როგორ ამოვიცნოთ ინსულტის მომასწავებელი ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები

ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტია) სიმპტომატურად ინსულტის მსგავსი მდგომარეობაა, ტიას განვითარების მიზეზი, ინსულტის მსგავსად, თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებაა, რაც სისხლის მიმოქცევის პროცესს აფერხებს. თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს სიმპტომები გრძელდება მცირე ხნით და არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს. ტია შეიძლება იყოს გაფრთხილება მომავალი ინსულტის შესახებ და ასევე მისი პრევენციის შანსი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომების ამოცნობისა …

პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშნები – ექიმის რჩევები

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და სხეულის ნაწილებზე, რომლებსაც ნერვები აკონტროლებს. დაავადების სიმპტომები ნელა იწყება. პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ძლივს შესამჩნევი ტრემორი (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელში. გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება კლინიკურად ხასიათდება მოძრაობის პროგრესირებადი ასიმეტრიული შენელებით, რიგიდობით/დაჭიმულობით, სიარულის დარღვევით და არამოტორული სიმპტომების ფართო სპექტრით. მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება ვერ იკურნება, …

რამდენად საყურადღებოა შეკრთომა ჩაძინებისას – ექიმის რჩევები

ჩაძინებისას შეკრთომა ძალიან ხშირი მოვლენაა, ამ დროს კუნთები უეცრად და უნებლიეთ მოძრაობს – მიოკლონია [კუნთის სწრაფი, უნებლიეთ შეკუმშვა] შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს და ზოგჯერ ისეთი ინტენსიური იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ კიდეც. მოძრაობას ხშირად ახლავს სხვა, მათ შორის, სიზმრის მსგავსი, წარმოსახვითი ვარდნის შეგრძნება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ელგა ჩხენკელი განმარტავს, რომ ასეთი მიოკლონია, როგორც წესი, გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, …

რა მიზეზების გამო შეიძლება გვტკიოდეს თავი – ინტერვიუ ნევროლოგთან

თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა მრავალჯერ განიცდის ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ტკივილი თავის ან სახის არეში, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც პულსირებადი, მუდმივი, მკვეთრი ან ყრუ.  თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმის, ლოკალიზაციისა და სიხშირის მიხედვით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი ნევროლოგი ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ მართალია, თავის ტკივილი ხშირად საშიში არ …

რამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა? – ინტერვიუ ნევროლოგთან

გულყრებით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების დროს ტვინის ელექტრული აქტივობა დროგამოშვებით ირღვევა, რაც მისი ფუნქციის დროებით და სხვადასხვა ხარისხით მოშლას იწვევს. გულყრა ყოველთვის ე.წ. კრუნჩხვით არ მიმდინარეობს და არც ეპილეფსიაა მისი გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გულყრების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით. რა შეიძლება გახდეს გულყრის მიზეზი და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „მედცენტრის“ …

რა შედეგი აქვს ინსულტის დროულ მკურნალობას | ინტერვიუ ნევროლოგთან

ინსულტი მწვავე სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. საქართველოში დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნევროლოგი თამარ თურმანიძე ამბობს, რომ თუ პაციენტი იშემიური ინსულტის განვითარებიდან სამი …

როგორ ამოვიცნოთ ნევროზული აშლილობები – ექიმის რჩევები

ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება, ნევროზი სხვადასხვა ნევროზულ აშლილობას აერთიანებს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ინგა შავაძე საუბრობს ნევროზული აშლილობის სხვადასხვა სიმპტომატიკასა და თვითმკურნალობის საზიანო შედეგებზე. ქალბატონო ინგა, რა არის ნევროზი? ნევროზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც საბედნიეროდ შექცევადია. ის ვითარდება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში. როცა ადამიანის შესაძლებლობები და სურვილები ვერ ემთხვევა ერთმანეთს, იშლება …

შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ. კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში. შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით …

როგორ დავიბრუნოთ ძილი – ნევროლოგის რჩევები

ინსომნია ძილის საერთო დარღვევაა, რომლის დროსაც შეიძლება გაძნელდეს დაძინება, ძილის შენარჩუნება ან გაგეღვიძოთ ძალიან ადრე და ძილი ვეღარ შეიბრუნოთ. ხანგრძლივად უძილობამ შეიძლება დააქვეითოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა, არამედ ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხიც. რამდენსაათიანი ძილია ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი, ეს ინდივიდუალურია, თუმცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მოზრდილთა უმეტესობას ღამით 7-9-საათიანი ძილი სჭირდება. …

რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ცხადია, ამ პრობლემას არანაკლებ მწვავედ განიცდიან მათი მშობლებიც. “ხოზრევანიძის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია ამბობს, რომ ცუდი ძილი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, „ეს შეიძლება გახდეს ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი“ – ამბობს ის. ქალბატონო ირმა, რა ასაკშია განსაკუთრებით პრობლემური ძილთან დაკავშირებული სირთულეები? ძილის დარღვევა ბოლო …

რატომ გვეხვევა თავბრუ | ექიმის რჩევები

თავბრუსხვევა ცრუ შეგრძნებაა, რომლის დროსაც გვეჩვენება, რომ ირგვლივ გარემო ტრიალებს ან მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები მიმართავენ ექიმს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ნევროლოგი ნათია ბაბუხადია „ბათუმელებთან“ საუბრობს რა შემთხვევებში შეიძლება ეს სიმპტომი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. ქალბატონო ნონა, რა არის თავბრუსხვევა? თავბრუსხვევა სიმპტომთა კომპლექსი უფროა, ვიდრე დიაგნოზი. ეს …

რა უნდა ვიცოდეთ სამწვერა ნერვის ანთებაზე – ექიმის რჩევები

სახის არეში მწვავე ტკივილის ყველაზე ხშირ მიზეზად სამწვერა ნერვის ნევრალგია მიიჩნევა. ამ დიაგნოზს ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უსვამენ მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სამწვერა ნერვის ნევრალგიით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებით მწვავეა. კლინიკა „მედცენტრის“ ნევროლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ დაავადება დროული მკურნალობის გარეშე ქრონიკულ ფაზაში გადადის, რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, …

რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

ნერვული ტიკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის კუნთების გარკვეული ნაწილი მოძრაობს განმეორებით, სწრაფად, მოულოდნელად და უკონტროლოდ. ტიკები და ამ სპექტრის სხვა დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნევროლოგი შორენა კუნჭულია განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ტიკები უვნებელია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარევის გარეშეც გაივლის, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენცირებას სხვა დაავადებებისგან. ქალბატონო შორენა, რა სახის ტიკები …

რა შეიძლება იყოს ხელის კანკალის მიზეზი – ექიმის რჩევები

ხელის კანკალი, იგივე ტრემორი ძირითადად ხანდაზმულთა პრობლემად მოიაზრება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხელების კანკალი, სხვადასხვა ინტენსივობითა და სიხშირით, ახალგაზრდა ასაკშიც აწუხებთ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ ხშირად ხელების კანკალი ესენციურია, არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ტრემორი გახანგრძლივდა, ეს ადამიანის შრომისუნარიანობაზეც აისახება. ქალბატონო ინგა, რა სახის …

საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები

ტკივილს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ხშირად მკურნალობენ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება? ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად იყენებს თავის, მენსტრუალური ან სხვა, ქრონიკული ტკივილის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე ანალგეტიკებია. ამ ჯგუფში შედის, მაგალითად: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, კეტონალი, ნიმესილი და სხვა. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი, ნევროლოგი ნინო ფილია ამბობს, …

როგორ ვმართოთ შაკიკი, თავის ქრონიკული ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი, რომელიც მძიმე, ინტენსიური თავის ტკივილით ხასიათდება, ჯანმოს ცნობით, შრომისუნარიანობის დაკარგვის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. რიგ შემთხვევებში ეს დაავადება საზოგადოების მიერ სათანადოდ სერიოზულად არ აღიქმება, რადგან შაკიკი ძირითადად ეპიზოდურია, არ იწვევს სიკვდილს და არ არის გადამდები. ჯანმოს ცნობით, განვითარებულ ქვეყნებში კონსულტაციების დაბალი მაჩვენებლები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბევრმა პაციენტმა არ იცის ამ დაავადების ეფექტური მკურნალობის …

როგორ მოვიქცეთ, როცა წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება – ექიმის რჩევები

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის დროს, მეტ-ნაკლებად გასაგებია რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა წნევის დასარეგულირებლად. თუმცა ერთმანეთთან დაახლოებული წნევის ნიშნულები, ცოტათი დაბნეულობას იწვევს. არტერიული წნევის მაჩვენებლები მოცემულია ორ რიცხვში, ზედა რიცხვი – სისტოლური წნევა, არის მაქსიმალური წნევა, რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვებს დროს; ქვედა რიცხვი – დიასტოლური წნევა, არის წნევის სიდიდე თქვენს არტერიებში შეკუმშვათა შორის, ანუ გულის …

რა საკვებს უნდა ვერიდოთ მაღალი არტერიული წნევის დროს – ექიმის რჩევები

ჰიპერტენზია ანუ მაღალი  არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები ხშირად აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ყველა  შემთხვევაში, ჰიპერტენზიის მკურნალობისას კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნევროლოგი შორენა კუნჭულია ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში, დაბალანსებულ კვებასა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღებას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს  წნევის დარეგულირებისთვის. ჯანმო: ეს არის მდგომარეობა, რომელშიც …

Exit mobile version