საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი

„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს. ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, …

კაცების საპენსიო ასაკის შემცირებაზე რა თქვა საკონსტიტუციომ – ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ბუდუ შეყილაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის დადგენის არსებული წესი დისკრიმინაციულია: კაცები პენსიაში 65-ე წლიდან გადიან, ქალები 60 წლის ასაკიდან. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 30 აპრილის, მიიღო მეორე კოლეგიამ, მოსამართლეებმა – მანანა კობახიძემ, გიორგი მოდებაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ის …

„მეგონა, პენსიაზე 400 ლარი დაგვიმატეს. რა ბედნიერი ვიყავი იცით?!“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებზე

„ვინ თქვა გაიაფდაო? პირიქით, ძვირდება“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს დღეს, 19 იანვარს, საკვები პროდუქტების ფასების დაკლებაზე ვკითხეთ. „ოცნების“ პროპაგანდისტები ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საკვები პროდუქტი საქართველოში უკვე გაიაფდა. მოქალაქეებს ასევე დავუსვით შეკითხვა – რას ნიშნავს, როცა პარლამენტარების და დეპუტატების ხელფასი – ათასობით, პენსია კი 20 ლარით იზრდება?

პენსია 35 ლარით იზრდება, რიგითი პარლამენტარის ხელფასი კი 7 ათასი ლარით

საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გაეზარდათ. პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი  6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაეზრდება; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6 400 ლარიდან 13 432 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6 340 ლარიდან 13 140 ლარამდე ეზრდება ხელფასი. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი 5 540 ლარიდან …

პენსია 1000 ლარი – როგორ შეძლებს ამ საარჩევნო დაპირების შესრულებას „ძლიერი საქართველო“?

1000-ლარიან პენსიას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ [ლელო, თავისუფლების მოედანი, ხალხისთვის, მოქალაქეები] ჰპირდება ამომრჩეველს. „ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ გაზრდის მინიმალურ პენსიას 1000 ლარამდე და ყოველწლიურად დაარეგულირებს მას ინფლაციის შესაბამისად, რათა ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ,“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზით“. რა გათვლებით აპირებს „ძლიერი საქართველო“ ამ დაპირების შესრულებას? – „ბათუმელები“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომისტ …

„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

„10 წლის წინ, როცა პენსიონერი გავხდი, ვიფიქრე, ანაბარს გავხსნი და შვილს ბინის ფულს დავუგროვებ-მეთქი, სოციალური ანაბარი გავხსენი და პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა. თანხის დაგროვების ნაცვლად, 4 წლის პენსია საერთოდ დავკარგე,“ – ამბობს 70 წლის ლილი შაქარიშვილი, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. ლილი შაქარიშვილმა „ლიბერთი ბანკთან“ სოციალური ანაბრის ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა – პენსიონერის პენსია ავტომატურად …

კითხვები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩართულებს აქვთ

საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება. შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერსაა ჩანიშნული. რა მოხდა? 2018 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საპენსიო დანაზოგის სქემა და შეიქმნა საპენსიო სააგენტო. 2018 წელს მიღებულ კანონში …

საპენსიო დანაზოგის დაბანდების 3 ვარიანტი – ასარჩევად ვადა 6 სექტემბრამდე გაქვთ

საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ამ დროისთვის გადანაწილებულია მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეებს 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ ვადა, რათა მათ თავიანთი დანაზოგი მათთვის სასურველ რომელიმე პორტფელში გადაიტანონ ან გადაანაწილონ რამდენიმეში [ორ-სამ პორტფელში]. „6 …

ვისი პენსია რამდენი ლარით გაიზარდა იანვრიდან

2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის პენსია გაიზარდა 35 ლარით და გახდა 295 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და გახდა 365 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე ასაკის პირების პენსია თითქმის 355 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთა პენსია – თითქმის 440 ლარს. ფინანსთა …

ომის ვეტერანების პენსია 22-დან 100 ლარამდე გაიზრდება

დღეს, 6 დეკემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენსიების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლიდან პენსია გაეზრდებათ ომის ვეტერანებს და 22 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება. „ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე,“-ამბობს ღარიბაშვილი. დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ასაკობრივი პენსიის ზრდაზეც ისაუბრა.

პენსია 300 ლარამდე იზრდება 70 და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საქართველოში პენსია იზრდება. „2022 წლის იანვრიდან 70 წლის ასაკამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს. შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში: …

ვის ეზრდება პენსია იანვრიდან 20-25 ლარით

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია პენსიის ზრდა შემდეგი ოდენობით: 70 წლამდე  ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 20 ლარით და იქნება 240 ლარი; 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და იქნება 275 ლარი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად პენსიის ზრდას შესაბამისი კანონი ითვალისწინებს: „სახელმწიფო …

პენსიონერები პენსიას ყოველი თვის პირველიდან 14 რიცხვამდე მიიღებენ

პენსიონერები კუთვნილი პენსიის მიღებას ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შეძლებენ – ამის შესახებ დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის კანცელარიაში. „მოგეხსენებათ, პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს ლიბერთი ბანკის ფილიალებში მუდმივად რიგების, დისკომფორტის საბაბი იყო. პანდემიის პირობებში ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გარცელებისთვის. ყველამ ვიცით, რომ …

შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს

პოლიციამ შუახევში დააკავა ორი პირი, რომლებსაც 64 წლის ნოდარ დავითაძის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის …

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

დღეს დილით შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა – ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“. ახლობლების ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ …

აპრილის პენსიას 70 წლის და ზევით ასაკის პენსიონერებს წინასწარ ჩაურიცხავენ

70 წლის და 70-ზე ზევით ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსიას წინასწარ ჩაურიცხავენ. პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ „ლიბერთი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ხვალ, 23 მარტს გააკეთებს. „რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და …

საპენსიო სააგენტო მომხმარებელს ყალბი ვებგვერდების შესახებ აფრთხილებს

ყალბი ვებგვერდების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ეს გვერდები დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს. სააგენტოს ინფორმაციით, ყალბ გვერდებზე მომხმარებელს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე 0,01 თეთრი დაიბლოკება 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება. „საპენსიო სააგენტო სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ! შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც …

როგორ (არ)იზრდება პენსია

ასაკით პენსიონერების პენსია ახალი წლიდან 20 ლარით იზრდება. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ 2020 წლის პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ პენსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პენსიონერების პენსია მომავალი წლიდან 50 ლარით გაიზრდება. არსებული პრაქტიკით, გაზრდილი პენსია ლარში სულაც არ ნიშნავს პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან უკვე წლებია ლარი დოლართან …

ყოფილი პარლამენტარები მათთვის დადგენილ 560-ლარიან პენსიას აპროტესტებენ – საკონსტიტუციო

ყოფილი პარლამენტარები სახელმწიფოსგან დანიშნული კომპენსაციის ოდენობას ასაჩივრებენ. ისინი ყოველთვიურად 560 ლარს იღებენ. სარჩელს დღეს, 27 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელე 50 ყოფილი პარლამენტარია, ისინი სადავოდ მიიჩნევს კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ სამართლებრივ ნორმებს. ამ ნორმების მიხედვით, კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი – 560 ლარია. კანონში ეს ჩანაწერი 2006 წლიდან გაჩნდა. მანამდე ყოფილი …

22 ლარი სუბსიდია ომის ვეტერანებისთვის – ახალი პაკეტი

22 ლარი სუბსიდია მთავრობამ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს“ 2019 წლის 14 მაისს დაუნიშნა. ამ ფულს ვერ მიიღებენ ომის ის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები, მათ შორის, დაცვის სამსახურში. „აღარ მინდა ამაზე საუბარი… არ მაქვს პრეტენზია არაფერზე. ან რა აზრი აქვს, რომ ვისაუბრო?“ – გვითხრა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის …

რა არჩევანს სთავაზობს სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკის პედაგოგებს შემდეგ პირობებს სთავაზობს: თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს  2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ …

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოსამართლეებს: ფულის დაგროვების კულტურა არ გვაქვს

“ბელგია, კანადა, ავსტრია, ჩილე, უნგრეთი… ამ ქვეყნებში საპენსიო შენატანი სავალდებულოა, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის,” – უთხრა მოსამართლეებს ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა. მან დღეს, 7 მარტს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე საპენსიო შენატანის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებასაც ითხოვენ. ერთ-ერთი ნორმა კი, საპენსიო შენატანის სავალდებულოობას ეხება. …

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე? ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“. იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან. საუბარია არამომგებიან …

საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. 71-დან 80 წლამდე  კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – ცხრა მასწავლებელი, 21 წლისაა. რატომ რჩებიან საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიაში და რატომ არ ცვლის ხელისუფლება სისტემას? მიზეზებზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე საუბრობს. ბატონო შალვა, …

საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა [ინფოგრაფიკა]

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებით, ჯამში 887 338 ადამიანია. ამავე მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობას იღებდა 459 618 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის 83 ათასი ადამიანით მეტია.

სიბერე საქართველოში

ისინი, ვინც დაბერდნენ საქართველოში და შეუძლიათ, მუშაობენ. ეს მათი არჩევანი არ არის, მცირე პენსია და სოციალური პირობები ხანდაზმულ მოქალაქეს დასვენების შესაძლებლობას არ აძლევს. მძიმე სამუშაოს შესრულება მათ თითქმის ყოველდღიურად უწევთ. არამხოლოდ იმიტომ, რომ 160-ლარიანი პენსია მათ საჭიროებებს არ ჰყოფნის. ისინი ოჯახებსაც ეხმარებიან. 69 წლის ასლან ჯაფარიძე სოფელ ახალშენიდან ბათუმში თბილისის მოედანზე სამუშაოდ ყოველდღე მიდის. ის …

პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო

მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” …

პენსიები იზრდება, ხელფასები საარსებო მინიმუმს უახლოვდება

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი აპრილში პენსიების გაზრდაზე, ხოლო ივლისში მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან მიახლოების ვადების თაობაზე განაცხადებს. ამის შესახებ თქვა სახელმწიფო მინისტრმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის საპროგრამო მიმართულებები და მთავრობის ახალი წევრები გააცნო დეპუტატებს. ჟვანიას განცხადებით, წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურად „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა“. მას ღირსების საკითხად მიაჩნია, …

პენსიას ისევ ფოსტალიონები დაარიგებენ

პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ავტონომიურ რესპუბლიკაში რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა ექსპერიმენტმა, როგორც ჩანს, არ გაამართლა. მაშინ პენსიების გაცემა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ჩამოართვეს. ექსპერიმენტი მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონსა და ბათუმს მოიცავდა, სადაც  პენსიებს „საზღვაო ბანკი“ გასცემდა. ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში აჭარის მეთაურთან გამართულ თათბირზე გადაწყდა, რომ პენსიები ისევ სამინისტრომ დაარიგოს. ანუ, პენსიონერებს ფოსტალიონები პენსიას სახლში მიუტანენ. კავშირგაბმულობისა …

Exit mobile version