ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.
Tag Archives: კრიმინალი
შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება- 2015 წლის დეკემბერი: 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით: 2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით …
Continue reading “შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს”
ხელვაჩაურის ”მაჭახელას” ფეხბურთელი მოკლეს
15 ნოემბერის გამთენიისას, თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაში ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე მოკლეს.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N8 სასაზღვრო სექტორის (კატნატუ) დასაცავ მონაკვეთზე, თურქეთის რესპუბლიკის 2 და სომალის რესპუბლიკის 10 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ბათუმში შენობა ჩამოინგრა
ბათუმში, ზურაბ გორგილაძის #10-ში მდებარე შენობის აივანი და კოლონა ჩამოინგრა. ჩამონგრეული ბოძი იქვე მდებარე ერთ სართულიან სახლს დაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა ქალი ხელის არეში.
შსს-მ ჰეროინის შემცველი 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მერაბ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „სხვა გზა არ ჰქონდა“
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მკვლელობაში ბრალდებულ მ.შ-ს პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევის ადგილზე სამი დაჭრილი მამაკაციდან ექიმებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. შემთხვევა 9 სექტემბერს, ღამით ბათუმში მოხდა.
ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, 5 აგვისტოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ჩვენივე ინფორმაციით თავდამდსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ და სავარაუდოდ, ფილიალიდან გატანილია თანხაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ ბანკზე თავდასხმის ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს
პოლიციამ 0,343 გრ ჰეროინი ამოიღო
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
საბაჟოზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე თბილისის აეროპორტში დააკავეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე – სარფის ტერიტორიაზე. ამოღებულია 9 კილო და 700 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 560 აბი Actifed.
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
ბათუმში ანგისაზე ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გადაიყვანეს.
შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შ. ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გ. ბ-ს ბრალი წაუყენეს.
ბათუმში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს
დაახლოებით 20 საათზე ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 22 წლის მამაკაცი დაჭრეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანა. ამ წუთებში დაზარალებულს ოპერაცია უტარდება.
“ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციაში რამდენიმე ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
დღეს, 21 ივნისს, ბათუმში პეტრე მელიქიშვილისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.
პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დააკავეს.
კაფე ‘პრივეტში’ მაგიდის დამტვრევის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
თვითმხილველების თქმით, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე კაფე “პრივეტში” მაგიდა დაამტვრია ქუჩაში ქვეითად მოსიარულე დაახლოებით 22 წლის მამაკაცმა.
გაბზარულია იქვე, ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზია “ივროშეს” მინებიც. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა თანამშრომლები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს,გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ნიშნავს.
თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე. ერთ პირს, საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა მიგრანტი პირი. მეორე მოქალაქე კი საზღვრის უკანონო ბრალდებითაა დაკავებული.
შს სამინისტროს ორი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.
მდინარე აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ჩვილი ბავშვის ცხედარი, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა იპოვეს.
ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს
შემთხვევა გუშინ, 20 აპრილს მოხდა. ფაქტს ადასტურებს საქართველოს შს სამინისტრო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.
შს სამინისტრო ძებნილის ფოტოს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს ავრცელებს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია. შალვა აბულაძე პოლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული.
ბათუმში ჰეროინის შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 31 მარტს, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს მიერ განრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 1989 და 1974 წელს დაბადებული საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
შუახევში სკოლის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს
დღეს, 2 მარტს, შუახევში, სოფელ ინწკირვეთში 17 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ინწკირვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.
სამმა მამაკაცმა 25 წლის სექსმუშაკი ფანჯრიდან გადააგდო
„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით ბათუმში, სასტუმროს მეორე სართულიდან სექსმუშაკი გადმოაგდეს. ის ახლა ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოძიებამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი.
60 წლის მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოქალაქეს დაეჯახა.
დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა შსს-ს ნებაყოფლობით ჩააბარეს
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი – ეს იმ საბრძოლო მასალების ჩამონათვალია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოქალაქეებმა ნებაყოფლობით ჩააბარეს.
ტერორისტთა სია განახლდა
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სია განაახლა. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიას, რომლებიც შედიან ან დაკავშირებულნი არიან ორგანიზაციებთან _ ალ-ქაიდასა და თალიბანთან, მონიტორინგის სამსახური პერიოდულად ანახლებს.
ყაჩაღობა ქობულეთში
გუშინ ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ყაჩაღობის შემთხვევა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანი პირი ერთ-ერთ ოჯახს საღამოს ათი საათისთვის დაესხა თავს. ინფორმაციას შს სამინისტროც ადასტურებს.
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ქალი დაჭრეს
დღეს, 22 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე ბათუმში ქალი დაჭრეს. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით სუპერმარკეტიდან გამოსულ 50 წლის ქალს უცნობი პირი დაესხა თავს და ხელებზე დანით მიაყენა ორი ჭრილობა. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალისტების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური შეკვეთა
გუშინწინ, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ტელევიზიის გვერდით საზარელი მკვლელობა მოხდა. მოკლეს აჭარის შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ინაიშვილი. მკვლელმა, სავარაუდოდ, ახლო მანძილიდან ისროლა მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ერთჯერადი გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა… როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, თემურ ინაიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბათუმში გავრცელებული ინფორმაციით …
Continue reading “ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური შეკვეთა”
ბათუმში ეკლესია გაქურდეს
14 იანვარს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ღამის თევის ლოცვის შემდეგ ტაძარი გაქურდეს. მძარცველმა წაიღო ბარძიმი, საზიარებელი კოვზი, საუკუნის ვერცხლის მედალიონი წმიდა ბარბარეს გამოსახულებით და მრევლის მიერ შემოწირული თანხა. თანხის რაოდენობა დადგენილი არ არის. საქმეს იძიებს ქალაქის პოლიციის სამმართველო, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო განყოფილებას აქვს გარკვეული ვერსიები, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. მიმდინარეობს ამ ვერსიების …