დღეს, 2 მაისს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირბადის ტარება დღეიდან მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. „შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 52 შემთხვევა გვქონდა, ძალიან მშვიდი ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება,“ – თქვა ღარიბაშვილმა. …
Continue reading “პირბადის გამოყენება მხოლოდ ტრანსპორტში და საავადმყოფოებში იქნება სავალდებულო”