მთავარი,სიახლეები

„პროდუქტების უსაფრთხოება კონტროლის გარეშეა“ – 33 ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს

13.03.2018 • 1815
„პროდუქტების უსაფრთხოება კონტროლის გარეშეა“ – 33 ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს

33 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას. სამოქალაქო სექტორი ამ მიმართვით მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება, რომელიც 15 მარტს აღინიშნება.

არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელშიც პარლამენტს კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების გათვალისწინებით.

„ზედამხედველობის გარეშე რჩება ისეთი პროდუქტების უსაფრთხოება, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექსტილი, ავეჯი, კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალებები, საკანცელარიო საქონელი, სამუშაო ინსტრუმენტები, პიროტექნიკა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ლაბორატორიულად დასტურდება პროდუქტის მავნეობა, რომელზეც ტექნიკური რეგლამენტი არ მოქმედებს, ამ პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღება ვერ ხერხდება. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტის გაყიდვაა დაშვებული, თუმცა პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი ასევე სთხოვს საქართველოს მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომლითაც ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ღია წერილით გასული წლის ნოემბერშიც მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტს და მთავრობას მიმართავენ:

1. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის”
2. ახალგაზრდული ალტერნატივა
3. ასოციაცია “გადავარჩინოთ მომავალი თაობა”
4. ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
5. ასოციაცია ‘მერკური”
6. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი„ GAWB
7. ა(ა)იპ “კავკასიური მოზაიკა”
8. ევროპის ფონდი
9. ენერგოეფექტურობის ფონდი
10. იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
11. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”
12. მეწარმე ქალთა ფონდი
13. “მწვანე კავკასია”
14. ოქსფამი
15. რეპატრიანტთა კავშირი
16. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
17. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
18. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
19. საზოგადოებრივი დამცველი
20. სოფლად თემთა  განვითარების სააგენტო (RCDA)
21. სათემო ფონდი “ადგილის დედა”
22. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
23. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო‐ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების
ინსტიტუტი
24. “სტუდენტურ‐ახალგაზრდული სათათბირო”
25. საზოგდოებრივი განვითარების აკადემია
26. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
27. ფონდი კავკასიის ეკოლოგია
28. “ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია ”
29. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
30. ცენტრი “ემპათია”
31. ჰარმონიული განვითარების საზოგადოება
32. ფერმერ ქალთა ასოციაცია
33. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/31099/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: