვერ წარმოედგინა, …

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო. ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან …

ვინ არიან აქტივისტები, რომლებიც რუსებს ბათუმში ოკუპაციას ახსენებენ

კახი გურგენიძე, ლადო ჩიბურდანიძე და ანდრია ფენი ის აქტივისტები არიან, რომლებმაც ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერეს ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია. ჩვენ არ გვიხარია თქვენი დანახვა. ჩვენ თქვენ არ შეგხვდებით ღიმილით.  ჩვენ არ გენდობით. არ ვართ დარწმუნებული, რომ თქვენს …

როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

შეიძლება პოლიციამ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ დაგაკავოს, რომ ხელში ტრანსპარანტი გიჭირავს; პროტესტის ნიშნად, ვთქვათ, მუსიკას რთავ სუსის ან პარლამენტის შენობასთან; პულვერიზატორით ქუჩაზე წარწერას აკეთებ; უბრალოდ, ფერად ბუშტებს უშვებ ცაში, რომელზეც რამდენიმე საპროტესტო სიტყვა აწერია. ბოლო პერიოდში სწორედ მსგავსი მიზეზებით აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ერთ ადამიანზე ათი პოლიციელიც კი მოდის. არის შემთხვევები, როცა პოლიციელები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე …

აქტივისტების ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ქუჩაში, მერიასა და სასამართლოში | ვიდეო

ბათუმის დაბალსართულიან, პატარა სახლებსა და მყუდრო, ხეებითა და ვაზით დაჩრდილულ ეზოებს წლებია ნაცრისფერი, მაღალი კორპუსები ენაცვლება. ბათუმი იცვლება, თუმცა ეს ცვლილებები ხშირად ძველ ბათუმს, ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას განადგურებით ემუქრება. თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ბათუმში ძველი, ისტორიული შენობის დანგრევაზე ან ქალაქის ხედის მნიშვნელოვან ცვლილებაზე იწყება საუბარი, ბათუმში ისმის სამოქალაქო აქტივისტების ხმა, რომლებიც ქალაქის დასაცავად იბრძვიან ყველგან …

რატომ დადის 3 ახალგაზრდა ხულოსა და ქობულეთის სოფლებში – ცვლილებას შენი ხმა სჭირდება

რამდენიმე დღეა სამი ახალგაზრდა სოფელ-სოფელ დადის და ადამიანებს უხსნის, თუ რატომ არის მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის სასურველი ცხოვრების შესაქმნელად. ეს ახალგაზრდები ივერი შაინიძე, ქეთი აბულაძე და ლიზა ანთაძე არიან. ორი მათგანი სტუდენტია, ერთი კი – აბიტურიენტი. ლიზა ქობულეთში ცხოვრობს, ივერი და ქეთი ხულოში. „ამ კარდაკარის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია …

Exit mobile version