„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

„დღევანდელ წვიმაში რომ კაცი გარეთ ილოცებს, ამაზე მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმმა, ასლან ქამადაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 10 აპრილს, ბაირამის ლოცვის შემდეგ, ბათუმის ახალ მეჩეთში მოეწყო. პრესკონფერენციაზე მუსლიმმა მრევლმა ადიგენის ინციდენტი გააპროტესტა – მუსლიმებს ადიგენში ლოცვაზე მიუვარდნენ და დაემუქრნენ. გამოძიება კი, არ დაწყებულა. ბათუმში შეკრებილმა მუსლიმებმა გააპროტესტეს ისიც, რომ მეშვიდე წელია …

ქართველი მუსლიმები: უნდა დასრულდეს ჩვენი საფრთხედ მიჩნევა და დისკრიმინაცია

„მე ვკითხულობ ყურანს და ვარ ქართველი“, „მე ვატარებ ჰიჯაბს და ვარ ქართველი“ – ამ ფრაზების გამეორება ხშირად უწევთ ქართველ მუსლიმებს. ეს ფრაზები გაიმეორეს „სოლიდარობის თემის“ წევრებმა მოცეკვავე თეა დარჩიას საპასუხოდ. მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ აჭარელ მუსლიმებში, რომლებიც ყურანს კითხულობენ, „აღარაფერი ქართული აღარ დარჩა“. ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ მათი დისკრიმინაცია და საფრთხედ მიჩნევა უნდა დასრულდეს …

რელიგიური პროდუქციის შემოტანისთვის მხოლოდ საპატრიარქო არ იბეგრება – დავა საკონსტიტუციოში

9 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ისინი საგადასახადო კოდექსის იმ ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომლითაც მხოლოდ საპატრიარქოს მიერ შემოტანილი რელიგიური პროდუქცია არ იბეგრება დღგ-ს და იმპორტის გადასახადით. „განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში საპატრიარქოსა და მოსარჩელეებს შორის უთანასწორობა განპირობებულია სწორედ საგადასახადო კოდექსის სადავოდქცეული მუხლებით… საჩივრდება, ერთი მხრივ, ნორმა, რომელიც მოსარჩელისაგან საზღვარგარეთ წარმოებული რელიგიური საგნის იმპორტის შემთხვევაში ითვალისწინებს დღგ-ს …

ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს, 13 აპრილს, მიიღო. „სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. ეს არის მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ბრძოლის და ქვემოდან უნიკალური თვითორგანიზების შედეგი,“ – …

იეჰოვას მოწმეების შეუწყნარებლობის 20 შემთხვევა ერთ წელში

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ინფორმაციით, 2019 წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 20 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ამ თემის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ ამბობს, აგრესია უმეტესად საჯარო სივრცეში ვლინდება და თემის წევრებს ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან. მიხეილ ქოჩორაშვილი, იეჰოვას მოწმეების ადვოკატი ამბობს, რომ 2019 წლის განმავლობაში არაერთი საქმეა, რომელიც შეეხება იეჰოვას მოწმეების დევნას მათი რელიგიური მრწამსის გამო. …

როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება

კორონავირუსის  პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს. კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, …

გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის – გიორგი აბაზაძის ფეისბუქპოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას არაერთხელ გამოუხატავს აგრესია ლგბტქ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ ქალების დამამცირებელ/სექსისტურ პოსტებსაც. რამდენად შეძლებს ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური შეინარჩუნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქციის პრინციპები, როცა მისი ხელმძღვანელი აგრესიულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ? – „ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. …

შეხვედრა ბათუმის ახალ მეჩეთში – „რა ვქნათ, სააპელაციოც თუ უარს გვეტყვის?“ 

პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ იქ, სადაც სახელმწიფო ამ დრომდე მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს, მუსლიმები აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სხვა რეგიონებიდან სადისკუსიოდ შეიკრიბნენ. დისკუსია ისე დასრულდა, რომ არავის უხსენებია მეჩეთის უკანონოდ აშენება. მუსლიმებმა რამდენჯერმე ახსენეს, რომ „ეს ამბავი ლამაზად უნდა დასრულდეს“. მუსლიმი თემის სარჩელს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო …

ID ბარათი „ჩიპის“ გარეშე – „ყველა ტიპის რელიგიურ პრეტენზიას სამართალი არ იღებს“

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული… დასაბუთება არა იმ ნაწილში, რომ ამ ადამიანებს ადგებათ ზიანი, როცა ისინი „ჩიპიან“ პირადობებს არ იღებენ და გარკვეული ბენეფიტების, უფლებების მიღმა რჩებიან, არამედ დასაბუთება იმ კუთხით, რამდენად არის სასარჩელო მოთხოვნა ლეგიტიმური და სერიოზული,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. „ჩიპებიანი“ პირადობის მოწმობების წინააღმდეგ სარჩელის …

ბათუმის მერიამ და მუსლიმებმაც „ახალი მეჩეთის საქმე“ სააპელაციოში გაასაჩივრეს 

სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა ბათუმის მერიამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“იცავენ. ორივე მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. მოსამართლე …

მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს

რა ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი აჭარაში არსებულ ძველი და უნიკალური მეჩეთების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე? – თითქმის არაფრის. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ქობულეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ  ძველი და ახალი 30 ეკლესიის შესახებ მონაცემებს. ამ ჩამონათვალის ბოლოს შეგხვდებათ ჩანაწერი ოთხი ძველი ჯამეს შესახებ: ხალას, კვირიკეს, ხუცუბნისა და დაგვას ჯამეების. სხვა  ჯამეების, თუნდაც …

7 ორგანიზაცია ბათუმის მეჩეთის მშენებლობაზე პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ეხმაურება, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის – მამუკა ხაზარაძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16 სექტემბერს ნათქვამ ფრაზას: „როცა ლაპარაკია მეჩეთის მშენებლობაზე, მე არ ვიცი დეტალები, არც სასამართლო დავის დეტალები, გავეცნობი აუცილებლად, რომ საქმის კურსში ვიყო, მაგრამ ჩვენი ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ …

სასამართლოში დაპირების მიუხედავად, მერია მუსლიმ თემს მაინც არ დაელაპარაკა – ახალი მეჩეთი

მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება არ შედგა. სასამართლო პროცესი ხვალ, 12 ივნისს, განახლდება. წინა პროცესზე კი, რომელიც 22 მაისს გაიმართა, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა პროცესის გადადება მოლაპარაკების მოთხოვნით ითხოვა. „შეთანხმება კი არა, ერთი სატელეფონო ზარიც არ შემოსულა მერიიდან, არ ვიცი, რატომ,“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელი. რატომ არ სცადა …

EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC),  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.  შეფასებების ერთი ნაწილი შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და გადაცემის დისკრიმინაციულ პრაქტიკებს. შეფასებაში ნათქვამია, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. „მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფთან ბათუმის მერის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები შედეგების გარეშე დასრულდა, წაყენებული პირობების უსამართლო …

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

როდის გაიმართება მორიგი სხდომა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე – უცნობია. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო განხილვა 10 თვის წინ, 2018 წლის 20 თებერვალს ერთი თვით გადადო. პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მოლაპარაკება არ შედგა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ბათუმის მერს – ლაშა კომახიძეს მარტის ბოლოს შეხვდნენ. …

რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ – „მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავის მიჭედების საქმე“

„ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე“ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა. პანსიონზე ღორის თავის მიჭედება და მუსლიმებისთვის შენობაში შესვლაზე ხელშეშლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის სექტემბერში შეაფასა დისკრიმინაციად. თუმცა მუსლიმი თემი იმ პოლიციელთა ქმედებების დისკრიმინაციად შეფასებასაც ითხოვდა, რომლებიც ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ და არაფერი გააკეთეს მის შესაჩერებლად. პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა შსს-ს წინააღმდეგ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს. უზენაესმა …

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონისთვის წყლის ჩართვა დაავალდებულა

დღეს, 12 ოქტომბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა ქობულეთის მერიის წინააღმდეგ. სარჩელი ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაზე მიერთებას ეხებოდა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს. …

ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე

„ცოტა ღრმა ანალიზი სჭირდება ამას მუნიციპალიტეტისგან. თუ მუნიციპალიტეტი იტყვის, რომ ხალხი უარს ამბობს, ერთიც ხალხია და მეორეც…“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ქობულეთის მერიის წარმომადგენელს “ქობულეთის პანსიონის საქმის” განხილვის დროს. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტს 2016 წელს მიმართა და ქობულეთის პანსიონის წყლისა …

ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. „ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის …

შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით

ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და საფრთხის შემცველი – ასე აფასებენ საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლებასაც შეეხება. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კრიტერიუმები თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს. მათ აქვთ კითხვები, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. რელიგიური უმცირესობები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ რწმენის გამოხატვის შეზღუდვისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი, პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან. …

“დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ”

“მე და ჩემი მარწმუნებლები ერთი ხატის წინ ვლოცულობთ. ჩვენ, მთლიანად მრევლს, გვაქვს ერთიანი მოსაზრება, რომ თუ ვინმეს მედრესეს აგება უნდა, ააშენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გიულენის ფულით და ეს უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების გათვალისწინებით… თუ დღეს ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ იქ,” – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლე …

ბათუმში საინფორმაციო კონფერენცია – „რელიგიის თავისუფლება“ მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორდღიანი საინფორმაციო კონფერენცია – „რელიგიის თავისუფლება“ მიმდინარეობს. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, შეხვედრები განკუთვნილია რელიგიური ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის საკითხებს, მუსლიმი თემის უფლებრივ მდგომარეობას და იმ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტებს, რომლებიც აჭარაში მუსლიმ თემთან დაკავშირებით არსებობს. „დღეს …

Exit mobile version