თანამდებობის პირების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აიღებენ – კანონპროექტი

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და …

„ყველაფერი გაძვირდება, რაც ბოთლში ისხმება – წყალი იქნება, ბორჯომი თუ ლუდი“: რას გამოიწვევს პლასტმასის აკრძალვა

„გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღესაც, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, გაძვირებულ პროდუქციას კი გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანონ ეს ტვირთი?“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. მას მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც …

სახელმწიფო გრანტის გაცემაზე კონკურსს გამოაცხადებენ – სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდეს

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 21 ივლისს გეგმავს საჯარო კონკურსის გამოცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით. 30 ივნისს  „ოცნების“ მთავრობამ სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდა. უშუალოდ გრანტების გასაცემად კი, 2025 წელს ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაფინანსების გაზრდის შედეგად „გაუჩნდა შესაძლებლობა, გამოყოს ფინანსური რესურსი სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და …

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

„ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები დაამტკიცა. ახალი განკარგულებით, სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი. გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა. მიმდინარე წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი …

საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გამოყოფილ 2,3 მილიონ ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულ 2 340 100 ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს. მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდის 2 340 100 ლარით გაზრდა და ფონდიდან ამ ოდენობის თანხის მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფა. „2025 წლის 1-ლი აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა …

კობახიძე მალავს, ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას პირდაპირი მიყიდვით და იჯარით

საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს. ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა. მთავრობას …

ონკოლოგიური ქირურგია თითქმის ყველა პაციენტს დაუფინანსდება – მთავრობა

ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებს და იმ პაციენტებსაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000-ზე მეტი ლარია – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები.  მთავრობის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, 30 …

მთავრობამ 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოაცხადა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“ – აღნიშნულია დადგენილებაში. ამასთან, …

რა წერია მთავრობის სარჩელში, რომლითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივლა

„საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლიზმის მაღალი ხარისხი,“ – სარჩელშიც საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა პრეზიდენტის უფლებამოსილებების სიმბოლურ ხასიათს, რაზეც „ქართული ოცნება“ 14 მარტს საუბრობდა, მაშინ მმართველ პოლიტიკურ ძალას პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში არ მოეწონა და კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკვე უჩივლა საკონსტიტუციო სასამართლოში. პლენუმმა …

აჭარაში კიდევ 670-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 670-ზე მეტი სტუდენტისთვის შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. „ მთავრობის გასულ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. ასევე მინდა გაგაცნოთ სიახლე, რომლის ფარგლებშიც 670-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს მიიღოს სწავლის დაფინანსება შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან. დაფინანსდებიან სტუდენტები როგორც მაღალმთიანი აჭარიდან, ასევე …

ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდეს მედიას და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდნენ მედიას და საზოგადოების მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხონ. „მეშვიდე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა. …

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში უნგრული ბორტით დაბრუნდნენ. „საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას …

ცოცხალი მუსიკა რესტორნებში ბრუნდება, იხსნება კინოთეატრები და საბავშვო ცენტრები

საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ: პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს. 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში. ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის …

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ: სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ [შაბათ-კვირის გარდა] ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე …

ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, მის ადგილს მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე წარადგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა მინისტრები პოსტს შეინარჩუნებენ. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება ხვალ, 19 თებერვალს და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. „სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა. გახარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა …

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, აქ ასევე არ დაწყებულა სასწავლო პროცესი სკოლებში. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების …

ბათუმში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოში აღარ გაიხსნება ბაზრობები – მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. შესაბამისად, ბათუმში არ გაიხსნება ე.წ. „ხოფის“, „23-ე სკოლის ბაზრობა“ და ბაზრობა ავტოსადგურთან. „24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება …

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან დაანონსებული ყველა შეზღუდვა არ შემსუბუქდება.  24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი; 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით; 24 დეკემბრიდან საქართველოში ბაზრობები არ გაიხსნება; მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, …

ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან „სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“. „როდესაც გვაქვს მეორე ტალღა და სამწუხაროდ, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი“ – განაცხადა დღეს, 23 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მან დასძინა, რომ შეზღუდვებზე გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე მთავრობას …

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა

„აჭარაში ხვალიდან, 22 საათიდან,  რესტორნები აღარ იმუშავებენ, ამაზე დაწესდება შეზღუდვა, თუმცა დღის განმავლობაში რესტორნები იმუშავებენ, შეზღუდვა ეხება მხოლოდ ღამის საათებს. ასევე, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. არ დასახელებულა შეზღუდვების ვადა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. …

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაცია 15 აგვისტოდან შეეძლებათ – მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად დარეგისტრირება 15 აგვისტოდან შეეძლებათ. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება, პირველიდან …

რა შეიცვალა ქალებისთვის, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ვეღარ გადადიან

„არაფერი არ შეცვლილა საპროტესტო აქციების შემდეგ და მას მერე, რაც თორნიკე რიჟვაძეს შეხვდით. არც კომპენსაცია მიგვიღია. უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი, რომ ისევ შევძლოთ იქ გადასვლა და მუშაობა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჟუჟუნა ქოქოლაძე. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც პანდემიამდე თურქეთში, ქემალფაშაში მუშაობდა. ქალები, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. „მე ყოველდღე …

ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მთავრობებს მიმართა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, არ დაავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ: „ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური დისტანცირების ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, შეკრებები აიკრძალა, ეს დროს მოგვაგებინებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კარგი სისტემა აქვს, ზოგს – არა. მე აფრიკიდან ვარ, როგორც იცით და ვიცნობ ბევრ …

ეკომიგრანტები: გვაიძულებენ, წალკა მივატოვოთ, ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება

წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მეორე დღეა თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ. 70-მდე ეკომიგრანტი წალკის სხვადასხვა სოფლიდან იმისთვის ჩავიდა თბილისში, რომ მთავრობას დანაპირები შეახსენოს. ეკომიგრანტები მოითხოვენ, შეისყიდოს სახელმწიფომ მათთვის ის სახლები, სადაც მთავრობამ წლების წინ შეასახლა ისინი, ასევე, იმ მიწების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლითაც დღემდე სარგებლობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბათუმში კიდევ ერთი …

მთავრობას არ აინტერესებს სავარაუდოდ სტალინური ტერორის მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტები

„ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები“ – განაცხადეს დღეს, 8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა პროცედურებით შეიქმნება დნმ-ის ბაზა და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, თუკი ის ფიქრობს, რომ ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებს შორის შესაძლოა მისი წინაპარი იყოს – აღმოჩნდა, რომ არც ერთ სამთავრობო უწყება ნეშტების გამოსაკვლევად, დნმ-ის ჩასატარებლად …

ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა მალე გაიხსნება, ძველში მთავრობის გადასვლა განიხილება

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში, სადაც ადრე ბათუმის პირველი საავადმყოფო იყო განთავსებული, მთავრობის გადასვლა განიხილება. მთავრობაში ამბობენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ დაიტვირთება ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის შენობა, თუმცა ადასტურებენ, რომ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში მთავრობის ან რომელიმე უწყების გადასვლაზე მსჯელობენ. შენობა, სადაც ჯერ კიდევ …

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე  გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დიდ მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას …

მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი …

„პროდუქტების უსაფრთხოება კონტროლის გარეშეა“ – 33 ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს

33 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას. სამოქალაქო სექტორი ამ მიმართვით მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება, რომელიც 15 მარტს აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელშიც პარლამენტს კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების გათვალისწინებით. „ზედამხედველობის გარეშე რჩება ისეთი პროდუქტების უსაფრთხოება, …

2013 წლიდან გაჩერებული კანონი მომხმარებელთა უფლებებზე – მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებას სთხოვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო მზად, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მისი ინიცირება 2015 წელს შეძლო. „2016 წლის მარტში კანონპროექტის პირველი მოსმენით …

რატომ თქვა უარი საპატრიარქომ სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარის მიღებაზე

სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3,7 მილიონი ლარიდან, სამი მილიონი ლარის მიღებაზე საპატრიარქომ უარი თქვა. რა იყო უარის მიზეზი, არც ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშია მითითებული და ვერც საპატრიარქოში გავარკვიეთ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან აბაიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3 737 400 ლარიდან, 3 მილიონი …

მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება 3 მილიონით შეუმცირა

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის  3 მილიონ 737 ათას 400 ლარი უნდა გადაერიცხა. ეს თანხა სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა მოხმარებოდა. მიმდინარე წლის 13 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიღების თარიღად გასული წლის 30 დეკემბერია მითითებული. ამ …

2 მილიონამდე ლარი – ხელფასი, დანამატი და პრემია აჭარის მთავრობაში

2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატში ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით 2 მილონამდე ლარი გაიცა. აქედან მილიონ 37 ათას 643 ლარი ხელფასის, 519 762 ლარი დანამატის, ხოლო 308 640 ლარი პრემიის სახით. ეს თანხა 118 თანამშრომელზე გადანაწილდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს, მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 2016 …

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს:  “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”. 16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 …

ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება აჭარის მთავრობას ერთი წლით

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეყნის მთავრობისთვის მინიჭებული უფლებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობაც ისარგებლებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ამ განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 ათასი ლარის ან მეტი …

Exit mobile version