მთავარი,სიახლეები

პენსია 300 ლარამდე იზრდება 70 და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის

06.12.2021 •
პენსია 300 ლარამდე იზრდება 70 და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საქართველოში პენსია იზრდება.

„2022 წლის იანვრიდან 70 წლის ასაკამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 300 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: