ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

 

 

  ბათუმში ანგისაზე ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გადაიყვანეს.

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
''ბათუმელები''