გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 10 წლის ვადით გაასხვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. მყიდველი შპს „ალმაა“. ინფორმაცია აუქციონში გამარჯვების თაობაზე კომპანიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. 2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ …
Tag Archives: რეკლამა
“ინფორმირებულობა ყველაზე დიდი იარაღია – მოქალაქეს შეუძლია თავისი უფლებებიც დაიცვას და სხვისიც”
როგორ შეიძლება მივიღოთ ჯანდაცვის სერვისებზე ინფორმაცია, სად უნდა მოვიძიოთ, ვის უნდა მივმართოთ და რა ვადაში მივიღებთ პასუხს – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს აინტერესებთ ჯანდაცვის კუთხით. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის სოფლებში მცხოვრები ქალების, ბავშვების, მოხუცების და შშმ პირების ინფორმირებისთვის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ საინფორმაციო …
ტენდერი ონლაინ მედიებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს. ტენდერი ცხადდება პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას. …
ბავშვთა გასართობი ცენტრი “სონიკი” ბათუმში | გასართობი პროგრამა, ფასები
ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ნომერ 44-ში ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის საყვარელი გასართობი ცენტრი “სონიკი” თითქმის ერთი წელია რაც გაიხსნა და ამ დროში მოასწრო და უმასპინძლა უამრავ დაბადების დღესა თუ მხიარულ ღონისძიებას. სონიკის დამფუძნებელი შორენა თავდგირიძე ამბობს, რომ თავადაც დიდი ხანი უწევდა ხოლმე გასართობი ცენტრის ძებნა, როცა შვილებს დაბადების დღე ჰქონდათ, ასე რომ საყვარელი გმირით, სონიკით …
Continue reading “ბავშვთა გასართობი ცენტრი “სონიკი” ბათუმში | გასართობი პროგრამა, ფასები”
რა ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ქალები და მათ შორის შშმ პირები აჭარიდან – „მე მინდა ხელოვნება“
6 სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალი აჭარიდან ერთ სივრცეში თავიანთმა ნამუშევრებმა შეკრიბა. ბათუმში, ჟორდანიას 4 ნომერში, სოციალურ კაფე „სოციუმში“ დაგხვდებათ აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები. იზა, ნათია, თეონა, მარია, მზიური, ნათია – მათ 17 თებერვალს გამართულ პრეზენტაციაზე შევხვდით და ვთხოვეთ …
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა
დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, აჭარის და გურიის რეგიონულ ჰაბებთან პარტნიორობით, ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა პროექტის ფარგლებში – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“. „რედისონ ბლუ ბათუმში“ საჯარო განხილვის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები აჭარა-გურიიდან, მათ შორის ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების მონაწილეებს …
Continue reading “„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა”
ვის აქვს შანსი მიიღოს განათლება ამერიკაში?
დასავლეთში განათლების მიღებაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რადგანაც არავინ დავობს, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ხარისხიანი და პრაქტიკაში გამოყენებადია. თუმცა ხარისხის შესაბამისი სწავლის მაღალი გადასახადი, რომლის გადახდაც რიგითი ქართველისთვის წარმოუდგენელია, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს აქრობს. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი ნათია სირაბიძე ამბობს, აღნიშნული მცდარი მოსაზრებაა და ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დიდი შანსი …
Continue reading “ვის აქვს შანსი მიიღოს განათლება ამერიკაში?”
ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ რიგით მესამე რესტორანი გაიხსნა
ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი რესტორანი გაიხსნა. სტუმრებს მაკდონალდსის რესტორანი ახლადგახსნილ „გრანდ მოლში“ უმასპინძლებს. ახალი სივრცე მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. რესტორანი მომხმარებელს 6 ოქტომბრიდან ელის. სივრცე ოფიციალურად გაიხსნა და საზეიმო დახვედრაც მოეწყო. სტუმრად მოსულ ყველა ბავშვს საჩუქრად გადაეცა საჰაერო ბუშტი და რესტორნის დიასახლისებმა პატარებს, სურვილისამებრ, სახე ბრჭყვიალა და ფერადი საღებავებით …
Continue reading “ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ რიგით მესამე რესტორანი გაიხსნა”
„ვისოლ ჯგუფმა” ბათუმში „სმარტის” ახალი მაღაზია გახსნა
ბათუმში, „ვისოლის“ თვითმომსახურების ბენზიგასამართ სადგურზე, 24 მარტს „სმარტის“ 35-ე მაღაზია გაიხსნა. აქ 25 ადამიანია დასაქმებული და ობიექტი ღიაა 24 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ „სმარტის“ ამ ფილიალშიც, ისევე როგორც ქსელის დანარჩენ სუპერმარკეტებში, ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანია. „სმარტის“ ახალი მარკეტის გარდა „ვისოლი“ სასიამოვნო სიახლესაც სთავაზობს მძღოლებს: ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ამ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი, ჯამში, 25-30 …
Continue reading “„ვისოლ ჯგუფმა” ბათუმში „სმარტის” ახალი მაღაზია გახსნა”
თიბისის მხარდაჭერით ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო – „მონარქი“ აშენდა
თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო „მონარქი“, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა. შენობას, რომელიც „ინს გრუპმა“ 2020 წელს თიბისის დახმარებით შეისყიდა, დღეს ქალაქისთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ტრადიციული არქიტექტურის იერი დაჰკრავს, რაც, მდებარეობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობასთან ერთად, სასტუმროს ზოგადი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ოთხვარსკვლავიან, 66 ნომრიან სასტუმროში, რომლის მომსახურე პერსონალიც მფლობელებმა …
Continue reading “თიბისის მხარდაჭერით ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო – „მონარქი“ აშენდა”
აჭარის ტელევიზიის წამყვანი რეკლამაში – კანონის დარღვევაზე არავინ რეაგირებს
„ეს რეკლამა არ არის“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის თოქ-შოუს წამყვანი და დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი რეკლამის შესახებ, სადაც ის ერთ-ერთი კომპანიის თმის გადანერგვის მომსახურებას არეკლამებს და ამით კანონს არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“. საუბარია სარეკლამო ვიდეორგოლზე, რომელიც სოციალურ ქსელში კომპანიამ „DeaMed“-მა 11 აგვისტოს გაავრცელა და რომელშიც აჭარის ტელევიზიის გადაცემის – „თავისუფალი სივრცე“ – წამყვანი მონაწილეობს. ჟურნალისტი ვახო …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის წამყვანი რეკლამაში – კანონის დარღვევაზე არავინ რეაგირებს”
სარეკლამო აბრა მხოლოდ რუსულად ბათუმის პარკის შესასვლელში
სარეკლამო აბრა რუსულ ენაზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში კომპანია „სინევოს“ აქვს განთავსებული, გამოსასვლელთან კი – მხოლოდ ინგლისურად. იმის მიუხედავად, რომ კანონი ითხოვს სარეკლამო ბანერზე ინფორმაცია აუცილებლად იყოს განთავსებული სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულ ენაზეც, ბათუმის ცენტრში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, ამ სამართალდარღვევაზე ბათუმის მერიამ რეაგირება დღეს, 4 აგვისტოს, მას შემდეგ მოახდინა, როცა ჩვენ მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას. თუმცა …
Continue reading “სარეკლამო აბრა მხოლოდ რუსულად ბათუმის პარკის შესასვლელში”
რა ხდება აჭარის შრომის ბაზარზე – სამუშაო შეხვედრა LINKS-ის პროექტის ფარგლებში
დღეს, 9 ივნისს, გაეროს ასოციაციისა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, აჭარაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის ფარგლებში. LINKS -ი ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების პროექტია. შეხვედრის მიზანი აჭარის რეგიონში შრომის ბაზრის ვითარების მიმოხილვა იყო. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა: თეონა ლებანიძემ და ზურა სამარღანიშვილმა, ორგანიზაცია …
Continue reading “რა ხდება აჭარის შრომის ბაზარზე – სამუშაო შეხვედრა LINKS-ის პროექტის ფარგლებში”
ბათუმში სკოლებთან მისასვლელი გზები სახიფათოა – „არ გადადოს“ პერფორმანსი მერიასთან
საინიციატივო ჯგუფის, „არ გადადოს“ აქტივისტებმა დღეს, 12 თებერვალს, ბათუმში, მერიის წინ პერფორმანსი გამართეს. მათ მერიის შენობის ფასადზე ბათუმის სკოლების წინ გადაღებული ვიდეოკადრები გაუშვეს, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვებისთვის სახიფათო გარემო გადასასვლელებზე. „ჩვენ ვახორციელებთ პროექტს – ბავშვების საგზაო უსაფრთხოება სკოლებთან მიმდებარედ. სიტუაცია ძალიან პრობლემური აღმოჩნდა ბათუმში, ბათუმის 25 სკოლიდან დაახლოებით 12 სკოლასთან სავალალო მდგომარეობაა. თორმეტივე სკოლასთან მოშლილია …
Continue reading “ბათუმში სკოლებთან მისასვლელი გზები სახიფათოა – „არ გადადოს“ პერფორმანსი მერიასთან”
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა
სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას. უძრავი ქონების გამოფენა SIMA EXPO 26 – 28 ნოემბერს იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამშენებლო კომპანიები საკუთარ პროექტებს წარუდგენენ ვიზიტორებს. როგორც გამოფენის ესპანური ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს SIMA EXPO-ზე წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები; წლევანდელ გამოფენაზე უპირატესობა მიენიჭა კომპანიებს, …
Continue reading “„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა”
კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს
„უი, მე კაზინოში თამაში მინდოდა“, – ეს 9 წლის გოგომ უთხრა დედას, როცა ერთ დღესაც კაზინოზე უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა. თუ რატომ – ბავშვმა თქვა, რომ როცა ანიმაციურ ფილმებს უყურებს, ხშირად კაზინოების შესახებ ლამაზ-ლამაზ ვიდეოებს იქვე უჩვენებენ, ამიტომაც მასაც უნდა კაზინოში თამაში. კაზინოს და აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტსივრცეში რომ ბავშვებზეცაა გათვლილი, ეს ნებისმიერი ანიმაციური ფილმის ჩართვისას …
Continue reading “კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს”
ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს
დღეს, 21 მაისს, სასტუმრო „ლე მერიდიანში“ ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა დაიგეგმა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლეჯები ,,ბლექსი“ და ,,ახალი ტალღა“ – ეს ის სასწავლებლებია, რომლებიც მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებას და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო, …
Continue reading “ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს”
ბათუმში უროლოგიური ცენტრი გაიხსნა, სადაც პროსტატის კიბოს უოპერაციოდ კურნავენ
დღეს, 26 მარტს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩის №35-ში უროლოგიური დაავადებების რეგიონული მნიშვნელობის დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა. MMT LIFE LINE / ემ ემ ტე ლაიფლაინი ბათუმში პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის MMT ჰოსპიტალის უროლოგიური ჰაბის ნაწილია. სწორედ ამ ჰოსპიტალმა დანერგა პირველმა რეგიონსა საქართველოში პროსტატის კიბოს უოპერაციოდ მკურნალობის მეთოდი რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის გამოყენებით. Focal One-რუთის ეს უახლესი ტექნოლოგია დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც …
Continue reading “ბათუმში უროლოგიური ცენტრი გაიხსნა, სადაც პროსტატის კიბოს უოპერაციოდ კურნავენ”
„პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი
„როდესაც სამზარეულოში ტრიალებ და ფიქრობ, რომელიმე კერძის ან ტკბილეულის მომზადებაზე, გონებაში გიტრიალებს შედეგი: როგორ გააწყობ სუფრას, როგორ “განალაგებ კერძებს, როგორ მოახდენ სერვირებას, რა სისქის კრემი უნდა იყოს, რომ არქიტექტურულად აეწყოს ნამცხვარი, მდგრადობა შეინარჩუნოს, ლამაზი იყოს და თან გემრიელი. პროფესიად არქიტექტურა ავირჩიე, ამ ასაკში კულინარიაში ვცდი, თუმცა ვხატავ კიდეც, ხაზვაც კარგად გამომდის და ვფიქრობ, დიდ მასშტაბებშიც …
Continue reading “„პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი”
„პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია
თინეიჯერი მოჭადრაკე, რომელმაც ახლახანს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, დეა ბედოშვილია. დეა 6 წლის ასაკიდან თამაშობს ჭადრაკს. აჭარის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიუღია, როგორც მსოფლიო მასშტაბის, ასევე ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებზე. “ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია. მას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მომზადება სჭირდება და შრომა, ძალიან …
Continue reading “„პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია”
ცივად დაწურული წვენი ორგანული ბაღებიდან – ბათუმში “Georgia`s Natural“-ის მაღაზია გაიხსნა
ბათუმის „შავი ზღვის მოლში“ კომპანია „AromaProduct”-ისა და მისი შვილობილი კომპანია “Georgia`s Natural“-ის მიერ წარმოებული ორგანული, 100%-ით სუფთა პროდუქტების მაღაზია გაიხსნა. კომპანია “Georgia`s Natural“-ი ცივი დაწურვის მეთოდით ამზადებს თავისი ბიომეურნეობიდან ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენს შაქრის, წყლისა და დანამატების გარეშე. ამზადებენ ასევე სოუსებს, კონსერვებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, გაყინულ ხილს. საქართველოში „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს 7 მაღაზია აქვს, მათ …
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ საკონცერტო დღეს ღია …
სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით იკეტება
შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,15 სექტემბრიდან, ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისცენტრის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით დაიხურება მომსახურების ოფისები თბილისსა და რეგიონებში. პანდემიის პირველი დღიდან კომპანია ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი. დღესაც, ისევე როგორც პანდემიის საწყის დღეებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ონლაინ მომსახურებით …
Continue reading “სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით იკეტება”
ულიმიტო წუთები და ინტერნეტ პაკეტები – სილქნეტი სოციალურ ქსელში გათამაშებას იწყებს
მიჩვეულზე 7 –ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტის კამპანიის ფარგლებში, სილქნეტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის საჩუქრები შეარჩია. ყოველ კვირას, სილქნეტის Facebook და Instagram გვერდზე გამოქვეყნდება შეკითხვა. პირველი 10 სწორი პასუხის ავტორს საჩუქარად გადაეცემა მომსახურების პაკეტი: [checklist] 15GB ულიმიტო საუბარი; 5GB +100 წთ; [/checklist] გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეეძლება. მთავარია მსურველი იყოს ფეისბუკის და ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი, მისი პირადი მონაცემები …
Continue reading “ულიმიტო წუთები და ინტერნეტ პაკეტები – სილქნეტი სოციალურ ქსელში გათამაშებას იწყებს”
კონკურსი მოსწავლეებისთვის სკოლა პროგრესში
საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს კონკურსს ბათუმში მცხოვრები IX – X და XI კლასის მოსწავლეებისთვის! სწავლა მოიცავს სასკოლო მოდულთან ერთად მოსამზადებელ პროგრამას ეროვნული გამოცდებისთვის სამ საგანში: ქართული, მათემატიკა და არჩევითი საგანი. თუ გსურს მოიპოვოთ 30 %-იანი გრანტი და გახდეთ პროგრესელი: გამოაგზავნეთ განაცხადი 7 სექტემბრამდე! წარმოადგინეთ გასული წლის აკადემიური ნიშნები! გაიარეთ ინგლისური ენის ტესტირება და გასაუბრება! დაგვიკავშირდით: ტელ.: …
Continue reading “კონკურსი მოსწავლეებისთვის სკოლა პროგრესში”
ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა
ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად …
Continue reading “ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა”
ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი
ახალ ბულვარში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესიტვალი მოხალისეებთან შეხვედრით გაიხსნა. შეკრებილ ახალგაზრდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ და წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ სიტყვით მიმართეს. შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეული საერთაშრისო აღიარება და ხაზი გაესვა მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშნელობას ახალი კორონა ვირუსის …
Continue reading “ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი”
ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება
ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში ფულადი საჩუქარი უკვე ასამდე მომხმარებელმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ საშუალება გაქვთ 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელოთ გზავნილი და ყოველთვე მიიღოთ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს …
Continue reading “ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება”
ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა
ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ ახალგაზრდებსა და სტუმრებს თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა და მიულოცა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე! ფორუმის მიზანს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა …
Continue reading “ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა”
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!
თუ ბათუმში ხართ, ან მალე მიემგზავრებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Wolt ბათუმში, გადაიხადოთ Mastercard-ით, დაიბრუნოთ მიტანის საფასური და ისიამოვნოთ დასვენებით. ბათუმში Mastercard და Wolt-ის ახალი საზაფხულო კამპანია 3 აგვისტოს დაიწყო! მთელი აგვისტოს განმავლობაში Wolt-ისა და Mastercard-ის მომხმარებლებისთვის საკვების მიტანა უფასო იქნება. Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის …
ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება
კომაროვის სკოლის შესახებ საქართველოში ალბათ ყველა მშობელს გაუგია. ეს სკოლა-პანსიონი თბილისში მდებარეობს და ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებულ სწავლებაზე. „ბათუმელებისთვის თბილისში, კომაროვის სკოლაში ჩაბარება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ეთერ ბერიძე, მშობელი. კომაროვის სკოლაში მოსწავლეებს მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით იღებენ. თუ მოსწავლე რეგიონიდანაა, მან სკოლის პანსიონში უნდა იცხოვროს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეთერ ბერიძე. …
Continue reading “ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება”
სკოლა ნიკეს შესანიშნავი მედალოსანი ხუთეული
პირველი კლასიდან წარმატებულნი, თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარულნი, კომუნიკაბულურნი, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულნი… ახალგაზრდები, რომლებიც ამ დღემდე სკოლის, საგნის მაწავლებლების ძალისხმევით, რუდუნებით, თანადგომითა და ყურადღებით მოვიდნენ. სკოლის ეგიდით კრეატიული და ინოვაციური კონკურსების მონაწილენი, ოლიმპიადებში გამოწრთობილნი, ინტელექტუალური თამაშების მოყვარულნი, Quidditch, HMC project, FLEX, Klaipėda- გამოვლილნი, საუკეთესო კაპიტნის, მოსწავლისა თუ მონაწილის წოდებით შეფასებულნი, ინგლისის, ამერიკისა და ლიეტუვას მიზნობრივ …
Continue reading “სკოლა ნიკეს შესანიშნავი მედალოსანი ხუთეული”
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
7-21 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში ამერიკული სტეიკების ფესტივალი ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცეულის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ნამდვილი ამერიკული შავი ანგუსისა და ვაგიუს პრემიუმ ხარისხის სტეიკები. ფესტივალი ამერიკული ორგანიზაციების – USMEF-ის, TBC-ისა და NCBA-ს მხარდაჭერით ხორციელდება მაღაზია „გასტრონომთან“ ერთად, სადაც ფესტივალის გარეშეც შეგიძლიათ აღნიშნული სტეიკების შეძენა. ფესტვალში ჩართულია სასტუმროების „ლე მერიდიენისა“ და „შერატონის“-ის რესტორნები, სადაც …
„სილქ+” შეთავაზება მთელი ოჯახისთვის მეტ ფასდაკლებას ითვალისწინებს
სილქნეტის ტელევიზიის, ინტერნეტის და მობილური მომსახურების გაერთიანებულ პაკეტში “სილქ+ ” პირობები განახლდა და მეტი ფასდაკლებაა გათვალისწინებული. ეს არის ახალი ერთიანი შეთავაზება მთელი ოჯახისთვის, რომელიც ფიქსირებულ, მობილურ პროდუქტებს და დამატებით მომსახურებებს მოიცავს. აბონენტებისთვის შეღავათიანი და მოსახერხებელი პირობების შექმნისთვის სილქნეტმა დაიწყო სამთვიანი აქცია, რომლის პირობებით ინსტალაცია იქნება უფასო. ყველა მსურველი, რომელიც ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას მობილურ კომპონენტს დაუმატებს, მიიღებს: ერთ მობილურის …
Continue reading “„სილქ+” შეთავაზება მთელი ოჯახისთვის მეტ ფასდაკლებას ითვალისწინებს”
აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა
სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა – დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის …
Continue reading “აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა”
გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე
თუ დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საყვარელი აჭარული ხაჭაპური გენატრება, ან თუ ოფისიდან ლანჩზე გასვლას ვერ ახერხებ, ან თუ მეგობრებთან ერთად გართობისას შიმშილმა შემოგიტია, მაშინ, შენთვის შესანიშნავი ამბავი გავაქვს: ბათუმში Glovo-ს გამოძახება გამოძახება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი! თუ ბათუმურ ღამეებში ნაყინით მოგინდა გაგრილება, ან ბორანო და სინორი გესიზმრება, იქნებ ზღვის პროდუქტები მოგენატრა? მაშინ, სადაც არ …
Continue reading “გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე”