მთავარი,სიახლეები

ვისი პენსია რამდენი ლარით გაიზარდა იანვრიდან

03.01.2023
ვისი პენსია რამდენი ლარით გაიზარდა იანვრიდან

2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზარდა.

70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის პენსია გაიზარდა 35 ლარით და გახდა 295 ლარი.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და გახდა 365 ლარი.

მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე ასაკის პირების პენსია თითქმის 355 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთა პენსია – თითქმის 440 ლარს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით, თუმცა სამინისტროს თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ასევე, 2023 წლის 1 ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 200 ლარი გახდება. აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

ამ პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა.

დეკრეტული შვებულების პერიოდში, საჯარო მოხელეების მსგავსად , ხელფასის 100%-ს მიიღებენ პედაგოგებიც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: