მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს

კვარიათის დასახლებაში, მომაღლო, კარგად გამწვანებულ ადგილზე, ბათუმის მერია 691 კვ.მეტრ ფართობს აუქციონზე 181 500 ლარად ყიდის. ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც. თუმცა კონკურენტული გარემოს შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის და მას უკვე გაცხადებული გეგმებიც აქვს. ცვლილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში საკრებულომ 2026 წლის 30 მარტს დაამტკიცა. საწყისი ფასის მიხედვით, …

ბათუმში ქართველებზე მეტი ბინა უცხოელებმა იყიდეს – Colliers Georgia-ს თებერვლის მონაცემები

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა. მათი წილი მეორეულ ბაზარზე 50%-ია. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. 2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1 315 ერთეულია, …

ქობულეთის საკრებულომ კ2 კოეფიციენტის გადასახადი დააწესა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მაკომპენსირებელი ღონისძიება განსაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მშენებელი კომპანია ზონაში დადგენილი პარამეტრების შეცვლას მოითხოვს, მაგალითად, სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდას ან ფუნქციურ ზონაში დადგენილი სახეობის ცვლილებას, კომპანიას მოუწევს თანხის გადახდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხის ოდენობას კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის ღირებულების მიხედვით გამოთვლიან. მაკომპენსირებელ მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით ქობულეთის საკრებულოს მიმართა …

რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან

შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს. ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა …

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“.  …

2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია სამშენებლო ნებართვა 2 მლნ 591 ათასი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2358 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს წინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია. სამაგიეროდ ნებართვები ითვალისწინებს 2 მილიონ 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტების მასშტაბები იზრდება. მასშტაბებთან, ასევე სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებით ტენდენცია …

მშენებლობის ნებართვისა და კ2-ის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას ამზადებს. შესყიდვის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. კომპანიის განმარტებით კონცეფციას 4 ძირითადი კონცეპტუალური მიმართულება აქვს: თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და უსაფრთხო ქალაქი. ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პარალელურად ბათუმში სამშენებლო ბუმი ისევ აქტიურ ფაზაშია. გარდა ამისა, …

ბათუმის სტადიონთან 130 მეტრი სიმაღლის კიდევ ერთი ცათამბჯენი აშენდება – საკრებულო თანახმაა 

ბათუმის საკრებულო 1 ან 2 განაშენიანების გეგმას თითქმის ყოველ სხდომაზე, ან ყოველ მეორე სხდომაზე მაინც ამტკიცებს. სხდომა თვეში ერთხელ იმართება. ბოლო სხდომაზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, საკრებულომ K2 კოეფიციენტი გაუზარდა კომპანიას, რომელიც აპირებს 35- სართულიანი ორი კორპუსი და ერთიც 25-სართულიანი ააშენოს მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე. ამავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის …

100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობა აქციეს შესაძლებლობად, არამხოლოდ ავარიული სახლის ადგილზე, არამედ სხვა მისამართზე დაგეგმილ მშენებლობაზეც მაქსიმალურ სიმაღლეზე თანხმობის მისაღებად. ბათუმში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომპანია ერთ მისამართზე ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, მერიას სხვა ადგილზე განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] მაქსიმალურად გაზრდას სთხოვს. მერია კი თანახმაა. უარზეც, რომ იყოს, ეს დროის საკითხია, თანხმობა მიიღწევა. ბათუმში, პუშკინისა და …

„ბათუმის ჩაბეტონება გაგრძელდება“ – რა სქემის დაკანონებას აპროტესტებს ენმ საკრებულოში

„ბათუმის საკრებულო აკანონებს კორუფციულ სქემას, რითაც ბათუმის ჩაბეტონება და ქაოსი გაგრძელდება,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 15 ივლისს, ბრიფინგი მოაწყო და იმ დადგენილებების პროექტები გააპროტესტა, რომლის მიღებასაც ბათუმის საკრებულო 19 ივლისის სხდომაზე აპირებს. საუბარია ავარიული სახლების პროგრამის მიზეზით შეცვლილ სამშენებლო კოდექსზე – ბათუმის მერს k 2-ის, ანუ სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა …

ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ცვლილების პროექტის …

ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის მოსაკრებლის გამოთვლის წესს ცვლის. მას შემდეგ, რაც ცვლილებას  საკრებულო დაამტკიცებს, მშენებლები ნებართვის მისაღებად დაგეგმილი სამშენებლო პროექტის 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარს გადაიხდიან, იგულისხმება კ2- ის საანგარიშო ფართობი, რაც სამშენებლო ნაკვეთის ფართობთან მიმართებაში პროექტის მასშტაბს განსაზღვრავს [ამ ფართობში არ შედის კიბის უჯრედი და აივნები]. ამ დრომდე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი მშენებლობის ფართობის [კ1]  მიხედვით …

გაზრდილი K2 – 554 კვადრატულ მეტრზე ცხრასართულიან სასტუმროს ააშენებენ

2019 წლის 13 მაისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაეთანხმა მოქალაქე ოთარ ჭეიშვილის თხოვნას ბათუმში ჰ. აბაშიძის #8-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე. ლაშა კომახიძის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მერიისავე ინიცირებით დამტკიცებულ ცვლილებას 50-ე დადგენილებაში – „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“. დადგენილება ქალაქმშენებლობის რეგულაციებს განსაზღვრავს ბათუმის ტერიტორიაზე. ცვლილების მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2019 წლის მარტში დაამტკიცა, განისაზღვრა K2 კოეფიციენტის …

ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა

სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007“ ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე, #17/19-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი ცხრა სართულის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა შესაძლოა ის სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს. პროექტის დადგენილზე მეტად სიმაღლეში გაზრდაზე [კ2 კოეფიციენტი] კომპანიას ბათუმის მერიასთან ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა. ბათუმის მერისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის …

ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა „დასახლებათა ტერიტორიების გამო­ყე­ნე­ბისა და განაშე­ნი­ანების რეგული­რების წესების შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალა­ქის – ბათუმის საკრე­ბუ­ლოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება. დღემდე …

Exit mobile version