რა სთხოვა რუსეთმა აშშ-სა და იტალიას დახმარების სანაცვლოდ

„სიყვარულით რუსეთიდან“ — ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული რუსეთის „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ დასავლურ მედიაში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. იტალიური და ამერიკული მედიასაშუალებების თანახმად, იტალიას ჰუმანიტარული ტვირთის სანაცვლოდ სანქციების მოხსნაში დახმარება სთხოვეს, ხოლო აშშ-ს — ფულადი კომპენსაცია. „სანქციების მოხსნაში დახმარება მადლობის ნიშნად” პირველ მაისს იტალიურმა გამოცემა Linkiesta-მ გამოაქვეყნა სტატია რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ლეონიდ სლუცკის …

ფეისბუქმა „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში

ფეისბუქმა საინფორმაციო პორტალი „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში. საუბარია რამდენიმე ფეისბუქგვერდზე, სადაც „სპუტნიკის“ ახალი ამბები ვრცელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ბენიძე ავრცელებს, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. „დაგვიდასტურეს, რომ “ნიუს-ფრონტის” ქართულ ანგარიშებთან ერთად “ფეისბუქმა” ასევე გააუქმა “სპუტნიკის” ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა …

კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

„იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ამბავია ქართული, მაგრამ პრორუსულად მიჩნეული გამოცემიდან – „საქართველო და მსოფლიო“. ეს ნიუსიც იმაზეა, თუ როგორ გახდა რუსეთის შემყურე ევროპა, რომელმაც პუტინს სანქციები დაუწესა. იგივე ინფორმაციას ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია ობიექტივი და ასევე ათობით სხვა მედია. რუსული მედია ცინიკურად განიხილავს იმ საკითხს, რომ როგორც იქნა ამერიკა …

რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე

დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვისმენთ: „ველოდებით შედეგს ლუგარის ლაბორატორიიდან“… ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, 2011 წელს გაიხსნა, ასე ხშირად წინა წლებში არ ახსენებდნენ, თუმცა კონკრეტული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში საშიშ ცდებს ატარებენ, ბიოლოგიური იარაღი მზადდება და ამას ამერიკა რუსეთზე თავდასხმისთვის …

რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ 

დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“. „როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება …

რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსზე – Reuters-ი ევროკავშირის დოკუმენტზე 

„მიმდინარეობს რუსული მედიის და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID 19-თან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დოკუმენტში წერია: „კრემლის დეზინფორმაციის მიზანს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება წარმოადგენს“. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 იანვრიდან ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი …

ბათუმის ახალი მეჩეთი და აჭარის თურქეთის რეგიონად წარმოჩენის მცდელობა [ვიდეო]

„რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის მუშაობდა აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ… დრომ მხოლოდ ფორმები შეცვალა. ახლა ინფორმაციებით ვიბრძვით. ჩვენ საქართველოში თავად გვაქვს ინფორმაციული ვაკუუმი ქართველი მუსლიმების შესახებ და ამ ვაკუუმის შევსებას რუსეთი იმის თქმით ცდილობს, რომ თითქოს თურქეთს აჭარის დაბრუნება სურს და თურმე, რა კარგი იყო სტალინი…“ – ეს მოსაზრება ბათუმელმა სტუდენტმა ლია დეკანაძემ გაგვიზიარა, როცა მას და ბათუმის …

რას აკეთებს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ჰიბრიდულ ომში

„ჩვენ არ ვართ მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც შევზღუდოთ, რაღაც დავბლოკოთ…“ – გვითხრა ტროლებზე საუბრის დროს დავით უჩაძემ. იგი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს უფროსია და მან 30 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ანტიდასავლურ კამპანიაზე ისაუბრა.  კონკრეტულად რას აკეთებს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? – ამ თემაზე დავით უჩაძეს საჯარო შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით. …

რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?

„მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება პირდაპირ რუსეთისგან იღებს თუ არა დირექტივებს. ამ პოლიტიკის პრორუსულობა გამოიხატება იმაში, რომ სისტემატურად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის…“ – ასეთია პუბლიცისტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასება ხელისუფლების რეაქციაზე, რაც NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამჯერადაც გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია არასანდოობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ …

მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები: „მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – …

ვინც ზრუნავს ქვეყანა დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ქართულ საინფორმაციო წყაროებს იყენებს – ინტერვიუ

ხელისუფლება თავად არის დღეს ტროლი – გვითხრა ინტერვიუს დროს თინა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე ვესაუბრეთ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამუშაოდ სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური წლების წინ რამდენიმე უწყებაში შექმნეს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ არავის განუმარტავს: რას აკეთებენ ეს სამსახურები, რა შედეგი დადეს, ან სად აღმოვჩნდით უძლური, თუკი რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას რეალურად …

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც მის მოქალაქეს სხვა ქვეყანაში კლავენ, ხოლო მკვლელობის შემკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები სახელდება? [red_box]რა ხდება?[/red_box] რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. …

რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება. ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების …

რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ. მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო …

რატომ არ აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთო გზავნილები ნატოსა და ევროკავშირზე?

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში „დემოკრატიის სკოლის“ ოფისში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ დემოკრატიის ასპექტებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დისკუსიის დროს საკითხი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ევროკავშირის  როლს კონფლიქტის მოგვარებაში. გიორგი მუჩაიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ უპირისპირდება სახელმწიფო რუსულ პროპაგანდას. „პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად იყენებს პრორუსულ ნარატივს ნატოსთან მიმართებაში – …

ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია – რას მოუყვნენ ჟურნალისტები მოსწავლეებს

8 თებერვალს ბათუმის №25 საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ამავე  სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მსგავსი დისკუსიების მიზანია აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და აუდიტორიასთან საკუთარი აზრის გამოთქმის უნარების გამომუშავება. ამ საკითხზე თავიანთი გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიარეს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ …

„მოჭიდავეებს გადავატეხოთ ჯოხი, ეს უსინდისობა მგონია“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„სახელმწიფოს აღარ გააჩნია ავტორიტეტი“, – ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ქართველი მოჭიდავეების თემაზე საუბრის დროს. 16 აგვისტოს ფეისბუქში გავრცელდა მოჭიდავეების ფოტო, სადაც მათ მაისურები ეცვათ წარწერით – „რუსეთი“. რამდენიმე მოჭიდავეს მაისურზე გამოსახული ჰქონდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ძამბოლათ თედეევის ფოტო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამაც საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია სახელმწიფოებრივი აზროვნების კუთხით. მიმდინარე …

აჭარის მთავრობის და მერიის განმარტება ბათუმში გამართული რუსულენოვანი ფესტივალის შესახებ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, 30 ივნისს გამართული ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ რუსულ ენაზე ჩატარდა. ამავე ფესტივალზე ისმოდა ქართული თარგმანიც. ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ ფესტივალებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებების გამართვის დროს მათი სამსახურის ნებართვა აუცილებელია. აღნიშნულ სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ღონისძიების შინაარსს ითანხმებენ. თუმცა ფესტივალ „21-ე საუკუნის ბავშვების“ შესახებ მერიაში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ …

ენმ: ვითხოვთ მთავრობისგან განმარტებას, რა აუცილებელი იყო რუსული ფესტივალის გამართვა

30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალს  „21-ე საუკუნის ბავშვები“, რომლის მხარდამჭერი იყო აჭარის მთავრობა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. პარტიის წარმომადგენლის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები“ შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში. „პროექტის ძირითადი მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი“, რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები, რუსეთის კულტურის სამინისტრო, მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, რუსეთის საელჩოები …

ბათუმის მერია: მერიის ანსამბლის წევრები რუსეთში არ მიდიან

ბათუმის მერია არ არის იმ ღონისძიების პარტნიორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით რუსეთში ტარდება. „ეს არის დეზინფორმაცია და ვაპირებ უახლოეს პერიოდში დავუკავშირდე ამ პორტალის ადმინისტრაციას და მოვთხოვო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში. საუბარია ფორუმზე – „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ“, რომელიც რუსეთში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში ტარდება. ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ …

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. გიორგი იაკობაშვილი …

ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

რატომ სჭირდება  ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს,  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში. ორი ძლიერი ქვეყანა, – …

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ქართულ მედიაში

რა პრობლემებს უქმნის პრორუსული პროპაგანდის გავრცელება ქართულ მედიას? საიდან ვრცელდება დეზინფორმაცია და რას აკეთებს სახელმწიფო მათ აღმოსაფხვრელად? –  ამ საკითხებზე საუბრობს გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” სტუმარი  თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. გადაცემის წამყვანია მარიკო ნაცარიშვილი, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება „დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ფონდ NED-ის მხარდაჭერით.

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ „ბათუმობა 2015“-ის ოფიციალურ გახსნაზე რუსულ ენაზეც მიმართეს პუბლიკას და ჩამოსულ სტუმრებს. ჟურნალისტებთან მერმა ეს იმით ახსნა, რომ ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ქალაქში ბევრი სტუმარი იმყოფება, რომლებიც ამ ენაზე კარგად საუბრობენ. რამდენად მისაღებია მაღალი თანამდებობის პირების ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა? „ბათუმელებმა“ …

Exit mobile version