„დედა, ნაყინი მინდა“ – მარტოხელა 30 წლის დედა 4 შვილით ბარაკში

„მინდა, რომ ჩემს შვილებს სახლი ჰქონდეთ, მეტს არაფერს არ ვითხოვ,“ – ამბობს 30 წლის ირმა მამულაძე. იგი მარტოხელა დედაა, 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. ირმა მამულაძე ბინას ითხოვს. იგი რამდენჯერმე იყო ბათუმში გამართულ აქციაზე, სადაც უსახლკაროებმა ბინა მოითხოვეს. მარტოხელა დედის თქმით, 4 შვილთან ერთად მერიასთან მისულ დედასაც კი არ შეხვდა …

„ახალი წლის წინ უსამსახუროდ დამტოვეს“ – მარტოხელა დედის პროტესტი აჭარის მთავრობასთან

დღეს, 26 დეკემბერს, უსახლკარო, მარტოხელა დედამ, მზია მეგრელიშვილმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. მზია მეგრელიშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მზია ორი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან. ხელვაჩაურის მერიამ იგი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაასაქმა ინსპექციაში კონტროლიორად. „8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, რომ ვეღარ გააგრძელებდნენ ჩემთან …

მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი

ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც. „15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა. ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია …

„თამაზაშვილს არ მახვედრებენ. რას ჩქმალავენ არ ვიცი, ქუჩაში ვრჩები შვილთან ერთად“ – მარტოხელა დედა

მზია მეგრელიშვილი მარტოხელა დედაა. მას 14 წლის შვილი ჰყავს და მასთან ერთად წლებია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ახლა მზიას რთული პერიოდი უდგას, რადგან აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ვერ მუშაობს, ვერ იხდის ქირის თანხას, ბინის მეპატრონე კი სახლის დაცლას სთხოვს. მზია მეგრელიშვილი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ხან მერს, ხან აჭარის მთავრობას, თუმცა მისთვის ყველა კარი ჩაკეტილია. „ვითხოვ სახელმწიფოსგან …

„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში

„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე. შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა. „თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, …

„ბავშვს ყველა გაჭირვება ვანახე“ – როგორ ეხმარება მარტოხელა მშობლებს საქართველო და EU-ს ქვეყნები

მალვინა ზაქარაძე 8 წლის შვილს მარტო ზრდის. ქმრის ოჯახიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. „ვმუშაობ ნახევარფაბრიკატებში, 12 საათი ვდგავარ ფეხზე, დღეში 50 ლარი ხან გამოდის, ხან – არა. თუ გინდათ გადაამოწმეთ, ყოველ დღე ვმუშაობ, კვირაში ერთი დღეა დასვენება. ბავშვს გეფიცები დღეს ქირა მაქვს გადასახდელი – 500 ლარი. არ მაქვს. უფროსს ვთხოვე …

როგორ შეძლო ქალმა ხულოში საკონდიტროზე ოცნება რეალობად ექცია

„გარიგებით დავქორწინდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ შემიყვარდა ჩემი მეუღლე. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და უმცროსი ბიჭი, რომელიც 25 დღის იყო, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. 16 წელია, რაც ქმარი აღარ მყავს. ძალიან რთულია, იყო მარტოხელა დედა. ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღო, იტვირთო და აიტანო, რათა ოჯახი არჩინო“ – გვიყვება 45 წლის ეკა აბულაძე. ეკა …

მარტოხელა დედა: გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე, თავშესაფარში ადგილი აღარ არის

„გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე. ღამის თავშესაფარში მითხრეს, გამოტენილი ვართ, აღარ არის ადგილებიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია მ. ის 43 წლის მარტოხელა დედაა. ნათია მას შემდეგ დაგვიკავშირდა, როცა ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო, რომ ვარშანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფრის რეაბილიტაცია მალე, 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო უსახლკარო ადამიანებს თავშესაფრად დაქირავებულ სახლებს სთავაზობენ. „ვესაუბრე მერიის წარმომადგენელს და …

რატომ გადაწყვიტა მარტოხელა დედამ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2022 წელს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ევროპაში. ერთი წელია გერმანიის სახელმწიფოს სთხოვს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქე ნათია ბაიაძეც, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება. ნათია მკერავია. შვილებს ხაშურში მარტო ზრდიდა, მაგრამ ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემები არ ყოფილა: „გარშემომყოფების გამო …

შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე. ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში.  დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე …

„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან

„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში… ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. „თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი …

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები დედა-შვილი სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა ხელვაჩაურში, სოფელ აგარაში მცხოვრები მარტოხელა დედა, რომელიც 6 წლის შვილთან ერთად მიტოვებულ შენობაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ქალის შესახებ სიუჟეტი TV25-მა მოამზადა გასული კვირის ბოლოს. სიუჟეტის თანახმად, 47 წლის მარინა დრუზიკი შვილთან, 6 წლის გიორგისთან ერთად, მძიმე პირობებში ცხოვრობდა. იგი რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის …

მარტო, სამ შვილთან – „ახლა ძალიან მიჭირს, 5 თვის ქირა გადასახდელი მაქვს“

36 წლის თამთა ტატუაშვილი სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. უფროსი შვილი 9 წლისაა, შუათანა – ორ წლამდე ასაკის, ხოლო ყველაზე უმცროსი 4 თვისაა. თამთა ამჟამად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რადგან ბავშვები პატარები არიან, თამთა მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. „პატარას თავზე კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს და ქირურგიულად არის ამოსაკვეთი. 1700 ლარი მითხრეს თავიდან, …

რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად. ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა …

აჭარაში მხოლოდ ხულოსა და ქედაში არ აქვთ პროგრამა მარტოხელა დედებისთვის

საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად მთავრობას ერთიანი სტრატეგია არ აქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაეხმაროს მარტოხელა მშობელს, რომელთა უმრავლესობა მარტოხელა დედაა ან საერთოდ, დაეხმაროს თუ არა. ეს აჭარის მაგალითზეც ცხადად ჩანს. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა 3 მუნიციპალიტეტშია, ერთ მუნიციპალიტეტში მაისიდან ამოქმედდება, 2 მუნიციპალიტეტში კი საერთოდ არ არის. მუნიციპალიტეტებში სხვადასხვაა მარტოხელა მშობლების …

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს. 2022 წლის ივლისიდან უკვე მთავარი მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება და არა ის, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ გაჩნდა თუ არა ბავშვი. სასამართლომ უნდა შეაფასოს, ოფიციალური ქორწინების და ბავშვისთვის ორივე მშობლის არსებობის მიუხედავად, არის თუ არა ერთ-ერთი მშობელი მარტოხელა. ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით კი, „მარტოხელა …

დედა: როცა რამეს ვერ ვყიდულობ, შვილები მეუბნებიან – დე, მაინც არ გვინდოდა

ლერმონტოვის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინებით გარშემორტყმულ შიდა ეზოში, ათამდე ბარაკის ტიპის სახლია.  ყველა სახლიდან კვამლი ამოდის, აქ ადამიანები ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბებიან. ბარაკებს ოთხი ქუჩა ესაზღვრება – თაყაიშვილი, ლერმონტოვი, ჭავჭავაძე და პუშკინი. დასახლება ქუჩებიდან არ ჩანს. თუ სპეციალურად არ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ შენიშნავ – აქ ყველა ღარიბია. ლია ბოლქვაძე სამი შვილის მარტოხელა დედაა. ბარაკის ტიპის …

Exit mobile version