საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვები შეეხებოდა საქართველოში რუსული სექტორების ზრდას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, რუსულენოვანი სექტორების ზრდა არა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, არამედ უკრაინელ ლტოლვილებს უკავშირდება. „რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე …
Tag Archives: მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ცვლილებების დაანონსებიდან, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას შეეხებოდა, ოთხი თვე გავიდა. დღეს პირველი აპრილია, ამ განცხადებებიდან მეხუთე თვე დაიწყო, თუმცა განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მის მიერვე დაანონსებული რეფორმების მიმართულებით. მინისტრმა ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს თქვა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის …
Continue reading “განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ”
17 700 ლარი 7 დღეში – განათლების მინისტრის სასტუმროს ხარჯები ნიუ იორკში
საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გასულ წელს სულ სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, აქედან ორჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთხელ ბელგიაში. მინისტრის მივლინებებში ბიუჯეტიდან, ჯამში, 68 397 ლარი დაიხარჯა. მინისტრს ამ მივლინებებში ახლდა სამი პირი: მათი მივლინებისთვის კი ჯამში ბევრად ნაკლები – 40 826 ლარი დაიხარჯა. მთლიანობაში კი, მინისტრისა და მისი თანმხლები 3 პირის უცხოეთში ვიზიტი პანდემიაში …
Continue reading “17 700 ლარი 7 დღეში – განათლების მინისტრის სასტუმროს ხარჯები ნიუ იორკში”
„ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“ – რისთვის გააკრიტიკეს ჩხენკელი პარლამენტში
დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში წარსდგა. მინისტრმა ისაუბრა ძირითადად მომავალ დროში და ნაკლები – პანდემიით გამოწვეულ სასკოლო დანაკარგებსა და თუ სხვა პრობლემებზე. განათლების მინისტრი პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან ამის გამო გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებები რეალობას აცდენილია. „როცა ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან აცდენილი ხართ …
Continue reading “„ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“ – რისთვის გააკრიტიკეს ჩხენკელი პარლამენტში”
ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება
დღეს, პირველ დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მომავალში ახალი ფუნქცია მიენიჭებათ. „იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების …
Continue reading “ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება”
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იქმნება მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიული მოდელი, რომელზეც სპეციალისტები უკვე მუშაობენ. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, …
Continue reading “მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი”
სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს. „სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სკოლაში იქნება ზედმიწევნით დაცული ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი იმისთვის, რომ იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო. ყველა სკოლაში, საჯარო …
Continue reading “სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება”
კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის [ამჟამად მინისტრობის კანდიდატის] განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid19 სკოლის თანამშრომელთა 1,05 პროცენტს დაუდასტურდა. საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან კი კოვიდი მხოლოდ 0.03 პროცენტს გამოუვლინდა. ჩხენკელის თქმით, 15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 34 სკოლა, ხოლო ონლაინრეჟიმში 116 …
Continue reading “კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა”
2021 წელს უნივერსიტეტებში აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამა იქნება – მინისტრი
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტები დაიწყებენ აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას. ჩხენკელმა ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. „შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ვმუშაობთ …
სკოლებში მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მეხუთე კლასიდან ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. „დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლას ამაზე კომუნიკაცია ექნება მშობლებთან. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ აღარ დაგვჭირდეს დისტანციურზე გადასვლა,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. როგორც მინისტრი ამბობს, ახალი რეგულაცია ხვალ, 10 თებერვალს, შევა ძალაში. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი მომავალი ორშაბათიდან განახლდება, …
Continue reading “სკოლებში მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი”
განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი მიხეილ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა. „მინისტრს აღენიშნება კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები,“ – აცხადებენ სამინისტროში. კორონავირუსი აქვთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს. თვითიზოლაციაშია გადასული მთავრობის რამდენიმე წევრიც.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან – ჩხენკელი
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და მზად არიან, დაეხმარონ ექიმებს. ჩხენკელის თქმით, სტუდენტების მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და …
ჩხენკელი: უფროსკლასელები სკოლას ამ სემესტრში დაუბრუნდებიან
კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უფროსკლასელები [VII-XII კლასები] საკლასო ოთახებს მიმდინარე სემესტრში დაუბრუნდებიან. „ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, ეს ამ სემესტრში მოხდება და წინასწარ ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. საჭიროა სამედიცინო რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა,“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში …
Continue reading “ჩხენკელი: უფროსკლასელები სკოლას ამ სემესტრში დაუბრუნდებიან”
აჭარაში საბავშვო ბაღები ჯერ არ გაიხსნება – განათლების მინისტრი
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბრიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები, თუმცა აჭარაში – არა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 28 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა. საბავშვო ბაღებმა მუშაობა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულზე, მარტში შეაჩერეს.
15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი
დღეს, 5 აგვისტოს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები დასრულდა და დღეიდან აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება დაიწყო. ამავე ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებაზე. მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკლასო ოთახებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში. „მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო …
როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საქართველოს განათლების მინისტრის 4 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ოფიციალურად განისაზღვრა ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობა. [checklist] I-IV კლასებში – 20 წუთი; V-IX კლასებში – 30 წუთი; X-XII კლასებში – 40 წუთამდე. [/checklist] მინისტრის ბრძანებით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. ამასთან, გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, „მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, …
Continue reading “როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში”
რისი უფლება ეძლევათ მასწავლებლობის მაძიებელ პირებს – მინისტრის ახალი ბრძანება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, მასწავლებლობის მაძიებელ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულონ მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში. ამავე ბრძანების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა წარმატებულად გავლილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, …
Continue reading “რისი უფლება ეძლევათ მასწავლებლობის მაძიებელ პირებს – მინისტრის ახალი ბრძანება”
ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება მოთავსებული – ჩხენკელი
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან და თარიღებთან დაკავშირებით ემ ეტაპზე ცვლილება არ არის, თუმცა, თუკი იქნება მითითება ეპიდემიოლოგებისგან, შესაძლოა თარიღმა აგვისტოში გადაიწიოს. ჩხენკელის თქმით, ერთადერთი, რაც აუცილებლად შეიცვლება, ის არის, რომ ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ განთავსდება. „გამოცდების დროს ზედმიწევნით იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც მოგვაწოდებს ჯანდაცვის სფერო, ერთ სივრცეში, ერთ …
Continue reading “ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება მოთავსებული – ჩხენკელი”
სემესტრი არ ჩავარდება – განათლების მინისტრი
საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 6 აპრილს, განაცხადა. „ტელესკოლა და ონლაინფორმატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც …
Continue reading “სემესტრი არ ჩავარდება – განათლების მინისტრი”
განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთ საპილოტე პროგრამას იწყებს
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამის დანერგვა იგეგმება. სკოლებში ახალი პროგრამა Minecraft Education Edition-ი სექტემბრიდან უნდა დაინერგოს. „შერჩეული იქნება 150 საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით, სადაც დაინერგება კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს და უფრო ეფექტურს გახდის“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღნიშნული პროგრამა განხორციელდება საჯარო სკოლებში არსებული კომპიუტერული კლასების ბაზაზე, თუ საჭირო იქნება …
Continue reading “განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთ საპილოტე პროგრამას იწყებს”
განათლების მინისტრმა 3 ახალი მოადგილე დანიშნა, ჩხენკელს სულ 7 მოადგილე ჰყავს
საქართველოს განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილიც, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში და ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის …
Continue reading “განათლების მინისტრმა 3 ახალი მოადგილე დანიშნა, ჩხენკელს სულ 7 მოადგილე ჰყავს”
განათლების ახალი მინისტრის პრიორიტეტები
განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ამ პოსტზე უკვე მეორედ დაინიშნა, ამბობს, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესს არ შეაჩერებს. ახალი მინისტრი ასევე საუბრობს, საჯარო სკოლების ავტონომიის ზრდაზე, რისთვისაც, მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება პროფესიული განათლება „შესაბამისად, ახალი იდეები და …
სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც. მინისტრის მოადგილე ლია გიგაური „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლა ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან იქირაოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც მძღოლის პროფესიონალიზმზე, ასევე მიაწვდის მათ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ბევრი ბავშვი გადაადგილდება, …
Continue reading “სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება”
განათლების სამინისტროში სკოლებსა და მშობლებს შორის კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი არ აქვთ
როცა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე. მინისტრმა თქვა, რომ ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ ფლაერებში მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. „ბათუმელებმა“ სამინისტროდან მოითხოვა სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელი კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი, თუმცა სამინისტროში …
სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბათუმში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სკოლების ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა დროიდან აქვს სამინისტროს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების ზრდა დაგეგმილი და რამდენპროცენტიან ზრდაზეა საუბარი. როგორც განათლების სამინისტროში ოფიციალურად განაცხადეს, ხელფასების ზრდა „ბიუჯეტის დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული“. „ბათუმელების“ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს იმას, …
Continue reading “სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება”
„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში
დღეს, 13 აპრილს, „ქორთიართ მერიოტში“ „უსაფრთხო სკოლის“ შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალი ვებპორტალი – „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით, კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის …
Continue reading “„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში”
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – სკოლაში 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც წავლენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დღეს, 10 აპრილს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი წარსადგენი დოკუმენტების ვადა განისაზღვრა 30 აპრილიდან 7 მაისის …
აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება
„რა მიიტანა მასწავლებელმა მოსწავლემდე“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამბობს, რომ სამინისტრო მასწავლებელთა ტრენინგების შედეგების შემოწმებას აპირებს. რას უკავშირდება სამინისტროს ინიციატივა და რა მექანიზმები არსებობს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის შესამოწმებლად? „ბათუმელები“ ამ თემაზე მენტორ მასწავლებელს, ხათუნა ხალვაშს ესაუბრა. ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის კონტროლი, რამდენად შესაძლებელია ამის შემოწმება? მეც მებადება …
სამინისტრო სკოლებში რელიგიის სწავლების დანერგვაზე მუშაობს -სიმონ ჯანაშიას შეფასება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობენ სკოლებში არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების დანერგვაზე. „ბათუმელებს“ ამის შესახებ უწყებაში დაუდასტურეს. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სკოლებში ამ საგნის სწავლება ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. შეამცირებს თუ არა რელიგიის ისტორიის სწავლება ძალადობას მოზარდებში და რამდენად თანმიმდევრულია სამინისტროს პოლიტიკა ამ მიმართულებით? – საკითხს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აფასებს. „ჩემთვის არ არის …
29 უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა ეწურება
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სამინისტრო ყველა უნივერსიტეტის არაგეგმიურ შემოწმებას დაიწყებს. მინისტრმა არაგეგმიური შემოწმების მიზნად უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა დაასახელა. მინისტრის თქმით, ის უნივერსიტეტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს, სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ. 2018 წელს ავტორიზაციის ვადა 29 უნივერსიტეტს ეწურება. შესაბამისად, მათ ავტორიზაციის გავლა ისევ მოუწევთ. ჩამონათვალშია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტები. …
Continue reading “29 უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა ეწურება”